ავტორი:

„გორგიაში“ შავი პარასკევის ფასდაკლებები 25 ნოემბერს დაიწყება

„გორგიაში“ შავი პარასკევის ფასდაკლებები 25 ნოემბერს დაიწყება

„გორგიაში“ შავი პარასკევის ფასდაკლებები ტრადიციულზე ადრე, ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. ფასდაკლების დღეები კვირის, 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სხვადასხვა პროდუქციის შეძენას მომხმარებელი 70%-მდე ფასდაკლებით შეძლებს.

როგორც „გორგიაში“ განმარტავენ, მრავალფეროვანი პროდუქციის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენას მომხმარებლები 4 დღის განმავლობაში ქსელის ყველა ფილიალში შეძლებენ.

„შავი პარასკევი გორგიაში იწყება ხუთშაბათს. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ერთი დღით მეტი დრო ჰქონდეთ სასურველი პროდუქციის შესაძენად. ფასდაკლებები დაგეგმილია პროდუქციის თითქმის სრულ ასორტიმენტზე და, ამასთან, იქნება უამრავი საჩუქარი, სიურპრიზი და აქტივობა. მხიარულ აქტივობებს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები წაიყვანენ. სასიამოვნო სიახლეც გვაქვს - რამდენიმე კვირაა, მივიღეთ საახალწლო პროდუქცია, რომელსაც 70%-მდე შევუმცირებთ ფასებს და ახალი წლის განწყობას ნაადრევად შევქმნით. ასე რომ, გელოდებით ყველას 25 ნოემბრიდან,“ - აცხადებენ „გორგიას“ წარმომადგენლები.

DIY ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებლებს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.