"ნეტფლიქსზე" გამოსულ კომიკურ ეპიზოდ - "Jonas Brothers Family Roast"- ში, ნიკ ჯონასის მეუღლემ, პრიანკა ჩოპრამ იხუმრა, რომ ნიკის ცოლობაზე მხოლოდ მაშინ იტყოდა უარს, თუ კრის ჰემსვორთი უცაბედად მარტოხელა აღმოჩნდებოდა.
პრიანკამ ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი ქმარი საკუთარ თავზეა შეყვარებული.
"ჩვენ ორივე სრულიად შეპყრობილი ვართ ნიკ ჯონასზე ფიქრით. ჩვენ ორივეს გვიყვარს ის. ნიკი ჩვენი რჩეულია", - ამბობს პრიანკა.
მან მეუღლეზე ხუმრობა განაგრძო და დაამატა: "სხვა ადამიანზე დაქორწინებას არც კი ვისურვებდი. დამიჯერეთ. კრის ჰემსვორთი უცაბედად მარტოხელა თუ აღმოჩნდება, მხოლოდ ეს თუ შემაცვლევინებს აზრს.“ - რაზეც ნიკ ჯონასს სიცილი წასკდა.
პრიანკა ჩოპრა და ჯონასების უმცროსი ძმა 2018 წელს, მსახიობის სამშობლოში - ინდოეთში დაქორწინდნენ და ორი ექსტრავაგანტული ცერემონია გადაიხადეს.
პრიანკა ხშირად ხუმრობს მეუღლესთან 10-წლიან ასაკობრივ სხვაობაზე და ამბობს, რომ 90-იანების პოპ კულტურას მომღერალი სწორედ მან აზიარა. "ჩვენ ერთმანეთისგან უამრავ რამეს ვსწავლობთ, მაგალითად, მან მიჩვენა როგორ გამოვიყენო "ტიკტოკი“, მე კი ის ვუჩვენე, როგორია გქონდეს წარმატებული სამსახიობო კარიერა", - ამბობს ინდოელი ვარსკვლავი.
მოამზადა ანა სიბოშვილმა