მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან და რომელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება და რა დაგიჯდებათ მოწმობის აღება?
როდიდან და რომელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება და რა დაგიჯდებათ მოწმობის აღება?

პი­რებს, რომ­ლებ­საც მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა 2022 წლის 25 აპ­რი­ლი­დან რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­უ­წევთ, კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბი­სა და მარ­შრუ­ტის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არ ეცო­დი­ნე­ბათ.

მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის ახა­ლი რე­ფორ­მის თა­ო­ბა­ზე, რაც გა­მოც­დის რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ბა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იმედა მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­სა­მე მოს­მე­ნით უკვე მი­ღე­ბუ­ლია, ახ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით კი, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში B და BE კა­ტე­გო­რი­ე­ბის­თვის 2022 წლის 25 აპ­რი­ლი­დან იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

"გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი. ეს იქ­ნე­ბა ბა­თუ­მი, ფოთი, ოზურ­გე­თი, ქუ­თა­ი­სი, სა­ჩხე­რე, გორი თე­ლა­ვი, ახალ­ცი­ხე და რუს­თა­ვი.

რაც შე­ხე­ბა იმ ქუ­ჩებს, სა­დაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა პი­რებს რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­უ­წევთ, მარ­შრუ­ტი და ქუ­ჩე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, თუ სად უნდა ჩა­ბარ­დეს გა­მოც­და, სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა. იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მარ­შრუ­ტი, თუმ­ცა არც გა­მომ­ცდელს და არც კან­დი­დატს არ ეცო­დი­ნე­ბა, რო­მელ მარ­შრუტ­ზე მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. პროგ­რა­მა RENDOM-ი აირ­ჩევს სად, ვინ, რო­მელ მარ­შრუტ­ზე გა­ივ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, სა­დაც გა­მოც­და 25 აპ­რი­ლი­დან ვერ ჩა­ტარ­დე­ბა, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, სა­დაც წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, იქ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მოც­დის და­გეგ­მვა რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვერ ხერ­ხდე­ბა.

ამას­თან, რო­გორც მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რი მარ­შრუ­ტე­ბი იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი.

"გა­მოც­და ორ ეტა­პი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ისევ დარ­ჩე­ბა და­ხუ­რუ­ლი მო­ე­და­ნი ანუ სა­დაც ახლა აბა­რე­ბენ გა­მოც­დას და რა ელე­მენ­ტებ­საც ახლა ას­რუ­ლე­ბენ გა­მოც­დის ჩამ­ბა­რე­ბე­ლი პი­რე­ბი, იგი­ვე ელე­მენ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე ისევ მო­უ­წევთ. ის, ვინც ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე, უკვე გა­და­ვა ქა­ლაქ­ში, რე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში. იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის კომ­პო­ნენ­ტი, რაც გვხვდე­ბა ქა­ლაქ­ში, ეს არის შუქ­ნი­შა­ნი, რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და არა­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი გზაჯ­ვა­რე­დი­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად 80 კმ. სა­ათ­ზე მეტი სიჩ­ქა­რი­ან მა­გის­ტრალ­ზე გას­ვლა და ა.შ. ცხა­დია, ყვე­ლა ქა­ლა­ქი ვერ იძ­ლე­ვა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ერ­თნა­ი­რად ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნას,ზო­გან გზა არ არის ან აღ­მარ­თი და ა.შ. მაგ­რამ მეტ­ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ი­რი მარ­შრუ­ტე­ბი იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი“, - აცხა­დებს იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­მოც­დის სა­ფა­სურს, მა­კა­სა­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი იგი­ვე დარ­ჩე­ბა.

"და­ხუ­რუ­ლი მო­ედ­ნის­თვის და თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის­თვის სა­ფა­სუ­რი არ იც­ვლე­ბა. კან­დი­და­ტი თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ შეძ­ლებს ხუთ უფა­სო გას­ვლას და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე და ამ კუ­თხით შე­ზღუდ­ვა არ ექ­ნე­ბა იმ სა­ფა­სურ­ში, რა­საც დღეს იხ­დის. ხოლო, ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში, სა­ფა­სუ­რი იც­ვლე­ბა და რო­გორც კა­ნონ­ში არის მი­თი­თე­ბუ­ლი, B და BE კა­ტე­გო­რი­ის­თვის სა­ფა­სუ­რი შე­ად­გენს 90 ლარს ერთჯე­რა­დად გას­ვლა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zz
0

ამ მოძრაობაში მანქანის დამტვრევის შემთხვევაში რა ხდება?

:))
2

პიკის საათში, "ვარაზისხევი -ვაკე" ვინც ჩააბარებს გამოცდას, მანქანიდან გადასვლისას უკვე უნდა ჰქონდეს მანქანის მართვის უფლება

:)))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როდიდან და რომელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება და რა დაგიჯდებათ მოწმობის აღება?

როდიდან და რომელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარება და რა დაგიჯდებათ მოწმობის აღება?

პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, კონკრეტული ქუჩებისა და მარშრუტის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებათ.

მართვის მოწმობის გამოცდის ახალი რეფორმის თაობაზე, რაც გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, "ინტერპრესნიუსს“ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი ესაუბრა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია, ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.

"გამოცდები ჩატარდება ყველა იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი, ქუთაისი, საჩხერე, გორი თელავი, ახალციხე და რუსთავი.

რაც შეხება იმ ქუჩებს, სადაც გამოცდის ჩაბარება პირებს რეალურ მოძრაობაში მოუწევთ, მარშრუტი და ქუჩების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ჩაბარდეს გამოცდა, სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდება. იქნება რამდენიმე მარშრუტი, თუმცა არც გამომცდელს და არც კანდიდატს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება. პროგრამა RENDOM-ი აირჩევს სად, ვინ, რომელ მარშრუტზე გაივლის“, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი გამონაკლისი, სადაც გამოცდა 25 აპრილიდან ვერ ჩატარდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, სადაც წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შესაბამისად, იქ ჯერჯერობით გამოცდის დაგეგმვა რეალურ პირობებში ვერ ხერხდება.

ამასთან, როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, გამოცდის ჩაბარებისთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული.

"გამოცდა ორ ეტაპიანი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე ისევ დარჩება დახურული მოედანი ანუ სადაც ახლა აბარებენ გამოცდას და რა ელემენტებსაც ახლა ასრულებენ გამოცდის ჩამბარებელი პირები, იგივე ელემენტების შესრულება დახურულ მოედანზე ისევ მოუწევთ. ის, ვინც ჩააბარებს გამოცდას დახურულ მოედანზე, უკვე გადავა ქალაქში, რეალურ პირობებში. იქნება ყველა ის კომპონენტი, რაც გვხვდება ქალაქში, ეს არის შუქნიშანი, რეგულირებული და არარეგულირებული გზაჯვარედინი, ჩვეულებრივად 80 კმ. საათზე მეტი სიჩქარიან მაგისტრალზე გასვლა და ა.შ. ცხადია, ყველა ქალაქი ვერ იძლევა ამის შესაძლებლობას და ერთნაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას,ზოგან გზა არ არის ან აღმართი და ა.შ. მაგრამ მეტნაკლებად ერთნაირი მარშრუტები იქნება შერჩეული“, - აცხადებს იმედა მაკასარაშვილი.

რაც შეეხება მართვის მოწმობის ასაღებად გათვალისწინებული გამოცდის საფასურს, მაკასარაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, მომსახურების საფასური იგივე დარჩება.

"დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე“,- განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.