ავტორი:

"მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში" - ნიკა გვარამია

"მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში" - ნიკა გვარამია

"დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს" - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განცხადა.

მისი თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო "მთავარი არხის“ ეთერში გაშვებული ორი კლიპის გამო, რომელიც გვარამიას განმარტებით, წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამებად იქნა მიჩნეული.

"გვინდა განცხადება გავაკეთოთ ჩვენი მედიის, პრაქტიკულად, დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე: დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის 112 ათასი ლარი. დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორი კლიპის გამოა: ერთი იყო "სირცხვილიას“ კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იყო, როგორც სოციალური რეკლამა. მეორე კლიპი იყო "კლავს,“ - აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ, კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად.

ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება. მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ, ივანიშვილის პირად ცენზორებს, თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.