მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 "მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე უვადო კოვიდპასპორტებზე
"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 "მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე უვადო კოვიდპასპორტებზე

"სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში არ­სად არ არის, ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ "მწვა­ნე პას­პორ­ტით“ - ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ალ­ბათ, ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კი­დან და ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი­დან", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმოქ­მე­დებს უვა­დო პას­პორ­ტი, თუმ­ცა ევ­რო­პა­ში და მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­ში იმოქ­მე­დებს პას­პორ­ტი, რომ­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა არის 6 თვე.

"ჩვენ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი და არა მგო­ნია ვინ­მეს ეს უკ­ვირ­დეს, ჩვენ ყვე­ლას გაგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მე პი­რა­დად ვთვლი, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ე­გუ­ოს იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და თუ ეს სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია გაყ­ვეს გარ­კვე­ულ წე­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს რა­ტომ­ღაც დღემ­დე რთუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ და­ძა­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პან­დე­მი­უ­რი ფო­ნის პი­რო­ბებ­ში, ალ­ბათ, არ არის ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მეტი მოქ­ნი­ლო­ბა ექ­ნე­ბათ - სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმოქ­მე­დებს უვა­დო პას­პორ­ტი, თუმ­ცა ევ­რო­პა­ში და მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­ში ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ბაზა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით და­უ­ერ­თდა და ამ პას­პორ­ტე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა არის 6 თვე.

ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ამ პრო­ცესს, ასე­ვე და­ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმებს და და­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი­დევ მი­ვი­ღებთ საბ­ჭო­ზე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა სა­ჭი­რო­ე­ბაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­დე­ლი თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს ათ­ვლის მო­მენ­ტად, რომ მათ აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი, ან რა რა­ო­დე­ნო­ბის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ჩვენ იმ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბად, რო­დე­საც მათ არა­ნა­ი­რი რის­კი არ ექ­ნე­ბათ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვე­ლო­დოთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და თუ იქ­ნე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ასე­ვე ნიშ­ნუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­სა­ზღვროს ამ პას­პორ­ტის მი­ნი­ჭე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად, ჩვენ მი­ვი­ღებთ ამას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sulxan
1

neta ar gameketebis rac gavikete

ნატა
6

სამარცხვინო რომა რომა მინისტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 "მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე უვადო კოვიდპასპორტებზე

"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ასევე განსაკუთრებულები ვართ 2 "მწვანე პასპორტით“ - ეკატერინე ტიკარაძე უვადო კოვიდპასპორტებზე

"საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულები ვართ "მწვანე პასპორტით“ - ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში იმოქმედებს პასპორტი, რომლის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

"ჩვენ ვართ ქართველები და არა მგონია ვინმეს ეს უკვირდეს, ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ - საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმებს და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე. გადაწყვეტილება შეიცვლება იმის მიხედვით, რა საჭიროებაც გამოიკვეთება. კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით, მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი, ან რა რაოდენობის ანტისხეულების რაოდენობა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ ინფორმაციას და თუ იქნება რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ მივიღებთ ამასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.