ავტორი:

ოპოზიციური პარტიების, "დროას", "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ასევე, მოძრაობა "სირცხვილია" პროკურატურასთან აქციას მართავენ

ოპოზიციური პარტიების, "დროას", "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ასევე, მოძრაობა "სირცხვილია" პროკურატურასთან აქციას მართავენ

ოპოზიციური პარტიების, "დროას", "ლელოს", "გირჩი-მეტი თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და ასევე, მოძრაობა "სირცხვილია" პროკურატურასთან აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ და გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

ასევე, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

აქტივისტები ადგილზე შემდეგი შინაარსის პლაკატებით არიან მოსული:"დაისაჯონ რეჟიმის ჯალათები"; "ხელისუფლება ძალადობს თავისუფალ ადამიანებზე"; "ქართული ოცნება" გვართმევს სახელმწიფოს და ძალადობს მოქალაქეებზე, ჩვენ არ გავი-სუს-ებით". მათ ასევე პროკურატურის წინ ხმის გამაძლიერებლები ჩართეს და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.