მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზღვრები გაუხსენით ყველას, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინითაა აცრილი" - ევროკომისიის რეკომენდაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
"საზღვრები გაუხსენით ყველას, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინითაა აცრილი" - ევროკომისიის რეკომენდაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს, 10 იან­ვრი­დან სა­ზღვრე­ბი გა­უხ­სნან ყვე­ლას, ვინც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი­თაა აც­რი­ლი.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბა უნდა შეძ­ლონ მათ, ვინც გამ­გზავ­რე­ბამ­დე 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვიდ 19-სგან გა­მო­ჯან­მრთელ­და და აქვს ევ­რო­კავ­ში­რის ციფ­რუ­ლი კო­ვიდ სერ­თი­ფი­კა­ტი ან სერ­თი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა მის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა აჩ­ვე­ნონ "პი­სი­არ“ ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თუკი ისი­ნი კო­ვიდ 19-სგან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ან აც­რი­ლე­ბი არი­ან ჯან­მო-ს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნით, რო­მელ­საც ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტოს ავ­ტო­რი­ზა­ცია არ აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ მოგ­ზა­ურს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 9 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის წინ უნდა ჰქონ­დეს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ან "ბუს­ტერ“ დოზა უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სიც 10 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"ევ­რო­კო­მი­სია ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, რომ 2022 წლის 1-ელი მარ­ტი­დან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ამოქ­მედ­დეს, რო­მე­ლიც სრუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პი­რა­დად მოგ­ზა­უ­რის და არა იმ ქვე­ყა­ნის სტა­ტუს­ზე, სა­ი­და­ნაც არის ის,”- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ევ­რო­კო­მი­სია ასე­ვე გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2022 წლის 1-ელი მარ­ტი­დან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა და­უშ­ვან მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ან მოგ­ზა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზის გამო მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ უნდა შე­წყდეს საკ­მა­რი­სად კარგ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბის სიის წარ­მო­ე­ბა, სა­ი­და­ნაც ევ­რო­კავ­შირ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"სიის ხში­რი გა­ნახ­ლე­ბე­ბი მოგ­ზა­უ­რებს მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვას ურ­თუ­ლებს,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ 6-დან 17 წლამ­დე ბავ­შვებს უნდა შე­ეძ­ლოთ ევ­რო­კავ­შირ­ში გამ­გზავ­რე­ბა გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "პი­სი­არ“ ტეს­ტის პა­სუ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე, თუნ­დაც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არ იყ­ვნენ. 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის კი ტეს­ტის აღე­ბა და ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჭი­რო არ არის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

აცრილი და აუცრელი რა განსხვავებაა გავრცელებასთან დაკავშირებით? სად არის ლოგიკა? თვითონვე ამბობთ აცრით თავს იცავ გადადებას და გავრცელებას ვერ აჩერებო და მაშ რა ლოგიკით ყოფთ ხალხს???

ანი
1

ეს მაშინ როცა აფრიკიდან ახალი შტამის სახელად"ნუ" გავრცელება დაიწყო და არ იციან ვაქცინა იმოქმედებს თუ არა ,_ფხაკაძე, ეგ არ განაცხადე დღეს დილას ახალი შტამიო? და ეხლა ამათ ჩვენი ჯანმრთელობა აინტერესებთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საზღვრები გაუხსენით ყველას, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინითაა აცრილი" - ევროკომისიის რეკომენდაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

"საზღვრები გაუხსენით ყველას, ვინც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინითაა აცრილი" - ევროკომისიის რეკომენდაციები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, 10 იანვრიდან საზღვრები გაუხსნან ყველას, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი.

ამასთან, აღნიშნული პერიოდიდან, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება უნდა შეძლონ მათ, ვინც გამგზავრებამდე 180 დღის განმავლობაში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელდა და აქვს ევროკავშირის ციფრული კოვიდ სერთიფიკატი ან სერთიფიკატი, რომელიც ითვლება მის ექვივალენტურად.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა უნდა აჩვენონ "პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი გამგზავრებამდე, თუკი ისინი კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულები არიან, ან აცრილები არიან ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, რომელსაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული.

გარდა ამისა, ყველა ვაქცინირებულ მოგზაურს ვაქცინაციის პირველი ეტაპი 9 თვეზე ნაკლები ხნის წინ უნდა ჰქონდეს დასრულებული, ან "ბუსტერ“ დოზა უნდა ჰქონდეს მიღებული. აღნიშნული წესიც 10 იანვრიდან ამოქმედდება.

"ევროკომისია ინიციატივით გამოდის, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან გამარტივებული მიდგომა ამოქმედდეს, რომელიც სრულად დამოკიდებული იქნება პირადად მოგზაურის და არა იმ ქვეყანის სტატუსზე, საიდანაც არის ის,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუშვან მხოლოდ ვაქცინირებულები, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები ან მოგზაურები, რომლებიც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მოგზაურობენ.

გარდა ამისა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნდა შეწყდეს საკმარისად კარგ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნების სიის წარმოება, საიდანაც ევროკავშირში მოგზაურობაა შესაძლებელი.

"სიის ხშირი განახლებები მოგზაურებს მოგზაურობის დაგეგმვას ურთულებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ 6-დან 17 წლამდე ბავშვებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირში გამგზავრება გამგზავრებამდე ჩატარებული "პისიარ“ ტესტის პასუხის საფუძველზე, თუნდაც ვაქცინირებული არ იყვნენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი ტესტის აღება და ვაქცინაცია საჭირო არ არის.