პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს
"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს

ბრი­ტა­ნელ­მა ვარ­სკვლავ­მა, მომ­ღე­რალ­მა ჯესი ჯეიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მუც­ლის მოშ­ლის უმ­ძი­მეს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე წერს.

2014 წელს, მომ­ღე­რალს საშ­ვი­ლოს­ნოს ადე­ნო­მი­ო­ზი და­უდ­გინ­და, რაც ნიშ­ნავ­და, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნას ვერ შეძ­ლებ­და. თუმ­ცა, ჯესი არ შე­ე­გუა ბედს და გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი ეცა­და ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად და შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად.

შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი, და­ი­წყო ჯან­სა­ღად კვე­ბა - "გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვი გა­მე­ჩი­ნა. ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და ცხოვ­რე­ბა­ში. და­ორ­სუ­ლე­ბა სას­წა­უ­ლი იყო ჩემ­თვის, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­მახ­სოვ­რე­ბა და ვიცი, რომ ამის ხე­ლახ­ლა გან­ცდის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში ისევ მექ­ნე­ბა', - წერს მომ­ღე­რა­ლი.

33 წლის ჯესი ჯეიმ გა­სულ ოთხშა­ბათს შე­ი­ტყო, რომ ბავ­შვს გული აღარ უცემ­და: "ჯერ კი­დევ შოკ­ში ვარ. სევ­დამ მო­მიც­ვა, მაგ­რამ ვიცი, რომ ძლი­ე­რი ვარ და კარ­გად ვიქ­ნე­ბი... მე ისიც ვიცი, რომ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ქალი იტან­ჯე­ბა ჩემ­სა­ვით და ჩემ­ზე მე­ტა­დაც. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ეს გრძნო­ბა გვა­კავ­ში­რებს.“

მომ­ღერ­ლის პოსტს და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა: ბევ­რმა გა­ამ­ხნე­ვა ის და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­უ­ზი­ა­რა, "თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი და ვა­ფა­სებ. დღეს დი­ლით სა­წო­ლი­დან ად­გო­მა თქვენ შე­მაძ­ლე­ბი­ნეთ. დიდი მად­ლო­ბა", - მი­მარ­თავს ჯესი გულ­შე­მატ­კივ­რებს.

ჯე­სის წინა წლებ­შიც უსა­უბ­რია ბავ­შვის ყო­ლის სურ­ვილ­ზე და ჩა­სახ­ვის პრობ­ლე­მებ­ზე, მაგ­რამ მომ­ღე­რა­ლი კვლავ ოპ­ტი­მიზ­მით უყუ­რებს ამ სა­კითხს და მო­მავ­ლის იმე­დი აქვს:

"მი­თხრეს, რომ ბავ­შე­ბის ყოლა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამის არ მჯე­რა. სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნის მწამს. არ ჩა­ვიქ­ნევ ხელს", - ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს

"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს

ბრიტანელმა ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯესი ჯეიმ "ინსტაგრამზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მუცლის მოშლის უმძიმეს გამოცდილებაზე წერს.

2014 წელს, მომღერალს საშვილოსნოს ადენომიოზი დაუდგინდა, რაც ნიშნავდა, რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. თუმცა, ჯესი არ შეეგუა ბედს და გადაწყვიტა ყველაფერი ეცადა ოცნების ასასრულებლად და შვილის გასაჩენად.

შეიცვალა ცხოვრების წესი, დაიწყო ჯანსაღად კვება - "გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა. ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში. დაორსულება სასწაული იყო ჩემთვის, ეს გამოცდილება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და ვიცი, რომ ამის ხელახლა განცდის საშუალება მომავალში ისევ მექნება', - წერს მომღერალი.

33 წლის ჯესი ჯეიმ გასულ ოთხშაბათს შეიტყო, რომ ბავშვს გული აღარ უცემდა: "ჯერ კიდევ შოკში ვარ. სევდამ მომიცვა, მაგრამ ვიცი, რომ ძლიერი ვარ და კარგად ვიქნები... მე ისიც ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება ჩემსავით და ჩემზე მეტადაც. ჩვენ ერთმანეთთან ეს გრძნობა გვაკავშირებს.“

მომღერლის პოსტს დადებითი კომენტარები მოჰყვა: ბევრმა გაამხნევა ის და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა, "თქვენი სიყვარული ვიგრძენი და ვაფასებ. დღეს დილით საწოლიდან ადგომა თქვენ შემაძლებინეთ. დიდი მადლობა", - მიმართავს ჯესი გულშემატკივრებს.

ჯესის წინა წლებშიც უსაუბრია ბავშვის ყოლის სურვილზე და ჩასახვის პრობლემებზე, მაგრამ მომღერალი კვლავ ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს და მომავლის იმედი აქვს:

"მითხრეს, რომ ბავშების ყოლა არ შემიძლია, მაგრამ ამის არ მჯერა. სასწაულების მოხდენის მწამს. არ ჩავიქნევ ხელს", - ამბობდა მომღერალი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა