მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაჩი ჩამოვიდა
მთაჩი ჩამოვიდა

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც დღეს უნდა გი­ამ­ბოთ, არის ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა კაც­ზე, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, მთის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტით, ხე­ლოვ­ნურ პი­რო­ბებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ქარ­ხნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ერთი სეგ­მენ­ტი მა­ინც ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა და არა­ბუ­ნებ­რი­ვი, ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბით სავ­სე სასმლის ნაც­ვლად, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი სას­მე­ლი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სა­უ­ბა­რია ჩა­ი­ზე, რომ­ლი­თაც ბევ­რი ჩვენ­გა­ნის დილა იწყე­ბა.

მოკ­ლედ, თუ ქარ­თუ­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი გიყ­ვართ, შე­საძ­ლოა, ჩაი „მთა­ჩიც“ გა­გი­სინ­ჯავთ. „მთა­ჩი“, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წე­ლია, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა. ეს წა­მო­წყე­ბა თემო მა­ი­სუ­რა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­დან თან­და­თა­ნო­ბით გა­და­ი­ნაც­ვლა მე­წარ­მე­ო­ბა­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბის და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მოყ­ვა­რულ­მა ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სწო­რედ ამ სფე­რომ აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნა ყაზ­ბე­გი, მხა­რე, რო­მელ­შიც შემ­დგომ­ში ბინა და­ი­დო.

იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ყაზ­ბეგ­ში მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სას­ტუმ­რო­ე­ბია, გა­უჩ­ნდა იდეა, გა­ე­კე­თე­ბი­ნა რა­ღაც ახა­ლი, რი­თიც ამ რე­გი­ონს წარ­მო­ა­ჩენ­და. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, თუმ­ცა 2019 წელს საქ­მე მა­ინც და­ი­წყო.

რა­ტომ „მთა­ჩი“?

„მო­ხე­ვე­ე­ბი სა­კუ­თარ დი­ა­ლექ­ტზე სა­უბ­რო­ბენ. ნე­ბის­მი­ერ სი­ტყვას, რო­მე­ლიც „ში“-ზე მთავ­რდე­ბა, მო­ხე­ვე­ე­ბი „ჩი“-ზე ამ­თავ­რე­ბენ. რად­გა­ნაც ჩაი მთა­ში და ალ­პურ ვე­ლებ­ზე იკ­რი­ფე­ბა, გა­დავ­წყვი­ტე, ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ა­ლექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „მთა­ჩი“ და­მერ­ქმია,“ - ამ­ბობს თემო.

მთა­ჩის ღირ­სე­ბე­ბი­სა რომ ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ქარ­თუ­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლია, პირ­ველ რიგ­ში ის გემ­რი­ე­ლი ჩაია.

როცა თემო სა­ხე­ო­ბებს არ­ჩევ­და, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ 3 ვა­რი­ანტზე შე­ჯერ­და: ბე­გ­ქონ­და­რა­ზე, ბა­ლა­ხე­ულ ნაკ­რებ­სა და ყვა­ვი­ლო­ვან ნაკ­რებ­ზე. სა­მი­ვე მათ­გა­ნი, ჯამ­ში, ჩაის შვი­დი სა­ხე­ო­ბის ბა­ლა­ხის­გან მზად­დე­ბა.

https://www.facebook.com/mtachitea/

„ჩემი პრო­დუქ­ტი ყაზ­ბე­გის ეროვ­ნულ პარკშია მოკ­რე­ფი­ლი, ალ­პურ ზო­ნა­ში, სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლით მდი­დარ მთის კალ­თებ­ზე. დღეს­დღე­ბით სამ სა­ხე­ო­ბას ვა­წარ­მო­ებ.

პირ­ვე­ლი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი ნაკ­რე­ბია, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რი რბი­ლი გე­მო­თი ხა­სი­ათ­დე­ბა და აქვს მო­მა­დუ­ნე­ბე­ლი ეფექ­ტი.

შემ­დე­გი სა­ხე­ო­ბა ბა­ლა­ხე­უ­ლი ნაკ­რე­ბია, რო­მელ­შიც ჟო­ლო­სა და მოც­ვის ფო­თო­ლი შე­დის. ახა­სი­ა­თებს რბი­ლი, მოტ­კბო, ხა­ვერ­დო­ვა­ნი გემო, რო­მე­ლიც გავ­სებთ სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ით.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­გ­ქონ­და­რას, ის ცალ­კე იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ, რომ საკ­მა­ოდ მძაფ­რი გემო და სუნი აქვს. ამი­ტომ, თუ სხვა სა­ხე­ო­ბებ­თან ოდ­ნავ მეტი მოხ­ვდა, შე­საძ­ლოა, მთლი­ა­ნად თა­ვის გე­მო­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს. რო­გორც წესი, ყვა­ვი­ლო­ვან ნაკ­რებ­ში ბე­გ­ქონ­და­რა შე­დის, თუმ­ცა ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოდ­ნავ მისი გე­მოს ნოტი დაჰ­კრავ­დეს. ბე­გ­ქონ­და­რას უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ ის შე­საძ­ლოა სა­ნა­ლებ­ლის სა­ხით ვიხ­მა­როთ ხორ­ცი­ან კერ­ძებ­ში,“- აღ­ნიშ­ნავს თემო.

როცა საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო, რა თქმა უნდა, გა­მოც­დი­ლე­ბა ცოტა ჰქონ­და. შეც­დო­მე­ბიც და­უშ­ვა, რო­მელ­თა გა­რე­შეც, ალ­ბათ, არას­დროს კეთ­დე­ბა საქ­მე, თუმ­ცა მათ­ზე ის­წავ­ლა... სა­ჭი­რო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად, თა­ვი­დან მკრე­ფა­ვე­ბის ჯგუფს უშ­ვებ­და,თუმ­ცა შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა მე­ტად ჩარ­თუ­ლი­ყო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თა­ვად წა­სუ­ლი­ყო ჯგუფ­თან ერ­თად და კრე­ფის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლი­ყო. ასეც მო­იქ­ცა.

„ჩაის ყვა­ვი­ლო­ბა, თუ ამინ­დებ­მა შე­უ­წყო ხელი, ივ­ნი­სის 10-დან იწყე­ბა. ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე ყვა­ვი­ლე­ბის მომ­წი­ფე­ბას ვე­ლო­დე­ბით, რათა სურ­ნე­ლი და გემო უფრო და­იხ­ვე­წოს. მოკ­რე­ფის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წვი­მი­დან, მი­ნი­მუმ, 2 დღე იყოს გა­სუ­ლი. ამას­თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზუს­ტად ვი­ცო­დეთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უნდა დავ­კრი­ფოთ. სა­ნამ სა­უ­კე­თე­სო­ებს შე­ვარ­ჩევ­დი, ყვე­ლა მდე­ლო და საკ­რე­ფი ად­გი­ლი მო­ვი­ა­რე. - ამ­ბობს თემო.

„მთა­ჩი“ სე­ზო­ნუ­რად ასაქ­მებს ადა­მი­ა­ნებს. თე­მოს მკრე­ფა­ვე­ბის 3-კა­ცი­ა­ნი და დამ­რჩე­ვე­ბის 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჰყავს. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა, დაკ­რე­ფი­დან შე­ფუთ­ვამ­დე ჩაი საკ­მა­ოდ გრძელ გზას გა­დის.

„თუ ნედ­ლე­ულს ყვა­ვი­ლო­ვა­ნი ნაკ­რე­ბის­თვის ვაგ­რო­ვებთ, ყვა­ვი­ლე­ბი არ ფერ­მენ­ტირ­დე­ბა, რად­გან ეთერ­ზე­თებს და­კარ­გავს და გა­მო­უ­სა­და­გა­რი იქ­ნე­ბა. ფერ­მენ­ტა­ცია არ უკეთ­დე­ბა არც ბე­გ­ქონ­და­რას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვა­ვი­ლე­ბი გა­მოშ­რეს სა­წარ­მო­ში, სა­დაც ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი. როცა მოჭკნო­ბის კონ­დი­ცი­ამ­დე მივა, შემ­დეგ ჩაის დარ­ჩე­ვა იწყე­ბა, რის მე­რეც ინაც­ვლებს თა­რო­ზე, სა­დაც ას­რუ­ლებს გაშ­რო­ბის პრო­ცესს. გაშ­რო­ბის შემ­დეგ ჩაი იფუ­თე­ბა.

ბა­ლა­ხე­უ­ლი ნაკ­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა. ყვა­ვი­ლო­ვან ნაკ­რებ­თან ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თო მოჭკნო­ბა და გაშ­რო­ბა აქვს. მოჭკნო­ბის პრო­ცესს, აქა­უ­რი კლი­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცოტა მეტი დრო სჭირ­დე­ბა. შემ­დეგ გამ­რჩე­ვე­ბი იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას იმ პი­რო­ბით, რომ გარ­ჩე­ვის პრო­ცე­სი იმ დღეს­ვე უნდა დას­რულ­დეს. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გან­სხვა­ვე­ბით ყვა­ვი­ლო­ვა­ნის­გან, ბა­ლა­ხე­უ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის ფერ­მენ­ტა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. 24 სა­ა­თის მერე სრუ­ლი­ად სხვა კონ­დი­ცი­ას იღებს, რის შემ­დე­გაც ის­რი­სე­ბა და იჭ­რე­ბა,“ - გან­მარ­ტავს თემო.

მისი 1 ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე დი­ლის 6 სა­ა­თი­დან იწყე­ბა. 9 სა­ათ­ზე უკვე სა­წარ­მო­შია და საქ­მეს აკე­თებს. დროს ისე ანა­წი­ლებს, რომ 6 დღის მან­ძილ­ზე მო­ი­ლი­ოს და­გეგ­მი­ლი საქ­მე­ე­ბი და კვი­რა დღე მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბას და­უთ­მოს. თა­ვი­სუ­ფალ დროს მთა­ში გა­სე­ირ­ნე­ბაც უყ­ვარს.

ჩაის წარ­მო­ე­ბის გარ­და, თე­მოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს - მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა. მოკ­ლედ რომ გი­თხრათ, თემო მთა­ში ცხოვ­რობს ყვე­ლა იმ წე­სით, რო­გორც ხევს ცხოვ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა „მთა­ჩის“ შე­ძე­ნას, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს სპე­ცი­ა­ლურ ონ­ლა­ინ­პორ­ტალ­ზე აქვს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­დუქ­ტი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით იგ­ზავ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ერთი სურათი მაინც დაგედოთ ამ კაი კაცის, რომ ვიცოდეთ სახეზე ადამიანი. 

Tsiko
0

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მთაჩი ჩამოვიდა

მთაჩი ჩამოვიდა

ამბავი, რომელიც დღეს უნდა გიამბოთ, არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც გადაწყვიტა, მთის ნატურალური პროდუქტით, ხელოვნურ პირობებში წარმოებული ქარხნული პროდუქციის ერთი სეგმენტი მაინც ჩაენაცვლებინა და არაბუნებრივი, ქიმიური დანამატებით სავსე სასმლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ნატურალური, ბუნებრივი სასმელი შეეთავაზებინა. საუბარია ჩაიზე, რომლითაც ბევრი ჩვენგანის დილა იწყება.

მოკლედ, თუ ქართული, ნატურალური პროდუქტი გიყვართ, შესაძლოა, ჩაი „მთაჩიც“ გაგისინჯავთ. „მთაჩი“, დაახლოებით, 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. ეს წამოწყება თემო მაისურაძეს ეკუთვნის, რომელმაც ძალიან განსხვავებული სფეროდან თანდათანობით გადაინაცვლა მეწარმეობაში. მოგზაურობის და თავგადასავლები მოყვარულმა ტურიზმის სფეროში გადაინაცვლა. სწორედ ამ სფერომ აღმოაჩენინა ყაზბეგი, მხარე, რომელშიც შემდგომში ბინა დაიდო.

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ყაზბეგში მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროებია, გაუჩნდა იდეა, გაეკეთებინა რაღაც ახალი, რითიც ამ რეგიონს წარმოაჩენდა. მართალია, პანდემიის პერიოდი დაემთხვა, თუმცა 2019 წელს საქმე მაინც დაიწყო.

რატომ „მთაჩი“?

„მოხევეები საკუთარ დიალექტზე საუბრობენ. ნებისმიერ სიტყვას, რომელიც „ში“-ზე მთავრდება, მოხევეები „ჩი“-ზე ამთავრებენ. რადგანაც ჩაი მთაში და ალპურ ველებზე იკრიფება, გადავწყვიტე, ადგილობრივი დიალექტის გათვალისწინებით, „მთაჩი“ დამერქმია,“ - ამბობს თემო.

მთაჩის ღირსებებისა რომ ის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული და ტრადიციულია, პირველ რიგში ის გემრიელი ჩაია.

როცა თემო სახეობებს არჩევდა, ყველაზე ოპტიმალურ 3 ვარიანტზე შეჯერდა: ბეგქონდარაზე, ბალახეულ ნაკრებსა და ყვავილოვან ნაკრებზე. სამივე მათგანი, ჯამში, ჩაის შვიდი სახეობის ბალახისგან მზადდება.

https://www.facebook.com/mtachitea/

„ჩემი პროდუქტი ყაზბეგის ეროვნულ პარკშია მოკრეფილი, ალპურ ზონაში, სხვადასხვა მინერალით მდიდარ მთის კალთებზე. დღესდღებით სამ სახეობას ვაწარმოებ.

პირველი ყვავილოვანი ნაკრებია, რომელიც უნიკალური რბილი გემოთი ხასიათდება და აქვს მომადუნებელი ეფექტი.

შემდეგი სახეობა ბალახეული ნაკრებია, რომელშიც ჟოლოსა და მოცვის ფოთოლი შედის. ახასიათებს რბილი, მოტკბო, ხავერდოვანი გემო, რომელიც გავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.

რაც შეეხება ბეგქონდარას, ის ცალკე იმიტომ გავაკეთეთ, რომ საკმაოდ მძაფრი გემო და სუნი აქვს. ამიტომ, თუ სხვა სახეობებთან ოდნავ მეტი მოხვდა, შესაძლოა, მთლიანად თავის გემოზე გადაიყვანოს. როგორც წესი, ყვავილოვან ნაკრებში ბეგქონდარა შედის, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ოდნავ მისი გემოს ნოტი დაჰკრავდეს. ბეგქონდარას უნივერსალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის შესაძლოა სანალებლის სახით ვიხმაროთ ხორციან კერძებში,“- აღნიშნავს თემო.

როცა საქმიანობა დაიწყო, რა თქმა უნდა, გამოცდილება ცოტა ჰქონდა. შეცდომებიც დაუშვა, რომელთა გარეშეც, ალბათ, არასდროს კეთდება საქმე, თუმცა მათზე ისწავლა... საჭირო მარაგის შესავსებად, თავიდან მკრეფავების ჯგუფს უშვებდა,თუმცა შემდეგ გადაწყვიტა მეტად ჩართულიყო საქმიანობაში. თავად წასულიყო ჯგუფთან ერთად და კრეფის პროცესში უშუალოდ ჩართულიყო. ასეც მოიქცა.

„ჩაის ყვავილობა, თუ ამინდებმა შეუწყო ხელი, ივნისის 10-დან იწყება. ივნისის ბოლომდე ყვავილების მომწიფებას ველოდებით, რათა სურნელი და გემო უფრო დაიხვეწოს. მოკრეფისთვის აუცილებელია, წვიმიდან, მინიმუმ, 2 დღე იყოს გასული. ამასთან, აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ ის ადგილები, სადაც უნდა დავკრიფოთ. სანამ საუკეთესოებს შევარჩევდი, ყველა მდელო და საკრეფი ადგილი მოვიარე. - ამბობს თემო.

„მთაჩი“ სეზონურად ასაქმებს ადამიანებს. თემოს მკრეფავების 3-კაციანი და დამრჩევების 5-კაციანი ჯგუფი ჰყავს. როგორც თავად გვიყვება, დაკრეფიდან შეფუთვამდე ჩაი საკმაოდ გრძელ გზას გადის.

„თუ ნედლეულს ყვავილოვანი ნაკრებისთვის ვაგროვებთ, ყვავილები არ ფერმენტირდება, რადგან ეთერზეთებს დაკარგავს და გამოუსადაგარი იქნება. ფერმენტაცია არ უკეთდება არც ბეგქონდარას. აუცილებელია ყვავილები გამოშრეს საწარმოში, სადაც ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი. როცა მოჭკნობის კონდიციამდე მივა, შემდეგ ჩაის დარჩევა იწყება, რის მერეც ინაცვლებს თაროზე, სადაც ასრულებს გაშრობის პროცესს. გაშრობის შემდეგ ჩაი იფუთება.

ბალახეული ნაკრების დამუშავება განსხვავებული ტექნოლოგიაა. ყვავილოვან ნაკრებთან ერთადერთი საერთო მოჭკნობა და გაშრობა აქვს. მოჭკნობის პროცესს, აქაური კლიმატიდან გამომდინარე, ცოტა მეტი დრო სჭირდება. შემდეგ გამრჩევები იწყებენ მუშაობას იმ პირობით, რომ გარჩევის პროცესი იმ დღესვე უნდა დასრულდეს. ეს აუცილებელია. განსხვავებით ყვავილოვანისგან, ბალახეული ნაკრებისთვის ფერმენტაცია აუცილებელია. 24 საათის მერე სრულიად სხვა კონდიციას იღებს, რის შემდეგაც ისრისება და იჭრება,“ - განმარტავს თემო.

მისი 1 ჩვეულებრივი დღე დილის 6 საათიდან იწყება. 9 საათზე უკვე საწარმოშია და საქმეს აკეთებს. დროს ისე ანაწილებს, რომ 6 დღის მანძილზე მოილიოს დაგეგმილი საქმეები და კვირა დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმოს. თავისუფალ დროს მთაში გასეირნებაც უყვარს.

ჩაის წარმოების გარდა, თემოს სოფლის მეურნეობა აქვს - მიწათმოქმედებას ეწევა. მოკლედ რომ გითხრათ, თემო მთაში ცხოვრობს ყველა იმ წესით, როგორც ხევს ცხოვრობენ.

რაც შეეხება „მთაჩის“ შეძენას, ამის საშუალება მომხმარებელს სპეციალურ ონლაინპორტალზე აქვს. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით იგზავნება.