ავტორი:

"ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს" - ლევან დავითაშვილი

"ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს" - ლევან დავითაშვილი

"ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

როგორც დავითაშვილი განმარტავს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე ბიუჯეტი იმისთვის სჭირდება, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს.

"იურიდიულად ეს პროცესი გამართულია. ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს იმის გამო ამტკიცებენ, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტი, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაოს"- აღნიშნავს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ბიუჯეტი, საკრებულოების ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ძველმა შემადგენლობამ გაიტანა კენჭისყრაზე, რაც ოპოზიციის შეფასებით, ამომრჩევლის არჩევანის ფეხქვეშ გათელვაა.