მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა თხოვნას და არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე..." - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა თხოვნას და არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე..." - ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­თან­ხმდა ჩვენს თხოვ­ნას, შე­სა­ბა­მი­სად, ის არ შე­წყვეტს მკურ­ნა­ლო­ბას ორ­შა­ბა­თამ­დე რო­გორც მი­ნი­მუმ და ვნა­ხავთ, რა იქ­ნე­ბა ორ­შა­ბათს, შემ­დეგ კი, მას პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბას ვე­რა­ვინ ვერ წა­არ­თმევს, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ გო­რის ჰოს­პიტ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილს აქვს სურ­ვი­ლი, რომ 29 ნო­ემ­ბერს და­ეს­წროს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და წარ­სდგეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

"ბუ­ნებ­რი­ვია, მე ვერ შე­ვა­ფა­სებ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, მაგ­რამ ის არის საკ­მა­ოდ სუს­ტად, თუმ­ცა, ცალ­სა­ხად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არ არის იმ დო­ნის ცუ­დად ყოფ­ნა, იმ დო­ნის სი­სუს­ტე, რომ მას ხელი შე­ე­შა­ლოს და ვერ შეძ­ლოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა და დას­წრე­ბა. პი­რი­ქით, მას აქვს სურ­ვი­ლი, რომ და­ეს­წროს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და წარ­სდგეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და არა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. რაც შე­ე­ხე­ბა ულ­ტი­მა­ტუმს, ჩვენ დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვთხო­ვეთ, რომ ეს ულ­ტი­მა­ტუ­მი დრო­ე­ბით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით, ორ­შა­ბათს არის პრო­ცე­სი. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიყ­ვა­ნას გეგ­მავს სა­ხელ­მწი­ფო და ჩვენ არ გვინ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს და პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას კი­დევ ერთი არ­გუ­მენ­ტი მივ­ცეთ იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან და­ი­მა­ლონ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­თან­ხმდა ჩვენს თხოვ­ნას, შე­სა­ბა­მი­სად, ის არ შე­წყვეტს მკურ­ნა­ლო­ბას ორ­შა­ბა­თამ­დე რო­გორც მი­ნი­მუმ და ვნა­ხავთ რა იქ­ნე­ბა ორ­შა­ბათს, შემ­დეგ კი მას პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბას ვე­რა­ვინ ვერ წა­არ­თმევს“, - გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ თუ მას­თან დე­პუ­ტა­ტებს არ შე­უშ­ვებ­დნენ, დღე­ი­დან უარს იტყო­და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სზე და მი­ი­ღებ­და მხო­ლოდ იმ მე­დი­კა­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბამ­დე ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dato
1

ანუ ისევ იკაცა ვითომ და მოიტყუა.

როგორც უვადოთ შიმშილობდა დ:

მაია
0

საინტერესოა ხვალ რომ ყველა პატიმარი აბუნტდეს და წამოაყენონ სხვადასხვა მოთხოვნები ვინ რას შეუსრულებთ? არ იმკურნალებს და არა უშავს, ნახევარ საქართველოს არ აქვს ექიმთან მისვლის საშუალება, მაგრამ არიან ჩუმად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა თხოვნას და არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე..." - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა თხოვნას და არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე..." - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე როგორც მინიმუმ და ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი, მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ 29 ნოემბერს დაესწროს სასამართლო პროცესს და წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე.

"ბუნებრივია, მე ვერ შევაფასებ სამედიცინო კუთხით, მაგრამ ის არის საკმაოდ სუსტად, თუმცა, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის იმ დონის ცუდად ყოფნა, იმ დონის სისუსტე, რომ მას ხელი შეეშალოს და ვერ შეძლოს სასამართლო პროცესზე გამოცხადება და დასწრება. პირიქით, მას აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე და არა სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება ულტიმატუმს, ჩვენ დღეს მიხეილ სააკაშვილს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ორშაბათს არის პროცესი. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო და ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი არგუმენტი მივცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე როგორც მინიმუმ და ვნახავთ რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებდნენ, დღეიდან უარს იტყოდა მკურნალობის კურსზე და მიიღებდა მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც დაკავებამდე ჰქონდა გამოწერილი.