მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა
ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა

ამ ორი­ო­დე დღის წი­ნათ მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი შვე­დე­თის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, მაგ­რამ მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე მან ძა­ლი­ან მცი­რე ხანს დაჰ­ყო: რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი და­ნიშ­ვნი­დან, რომ მაგ­და­ლე­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი, რო­გორც შვე­დე­თის რა­დიო აცხა­დებს, არის ის, რომ შვე­დე­თის "მწვა­ნე­თა“ პარ­ტია გა­ვი­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­თან (ანუ მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნის პარ­ტი­ას­თან) ერ­თად შექ­მნი­ლი სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ი­დან. თა­ვის მხრივ, "მწვა­ნე­თა“ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის ფაქ­ტი, რომ შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტმა (რიკს­დაგ­მა) უარი გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე და უპი­რა­ტე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ის მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს მი­ა­ნი­ჭა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცი­ის კი­დევ ერთი წევ­რი პარ­ტი­ის - "შვე­დი დე­მოკ­რა­ტე­ბის“ მიერ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შვე­დე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა. სხვა­თა შო­რის, თვი­თონ მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სონ­საც დიდი შან­სი აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუნ­დეს - "მწვა­ნე­ებ­მა“ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვი­სა და კენ­ჭისყ­რი­სას ქალ­ბა­ტონს მხარს და­უ­ჭე­რენ. იგი­ვეს აცხა­დე­ბენ მე­მარ­ცხე­ნე­თა პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტე­ბიც.

თუ სი­ტუ­ა­ცია ამ სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა, მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სონს შე­უძ­ლია ისევ და­ი­კა­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძე­ლი და უხელ­მძღვა­ნე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მთავ­რო­ბას.

  • პირ­ვე­ლი ქალი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შვე­დეთ­ში

მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნის და­ნიშ­ვნამ­დე შვე­დე­თი ერ­თა­დერ­თი სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვე­ყა­ნა იყო, სა­დაც ის­ტო­რი­უ­ლად არას­დროს ყო­ფი­ლა ქალი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

54 წლის მაგ­და­ლე­ნა შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტმა პრე­მი­ე­რად სტე­ფან ლე­ვე­ნის შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცა. შვე­დუ­რი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვა-დამ­ტკი­ცე­ბის­თვის პარ­ლა­მენ­ტის წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბის თან­ხმო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­რა 174-მა დე­პუ­ტატ­მა, 11 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თავი შე­ი­კა­ვა 57-მა. ამ­რი­გად, იგი ხმე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით აირ­ჩი­ეს, თუმ­ცა მის დამ­ტკი­ცე­ბას რიკს­და­გის წევ­რე­ბი ოვა­ცი­ით შეხ­ვდნენ.

მაგ­რამ და­ნიშ­ვნი­დან პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი დიდი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დად­გა: მე­მარ­ჯვე­ნე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა იგი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს მხარს არ და­უ­ჭერ­დნენ. მან და­ი­ნა­ხა, რომ სი­ტუ­ა­ცია ჩიხ­ში შე­დი­ო­და და ამი­ტო­მაც პოს­ტი და­ტო­ვა.

  • ვინ არის მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი?

მაგ­და­ლე­ნა პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია - ჯერ უფ­სა­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ და­ამ­თავ­რა სტოკ­ჰოლ­მის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლა და 1992 წელს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.1995 წელს სწავ­ლა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა და წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. მაგ­და­ლე­ნა სპორ­ტსმე­ნიც გახ­ლდათ - იგი ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნია ცურ­ვა­ში უფ­სა­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დი­დან. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა მაგ­და­ლე­ნამ 1996 წლი­დან და­ი­წყო, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი მრჩევ­ლის სტა­ტუ­სით მუ­შა­ო­ბას ქვეყ­ნის იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იო­რან პერ­სო­ნის ოფის­ში შე­უდ­გა. 2014 წელს მაგ­და­ლე­ნა ან­დერ­სო­ნი შვე­დე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი გახ­და - მის და­ნიშ­ვნამ­დე ამ პოსტზეც ქალს არ უმუ­შა­ვია.

რო­გორც ბი-ბი-სი-ს სტოკ­ჰოლ­მე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტის მადი სე­ვე­ჯი ამ­ბობს, შვე­დე­თი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი "ფე­მი­ნის­ტუ­რი მთავ­რო­ბე­ბით“ და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პო­ლი­ტი­კით, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი თა­ნაბ­რად არი­ან წარ­მოდ­გნე­ლი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ერ­თნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვთ - მა­გა­ლი­თად, ბავ­შვის მოვ­ლის­თვის დად­გე­ნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბით მა­მა­კა­ცე­ბიც სარ­გებ­ლო­ბენ.

თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ ამ ყვე­ლა­ფერს, პა­რა­დოქ­სუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ შვე­დეთს ქალი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აქამ­დე არა­სო­დეს ჰყო­ლია, თა­ნაც იმ ფონ­ზე, როცა სკან­დი­ნა­ვი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში ქა­ლე­ბი მთავ­რო­ბას ხში­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და ახ­ლაც არი­ან აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში. მა­გა­ლი­თად, ნორ­ვე­გი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯერ კი­დევ 20 წლის წი­ნათ, 1981 წელს და­ი­ნიშ­ნა.

  • რა­ტომ ჩა­მორ­ჩა მე­ზობ­ლებს შვე­დე­თი?

ძნე­ლია იმის თქმა, თუ რა­ტომ ჩა­მორ­ჩა შვე­დე­თი თა­ვის მე­ზობ­ლებს, მით უმე­ტეს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბი დიდი ხა­ნია აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბენ ყვე­ლა სფე­რო­ში, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კა­შიც. რიკს­და­გის წევრთა ნა­ხე­ვარს ქა­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ, ხოლო ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი რვა პარ­ტი­ი­დან - ექ­ვსის ლი­დე­რე­ბი ქა­ლე­ბი არი­ან.

ერთ-ერთ ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მთავ­რო­ბა­ში, მმარ­თველ პარ­ტი­ებს კი ძა­ლი­ან ხში­რად ლი­დე­რე­ბის შეც­ვლის ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვთ.

რა თქმა უნდა, ადრე შვე­დეთ­შიც იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე ქა­ლის და­ნიშ­ვნის მცდე­ლო­ბე­ბი: მა­გა­ლი­თად, 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ანა ლინ­დი რე­ა­ლურ კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნე­ო­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რატ იო­რან პერ­სო­ნის შემ­დეგ, მაგ­რამ იგი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად.

კი­დევ ერთი პო­ტენ­ცი­უ­რი პრე­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მონა სა­ლინი, რო­მე­ლიც სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას 2007 წლი­დან 2011 წლამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა იგი ხალ­ხში მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­პუ­ლა­რო­ბით არ სარ­გებ­ლობ­და და ამი­ტომ 2010 წელს არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

გადამრევთ კაცო, უმცირესობაში მყოფმა პარტიამ კანონპროექტი დაწერა , თან ბიუჯეტის და პარლამენტმა მიიღო ? მაიცა , და არც შიმშილობენ , არც ბოიკოტი, თან იმდენი იციან, წერენ კაცო , ქუჩა ქუჩა არ დაეხეტებიან და ლიდერი ციხეში არ უზით ? მეფეცა ყავთ ? არა , ვერ დავიჯერებ, თან სოციალიზმიც აქვთ ? ჰოო, ნაცმო არა ყოლიათ მაგათ , არც მოქკავშირი , თორო ვნახავდი მაგათ იბრაგიმოვიჩს ქოცების ზაპასნოიზე !

ss
6

აუ აქამდე როდისს როდისს მივალთ ჩაუყვანეთ ვინემ ნაცი ერთი ტელეევიზიაც და გამარჯვებული ქალია პრემიერის პოსტის დათმობა იქნება ეგრევე ჩააბარებენ უსასრული დროით პოსტს :) :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა

ვინ არის მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით: არჩევა და გადადგომა

ამ ორიოდე დღის წინათ მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ძალიან მცირე ხანს დაჰყო: რამდენიმე საათიც არ იყო გასული დანიშვნიდან, რომ მაგდალენა თანამდებობიდან გადადგა.

გადადგომის მიზეზი, როგორც შვედეთის რადიო აცხადებს, არის ის, რომ შვედეთის "მწვანეთა“ პარტია გავიდა სოციალ-დემოკრატებთან (ანუ მაგდალენა ანდერსონის პარტიასთან) ერთად შექმნილი სამთავრობო კოალიციიდან. თავის მხრივ, "მწვანეთა“ უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ შვედეთის პარლამენტმა (რიკსდაგმა) უარი განაცხადა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის დამტკიცებაზე და უპირატესობა ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტს მიანიჭა, რომელიც კოალიციის კიდევ ერთი წევრი პარტიის - "შვედი დემოკრატების“ მიერ იყო მომზადებული.

რასაკვირველია, შვედეთი პრემიერ-მინისტრის გარეშე არ დარჩება. სხვათა შორის, თვითონ მაგდალენა ანდერსონსაც დიდი შანსი აქვს თანამდებობაზე დაბრუნდეს - "მწვანეებმა“ განაცხადეს, რომ მისი კანდიდატურის ხელახალი განხილვისა და კენჭისყრისას ქალბატონს მხარს დაუჭერენ. იგივეს აცხადებენ მემარცხენეთა პარტიის დეპუტატებიც.

თუ სიტუაცია ამ სცენარით განვითარდება, მაგდალენა ანდერსონს შეუძლია ისევ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი და უხელმძღვანელოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას.

  • პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი შვედეთში

მაგდალენა ანდერსონის დანიშვნამდე შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური ქვეყანა იყო, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ქალი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი.

54 წლის მაგდალენა შვედეთის პარლამენტმა პრემიერად სტეფან ლევენის შემდეგ დაამტკიცა. შვედური კანონების მიხედვით, პრემიერ-მინისტრად არჩევა-დამტკიცებისთვის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის თანხმობაა აუცილებელი. მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 174-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 57-მა. ამრიგად, იგი ხმების მინიმალური რაოდენობით აირჩიეს, თუმცა მის დამტკიცებას რიკსდაგის წევრები ოვაციით შეხვდნენ.

მაგრამ დანიშვნიდან პირველივე საათებში მაგდალენა ანდერსონი დიდი სირთულის წინაშე დადგა: მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა იგი გააფრთხილეს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ. მან დაინახა, რომ სიტუაცია ჩიხში შედიოდა და ამიტომაც პოსტი დატოვა.

  • ვინ არის მაგდალენა ანდერსონი?

მაგდალენა პროფესიით ეკონომისტია - ჯერ უფსალის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ დაამთავრა სტოკჰოლმის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა და 1992 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.1995 წელს სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა და წარმატებით დაასრულა. მაგდალენა სპორტსმენიც გახლდათ - იგი ყოფილი ჩემპიონია ცურვაში უფსალის უნივერსიტეტის გუნდიდან. თავისი პოლიტიკური კარიერა მაგდალენამ 1996 წლიდან დაიწყო, როცა პოლიტიკური მრჩევლის სტატუსით მუშაობას ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის იორან პერსონის ოფისში შეუდგა. 2014 წელს მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ფინანსთა მინისტრი გახდა - მის დანიშვნამდე ამ პოსტზეც ქალს არ უმუშავია.

როგორც ბი-ბი-სი-ს სტოკჰოლმელი კორესპონდენტის მადი სევეჯი ამბობს, შვედეთი ცნობილია თავისი "ფემინისტური მთავრობებით“ და გენდერული თანასწორობის პოლიტიკით, სადაც მამაკაცები და ქალები თანაბრად არიან წარმოდგნელინი საზოგადოებაში, ერთნაირი უფლებები და მოვალეობები აქვთ - მაგალითად, ბავშვის მოვლისთვის დადგენილი შვებულებით მამაკაცებიც სარგებლობენ.

თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ყველაფერს, პარადოქსული შეიძლება ვუწოდოთ იმ სიტუაციას, რომ შვედეთს ქალი - პრემიერ-მინისტრი აქამდე არასოდეს ჰყოლია, თანაც იმ ფონზე, როცა სკანდინავიის სხვა ქვეყნებში ქალები მთავრობას ხშირად ხელმძღვანელობდნენ და ახლაც არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში. მაგალითად, ნორვეგიაში პირველი ქალი - პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 20 წლის წინათ, 1981 წელს დაინიშნა.

  • რატომ ჩამორჩა მეზობლებს შვედეთი?

ძნელია იმის თქმა, თუ რატომ ჩამორჩა შვედეთი თავის მეზობლებს, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანაში ქალები დიდი ხანია აქტიურად მოღვაწეობენ ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც. რიკსდაგის წევრთა ნახევარს ქალები შეადგენენ, ხოლო ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი რვა პარტიიდან - ექვსის ლიდერები ქალები არიან.

ერთ-ერთ ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ სოციალ-დემოკრატები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მთავრობაში, მმართველ პარტიებს კი ძალიან ხშირად ლიდერების შეცვლის ნაკლები შანსი აქვთ.

რა თქმა უნდა, ადრე შვედეთშიც იყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქალის დანიშვნის მცდელობები: მაგალითად, 2000-იანების დასაწყისში ანა ლინდი რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა სოციალ-დემოკრატ იორან პერსონის შემდეგ, მაგრამ იგი ტრაგიკულად დაიღუპა დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად.

კიდევ ერთი პოტენციური პრემიერი შეიძლებოდა გამხდარიყო მონა სალინი, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 2007 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა, თუმცა იგი ხალხში მაინცდამაინც პოპულარობით არ სარგებლობდა და ამიტომ 2010 წელს არჩევნები წააგო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ