პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსაზღვრავს საწვავზე არსებულ განსხვავებულ ფასს საქართველოს ბაზარზე?
რა განსაზღვრავს საწვავზე არსებულ განსხვავებულ ფასს საქართველოს ბაზარზე?

„სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 30–მდე ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს. მათ შო­რის არი­ან რო­გორც მსხვი­ლი, ისე წვრი­ლი და სა­შუ­ა­ლო ზო­მის კომ­პა­ნი­ე­ბი. ბა­ზარ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში 1300–მდე მოქ­მე­დი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 700 ერ­თე­უ­ლი არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია. რა­ო­დე­ნობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი სად­გუ­რე­ბი ბრენ­დი­რე­ბულს გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა. გა­ყიდ­ვე­ბის 60% ცნო­ბილ, ბრენ­დი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე მო­დის, 40% კი – არაბ­რენ­დი­რე­ბულ­ზე.

რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის“ თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის სექ­ტორ­ში დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა.

„ზო­გა­დად, საწ­ვა­ვის სექ­ტორ­ში ფა­სე­ბით კონ­კუ­რენ­ცია მი­ნი­მა­ლუ­რი ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში სა­ცა­ლო ქსელ­ში სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია 1 ცენ­ტი­ა­ნი სხვა­ო­ბით ახ­დენს საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ფას­თა შო­რის სხვა­ო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოა, თუმ­ცა სწო­რედ ეს არის მწვა­ვე კონ­კუ­რენ­ცი­ის ნი­შა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ­თან ბრენ­დულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ფას­თა სხვა­ო­ბა 2–5 თეთ­რი არის ხოლ­მე,“ – გან­მარ­ტავს ვანო მთავ­რა­ლაშ­ვი­ლი.

წამ­ყვა­ნი ბრენ­დუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­ზარ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს გან­სხვა­ვე­ბულ ფასს სთა­ვა­ზო­ბენ არაბ­რენ­დუ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი. მათი შო­რის ფას­თა სხვა­ო­ბა რიგ შემ­თხვე­ვა­ში 15–30 თეთ­რია. თუმ­ცა რო­გორც სა­ბაზ­რო წე­სე­ბი გან­სა­ზღვრას ფასი ყო­ველ­თვის მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი თუ რა გან­სა­ზღვრავს ფას­თა სხვა­ო­ბას ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თა­ვად „სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის“ თავ­მჯდო­მა­რე ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­სა­ზღვრავს საწ­ვავ­ზე ფა­სის სხვა­ო­ბას?

დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის სამი ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ. პირ­ვე­ლი – ეს არის წამ­ყვა­ნი ბრენ­დუ­ლი ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­საც ხა­რის­ხი­ა­ნი საწ­ვა­ვი, გა­მარ­თუ­ლი ქსე­ლი და მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა აქვთ. ისი­ნი მი­წო­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რისხზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლე­ბი არი­ან და ამ ხა­რის­ხი­სა და სტან­დარ­ტის დაც­ვა­ზე ზრუ­ნა­ვენ. ამ ჯგუ­ფის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ფასი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, თუმ­ცა თი­თო­ე­ულ მათ­განს ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა აქვს. სა­ცა­ლო თუ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვით ბა­რა­თის სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი 10–25 თეთ­რი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით იღებს საწ­ვავს. მსხვილ კომ­პა­ნი­ებს შო­რის დღეს არა მხო­ლოდ აბ­რებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ფა­სით, არა­მედ ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მის ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თაც დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სით სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს საწ­ვავს. მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აა მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნი­თაც, რაც გუ­ლის­ხმობს ქსე­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბას, დიდ და­ფარ­ვას, სრულ­ყო­ფი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბას და სხვა დე­ტა­ლებს, რომ­ლებ­ზეც არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი თით­ქმის არ ზრუ­ნა­ვენ.

მე­ო­რე ჯგუ­ფია არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა მუ­შა­ო­ბენ ქსე­ლი­სა და ბრენ­დის შექ­მნა­ზე. ისი­ნი ამ ეტაპ­ზე ვერც სრულ­ფა­სო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბას და ვერც სრულ და­ფარ­ვას სთა­ვა­ზო­ბენ მომ­ხმა­რე­ბელს, მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­კუ­თარ იმ­პორ­ტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ საწ­ვა­ვი ძი­რი­თა­დად თურ­ქმე­ნე­თი­დან შე­მო­აქვთ. ამ ტი­პის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ფასი 10–15 თეთ­რით ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა ის ხა­რის­ხი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სია.

მე­სა­მე ჯგუ­ფი კი ის ცალ­კე­უ­ლი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც არც გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, არც ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და დი­დად, არც ხა­რის­ხის კონ­ტროლს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას. მათ საკ­მა­ოდ მწი­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვთ. საწ­ვავს ად­გილ­ზე სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­ზე ყი­დუ­ლო­ბენ. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი კონ­ტრა­ბან­დულ საწ­ვავ­საც ყი­დი­ან. მათი სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. მე­ო­რე ჯგუ­ფის კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არც და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ და სწო­რედ ამი­ტომ მათი ფასი ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია.

წამ­ყვა­ნი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ფა­სე­ბის სხვა­ო­ბას კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­ზე­ზე­ბი გან­სა­ზღვრავს?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მიმ­დი­ნა­რე ფასი მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რია და ეს ლო­გი­კუ­რია. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი საწ­ვავს ყი­დუ­ლობს Platts-ის ფა­სით, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მია. ხარ­ჯის და შემ­დეგ უკვე ფა­სის სხვა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცემს ლო­გის­ტი­კურ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ. იმის მი­ხედ­ვით თუ სა­ი­დან, ევ­რო­პი­დან თუ რუ­სე­თი­დან შე­მო­დის საწ­ვა­ვი, გან­სხვავ­დე­ბა ლო­გის­ტი­კუ­რი ხარ­ჯი. კონ­კრე­ტუ­ლი ფას­თა სხვა­ო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცეს მა­რა­გე­ბის შე­ძე­ნის პე­რი­ო­დებ­მაც. თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნია თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახ­დენს ნაშ­თე­ბის გა­ნახ­ლე­ბას და ეს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფა­სით მოხ­დეს.

ფას­ში სხვა­ო­ბას გვაძ­ლევს ის სა­კი­თხიც, კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი მფლო­ბე­ლი არის თუ არა ნავ­თო­ბის რო­მე­ლი­მე გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი 5 წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ი­დან „ვი­სო­ლის“ გარ­და, სხვა ყვე­ლა კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი ან თა­ნამ­ფლო­ბე­ლი სა­კუ­თარ გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნას ამუ­შა­ვებს.

აღ­ნიშ­ნეთ, რომ სხვა­დას­ხვა ტი­პის კომ­პა­ნი­ა­ში საწ­ვა­ვის ფასი ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სია. რო­გორ ხდე­ბა ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი?

ზო­გა­დად, რაც მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს კომ­პა­ნი­ას, მით მე­ტად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბით. ასეა საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზეც. კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ბევ­რი და მათ შო­რის, დიდი წილი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავთ, მუდ­მი­ვად ხა­რი­ხის დაც­ვა­ზე ზრუ­ნა­ვენ. მათ­თვის არ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დღეს წამ­ყვან ბრენ­დულ კომ­პა­ნი­ებს აქვთ სა­კუ­თა­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც საწ­ვა­ვის ხა­რისხს ქარ­ხნი­დან ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე ამოწ­მე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ისე­თი­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი მი­ვი­დეს, რო­გო­რიც ქარ­ხნი­დან მო­დის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას საწ­ვა­ვის და­ბინ­ძუ­რე­ბა და ხა­რის­ხის გა­ფუ­ჭე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ სა­ბერ­ძნე­თი, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ბრენ­დულ კომ­პა­ნი­ებს საწ­ვა­ვი შე­მო­აქვთ, თა­ვის­თა­ვად უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის საწ­ვავს აწარ­მო­ე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ორი აზრი არაა, რომ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ხა­რისხზე მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ და მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლე­ბენ.

მე­ო­რე ჯგუ­ფის კომ­პა­ნი­ე­ბიც ზრუ­ნა­ვენ ხა­რისხზე. ვერ ვი­ტყვით, რომ ის ცუდი ხა­რის­ხი­საა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ვერ უთა­ნაბრდე­ბა ევ­რო­პულ საწ­ვავს.

მე­სა­მე ჯგუ­ფის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ში კი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ხა­რის­ხი უკონ­ტრო­ლოა. ისი­ნი ყი­დი­ან აღუ­რი­ცხავ პრო­დუქტსაც, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან დიდი გა­დამ­ზი­დი მან­ქა­ნე­ბით შე­მო­აქვთ. ამას მა­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ აქვს, თუმ­ცა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად ფიქ­სირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქმე­ნე­თი­დან არატ­რა­დი­ცი­უ­ლი გზით მი­ღე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი შე­მო­დის. რა ტი­პის საწ­ვა­ვია ის და რა­ტომ ღირს უფრო იაფი?

მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 208 ათა­სი ტონა საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი სწო­რედ თურ­ქმე­ნე­თი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს სა­ერ­თო იმ­პორ­ტის 22%–ია. ამ ტი­პის საწ­ვა­ვის (ბენ­ზი­ნი რე­გუ­ლა­რი, A91) პო­პუ­ლა­რო­ბა მისი და­ბა­ლი ფა­სი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. და­ბალ ფასს კი შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხი და შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ლო­გის­ტი­კუ­რი ხარ­ჯი გან­სა­ზღვრავს, რად­გან თურ­ქმე­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი უფრო ად­ვი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ვიდ­რე ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რა განსაზღვრავს საწვავზე არსებულ განსხვავებულ ფასს საქართველოს ბაზარზე?

რა განსაზღვრავს საწვავზე არსებულ განსხვავებულ ფასს საქართველოს ბაზარზე?

„საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, დღეს საქართველოში 30–მდე ნავთობიმპორტიორი კომპანია ოპერირებს. მათ შორის არიან როგორც მსხვილი, ისე წვრილი და საშუალო ზომის კომპანიები. ბაზარზე საერთო ჯამში 1300–მდე მოქმედი ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს. საერთო რაოდენობიდან 700 ერთეული არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურია. რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, არაბრენდირებული სადგურები ბრენდირებულს გაყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გაყიდვების 60% ცნობილ, ბრენდირებულ კომპანიებზე მოდის, 40% კი – არაბრენდირებულზე.

როგორც „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, აღნიშნული მონაცემები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ნავთობკომპანიების სექტორში დიდი კონკურენციაა.

„ზოგადად, საწვავის სექტორში ფასებით კონკურენცია მინიმალური ნიშნულებით გამოიხატება. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში საცალო ქსელში სხვადასხვა კომპანია 1 ცენტიანი სხვაობით ახდენს საწვავის რეალიზაციას. ფასთა შორის სხვაობა უმნიშვნელოა, თუმცა სწორედ ეს არის მწვავე კონკურენციის ნიშანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ბრენდულ კომპანიებს შორის ფასთა სხვაობა 2–5 თეთრი არის ხოლმე,“ – განმარტავს ვანო მთავრალაშვილი.

წამყვანი ბრენდული კომპანიების პარალელურად ბაზარზე მომხმარებელს განსხვავებულ ფასს სთავაზობენ არაბრენდული ავტოგასამართი სადგურები. მათი შორის ფასთა სხვაობა რიგ შემთხვევაში 15–30 თეთრია. თუმცა როგორც საბაზრო წესები განსაზღვრას ფასი ყოველთვის მიღებული პროდუქტის ხარისხისა თუ მომსახურების ადეკვატურია. უფრო კონკრეტულად კი თუ რა განსაზღვრავს ფასთა სხვაობას ნავთობპროდუქტებზე ქართულ ბაზარზე თავად „საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი გვესაუბრება.

რა ძირითადი კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავზე ფასის სხვაობას?

დღეს ქართულ ბაზარზე საწვავის რეალიზატორი კომპანიების სამი ძირითადი ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი – ეს არის წამყვანი ბრენდული ნავთობიმპორტიორები, რომლებსაც ხარისხიანი საწვავი, გამართული ქსელი და მაღალი დონის მომსახურება აქვთ. ისინი მიწოდებული პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებელები არიან და ამ ხარისხისა და სტანდარტის დაცვაზე ზრუნავენ. ამ ჯგუფის ავტოგასამართ სადგურებზე ფასი ყველაზე მაღალია, თუმცა თითოეულ მათგანს ლოიალობის პროგრამა აქვს. საცალო თუ კორპორაციული ლოიალობის პროგრამაში ჩართვით ბარათის საშუალებით მომხმარებელი 10–25 თეთრიანი ფასდაკლებით იღებს საწვავს. მსხვილ კომპანიებს შორის დღეს არა მხოლოდ აბრებზე გამოტანილი ფასით, არამედ ლოიალობის პროგრამის ფასდაკლებებითაც დიდი კონკურენციაა. საბოლოოდ, ბაზარზე არსებული ხუთი წამყვანი კომპანიიდან თითოეული განსხვავებული ფასით სთავაზობს მომხმარებელს საწვავს. მათ შორის კონკურენციაა მომსახურების დონითაც, რაც გულისხმობს ქსელის გამართულობას, დიდ დაფარვას, სრულყოფილი მომსახურებას და სხვა დეტალებს, რომლებზეც არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები თითქმის არ ზრუნავენ.

მეორე ჯგუფია არაბრენდირებული გასამართი სადგურები, რომლებიც ახლა მუშაობენ ქსელისა და ბრენდის შექმნაზე. ისინი ამ ეტაპზე ვერც სრულფასოვან მომსახურებას და ვერც სრულ დაფარვას სთავაზობენ მომხმარებელს, მაგრამ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. აღნიშნული კომპანიები საკუთარ იმპორტს ახორციელებენ, თუმცა წამყვანი ბრენდებისგან განსხვავებით, მათ საწვავი ძირითადად თურქმენეთიდან შემოაქვთ. ამ ტიპის ავტოგასამართ სადგურებზე ფასი 10–15 თეთრით ნაკლებია, თუმცა ის ხარისხისა და მომსახურების შესაბამისია.

მესამე ჯგუფი კი ის ცალკეული ავტოგასამართი სადგურებია, რომლებიც არც განვითარებაზე ზრუნავენ, არც ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაზე და დიდად, არც ხარისხის კონტროლს აქცევენ ყურადღებას. მათ საკმაოდ მწირი ინფრასტრუქტურა აქვთ. საწვავს ადგილზე საბითუმო ბაზარზე ყიდულობენ. რიგ შემთხვევაში კი კონტრაბანდულ საწვავსაც ყიდიან. მათი საოპერაციო ხარჯი ძალიან დაბალია. მეორე ჯგუფის კომპანიებისგან განსხვავებით არც დამატებითი ინვესტიციის განხორციელებაზე ზრუნავენ და სწორედ ამიტომ მათი ფასი ბაზარზე ყველაზე დაბალია.

წამყვანი ავტოგასამართი სადგურების ფასების სხვაობას კონკრეტულად რა მიზეზები განსაზღვრავს?

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე ფასი მეტ-ნაკლებად ერთნაირია და ეს ლოგიკურია. თითოეული მათგანი საწვავს ყიდულობს Platts-ის ფასით, რომელიც საერთაშორისო მონაცემია. ხარჯის და შემდეგ უკვე ფასის სხვაობა შეიძლება მოგვცემს ლოგისტიკურმა მიმართულებამ. იმის მიხედვით თუ საიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან შემოდის საწვავი, განსხვავდება ლოგისტიკური ხარჯი. კონკრეტული ფასთა სხვაობები შეიძლება მოგვცეს მარაგების შეძენის პერიოდებმაც. თითოეული კომპანია თვის განმავლობაში რამდენჯერმე ახდენს ნაშთების განახლებას და ეს შეიძლება სხვადასხვა ფასით მოხდეს.

ფასში სხვაობას გვაძლევს ის საკითხიც, კომპანიის მფლობელი ან ნაწილობრივი მფლობელი არის თუ არა ნავთობის რომელიმე გადამამუშავებელი ქარხანა. ქართულ ბაზარზე არსებული 5 წამყვანი კომპანიიდან „ვისოლის“ გარდა, სხვა ყველა კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელი საკუთარ გადამამუშავებელ ქარხანას ამუშავებს.

აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა ტიპის კომპანიაში საწვავის ფასი ხარისხის შესაბამისია. როგორ ხდება ხარისხის კონტროლი?

ზოგადად, რაც მეტი მომხმარებელი ჰყავს კომპანიას, მით მეტად არის დაინტერესებული მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებით. ასეა საწვავის ბაზარზეც. კომპანიები, რომლებსაც ბევრი და მათ შორის, დიდი წილი კორპორაციული მომხმარებელი ჰყავთ, მუდმივად ხარიხის დაცვაზე ზრუნავენ. მათთვის არსებული მომხმარებლის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს წამყვან ბრენდულ კომპანიებს აქვთ საკუთარი ლაბორატორიები, რომლებიც საწვავის ხარისხს ქარხნიდან ავტოგასამართ სადგურამდე რამდენჯერმე ამოწმებენ. შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლამდე ისეთივე მაღალი ხარისხის საწვავი მივიდეს, როგორიც ქარხნიდან მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრანსპორტირებისას საწვავის დაბინძურება და ხარისხის გაფუჭება ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, საიდანაც ბრენდულ კომპანიებს საწვავი შემოაქვთ, თავისთავად უმაღლესი სტანდარტის საწვავს აწარმოებენ. შესაბამისად, ორი აზრი არაა, რომ ბრენდირებული კომპანიები ხარისხზე მუდმივად ზრუნავენ და მუდმივად აკონტროლებენ.

მეორე ჯგუფის კომპანიებიც ზრუნავენ ხარისხზე. ვერ ვიტყვით, რომ ის ცუდი ხარისხისაა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ უთანაბრდება ევროპულ საწვავს.

მესამე ჯგუფის ავტოგასამართ სადგურებში კი შეიძლება ითქვას ხარისხი უკონტროლოა. ისინი ყიდიან აღურიცხავ პროდუქტსაც, რომელიც აზერბაიჯანიდან დიდი გადამზიდი მანქანებით შემოაქვთ. ამას მასიური ხასიათი არ აქვს, თუმცა მსგავსი ფაქტები ნამდვილად ფიქსირდება.

საქართველოში თურქმენეთიდან არატრადიციული გზით მიღებული ბენზინი შემოდის. რა ტიპის საწვავია ის და რატომ ღირს უფრო იაფი?

მიმდინარე წელს საქართველოში 208 ათასი ტონა საწვავის იმპორტი სწორედ თურქმენეთიდან განხორციელდა. ეს საერთო იმპორტის 22%–ია. ამ ტიპის საწვავის (ბენზინი რეგულარი, A91) პოპულარობა მისი დაბალი ფასითაა განპირობებული. დაბალ ფასს კი შესაბამისი ხარისხი და შედარებით დაბალი ლოგისტიკური ხარჯი განსაზღვრავს, რადგან თურქმენეთიდან იმპორტი უფრო ადვილად ხორციელდება, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან.