პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი
"დღეს ჩემი პაციენტი  დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი

"ჩვენც ვთხო­ვეთ, რომ სამ ვი­ზი­ტორ­ზე მეტი დღე­ში არ იყოს და რო­მე­ლი ვი­ზი­ტო­რი იქ­ნე­ბა და ვინ შევა მას­თან, ეს უკვე ექი­მის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა, ექიმ­მა ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ანა­ლი­ზე­ბი ნელ­ნე­ლა სწორ­დე­ბა.

"პოს­ტშიმ­ში­ლის პრო­ცე­სი 90% გვაქვს უკვე გავ­ლი­ლი, გა­ვი­ა­რეთ მშვი­დად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე, ამი­ტო­მაც მი­დი­ო­და შე­მოწ­მე­ბა ყო­ველ­დღე ყვე­ლაფ­რის და ამ­დე­ნი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის ერ­თდრო­უ­ლად მუ­შა­ო­ბა. მე მჭირ­დე­ბოდ­ნენ ეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმის­თვის, რომ არ ჰქო­ნო­და ორ­გა­ნიზმს რა­ი­მე სა­ხის გარ­თუ­ლე­ბა. დღეს ჩემი პა­ცი­ენ­ტი მე დამ­ხვდა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე არ ვიცი რა­ტომ. პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ანერ­ვი­უ­ლე­ბენ არ ვიცი ტე­ლე­ვი­ზო­რით თუ რით, ეს ჩემი პრობ­ლე­მა არ არის. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც ექი­მი, ამა­ზე ვბრაზ­დე­ბი. მე ყვე­ლას ვთხო­ვე - მის იუ­რის­ტებს, ამ­ხა­ნა­გებ­საც, ოჯა­ხის წევ­რებ­საც, რომ ორი კვი­რა და­მა­ცა­დონ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ვა­ყე­ნო ფეხ­ზე. თუ ამ ადა­მი­ან­ზე მარ­თლა ზრუ­ნავთ და ზრუ­ნავთ მის სი­ცო­ცხლე­ზე, ცოტა დრო, ორი კვი­რა მოგ­ვე­ცით ექი­მებს, რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ბო­ლომ­დე ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. თვი­თონ პა­ცი­ენ­ტი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მოგ­ვყვე­ბა ექი­მებს. ჩვენც ვთხო­ვეთ, რომ სამ ვი­ზი­ტორ­ზე მეტი დღე­ში არ იყოს და რო­მე­ლი ვი­ზი­ტო­რი იქ­ნე­ბა და ვინ შევა მას­თან, ეს უკვე ექი­მის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ვი­ზი­ტო­რი შე­დის და მას­თან ხან­გრძლი­ვად რჩე­ბა, მერე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლი­დან გა­მო­დის და ახლა იწყებს ადეკ­ვა­ტურ და ნორ­მა­ლურ კვე­ბას, იღ­ლე­ბა, რამე არის გა­საკ­ვი­რი ამა­ში?! ანა­ლი­ზე­ბი სწორ­დე­ბა ნელ­ნე­ლა. დღე­საც, ორი პა­რა­მეტ­რი ისე გა­მოს­წორ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც ვაძ­ლევ­დით, უკვე ვხსნით. ყვე­ლა­ფე­რი სწორ­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა დღეს მის თა­ნა­გუნ­დელს აკა­კი მი­ნაშ­ვილ­საც მი­ე­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინია
0

ბრაზდები და ცივი წყალი დალიე.

ალექს
0

სწორია, ვიზიტორები აგიჟებენ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი

"დღეს ჩემი პაციენტი  დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, არ ვიცი რატომ... როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები"- სააკაშვილის ექიმი

"ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.

კონსილიუმის წევრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები ნელნელა სწორდება.

"პოსტშიმშილის პროცესი 90% გვაქვს უკვე გავლილი, გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე, ამიტომაც მიდიოდა შემოწმება ყოველდღე ყველაფრის და ამდენი დარგის სპეციალისტის ერთდროულად მუშაობა. მე მჭირდებოდნენ ეს სპეციალისტები იმისთვის, რომ არ ჰქონოდა ორგანიზმს რაიმე სახის გართულება. დღეს ჩემი პაციენტი მე დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, მაგრამ მე არ ვიცი რატომ. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ არ ვიცი ტელევიზორით თუ რით, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. მე ყველას ვთხოვე - მის იურისტებს, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა დამაცადონ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე. თუ ამ ადამიანზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა დრო, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტი არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს. ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის. როდესაც რომელიმე ვიზიტორი შედის და მასთან ხანგრძლივად რჩება, მერე, ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება, რამე არის გასაკვირი ამაში?! ანალიზები სწორდება ნელნელა. დღესაც, ორი პარამეტრი ისე გამოსწორდა, რომ გარკვეული პრეპარატი, რომელსაც ვაძლევდით, უკვე ვხსნით. ყველაფერი სწორდება ადეკვატურად“, - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება დღეს მის თანაგუნდელს აკაკი მინაშვილსაც მიეცემა.