საქართველოს რამდენიმე რეგიონში დღეს მოთოვა. ულამაზეს ფოტოებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლები ავრცელებენ. წელს პირველად გათოვდა თიანეთშიც. ადგილზე გადაღებულ კადრებს "ფეისბუქზე" ნინო ჩიქოვანი, ასევე "თიანეთის" გვერდი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში 27 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 - 29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისშიც 27 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
საოცრად ლამაზი ადგილია მიყვარს თოვლი
სილამაზეა. :) თხოვნა მექნება, ამ და მსგავს თემებში მაინც შეიკავეთ თავი ბოღმის და ბრაზის ფრქვევისგან და უბრალოდ დატკბით ამ სილამაზით, გული და გონება ცოტა ხნით მაინც დაიმშვიდეთ. ისედაც მძიმე დროში ვცხოვრობთ.