მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში "კალმარის თამაშების" ჩანაწერის შეტანისთვის პირს სიკვდილით დასჯიან - როგორ სჯის მოზარდებს რეჟიმი სერიალის ყურების გამო
ჩრდილოეთ კორეაში "კალმარის თამაშების" ჩანაწერის შეტანისთვის პირს სიკვდილით დასჯიან - როგორ სჯის მოზარდებს რეჟიმი სერიალის ყურების გამო

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც "ნე­ტფ­ლიქ­სის" პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "კალ­მა­რის თა­მა­შე­ბის“ ვი­დეო ას­ლე­ბი გა­ყი­და, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. "დამ­ნა­შა­ვე" მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­მა 7-მა მოს­წავ­ლემ სა­ი­დუმ­ლოდ შე­ი­ძი­ნა სე­რი­ა­ლის ჩა­ნა­წე­რი და უყუ­რა.

ეს ინ­ფორ­მა­ცია, მთავ­რო­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სამ­სა­ხურ­ში უც­ნო­ბი წყა­როს­გან შე­ვი­და. რო­გორც გა­ირ­კვა, სე­რი­ა­ლის ვი­დეო ასლი ჩრდ. კო­რე­ა­ში ჩი­ნე­თი­დან მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თით შე­ი­ტა­ნეს და ის ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს მიჰ­ყი­დეს, რო­მელ­მაც შემ­დგომ სა­მე­გობ­რო წრე­ში გა­ავ­რცე­ლა.

  • მას შემ­დეგ, რაც ამ ამ­ბავ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბის ყუ­რამ­დე მი­აღ­წია, "კონ­ტრა­ბან­დისტს“ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. არც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­დეს: არას­რულ­წლო­ვანს, რო­მელ­მაც "კალ­მა­რის თა­მა­შე­ბის“ ვი­დე­ოს ასლი შე­ი­ძი­ნა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, ხოლო და­ნარ­ჩენ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ტე­ლე­სე­რი­ა­ლი ნა­ხეს, 5-წლი­ა­ნი მძი­მე შრო­მა მი­ე­სა­ჯათ.

და­ი­სა­ჯნენ ასე­ვე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია: ისი­ნი არა მხო­ლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, პარ­ტი­ი­და­ნაც გა­რი­ცხეს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათ ნახ­ში­რის მა­ღა­რო­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ამ­წე­სე­ბენ, ან სოფ­ლებ­ში გა­და­ა­სახ­ლე­ბენ.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

Radio Free Asia არის ერთ ერთი წყარო.

 

sergo orjonikidze
3

წყარო მიუთითეთ ხოლმე. ისე კი რა გიკვირთ, ჩვენთანაც იყო ეგრე. მიხეილ ჯავახიშვილის და სხვათა წიგნებს წვამდნენ კომკავშირის დავალებით და არალეგალური ლიტერატურის სიაც იყო შედგენილი. კონსტანტინე გამსახურდია იმით გადარჩა, რომ დაწერა ნოველა "სტალინი" და მერე მწერალთა კავშირის თავჯდომარედაც დანიშნეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში "კალმარის თამაშების" ჩანაწერის შეტანისთვის პირს სიკვდილით დასჯიან - როგორ სჯის მოზარდებს რეჟიმი სერიალის ყურების გამო

ჩრდილოეთ კორეაში "კალმარის თამაშების" ჩანაწერის შეტანისთვის პირს სიკვდილით დასჯიან - როგორ სჯის მოზარდებს რეჟიმი სერიალის ყურების გამო

ჩრდილოეთ კორეელ მამაკაცს, რომელმაც "ნეტფლიქსის" პოპულარული სერიალის, "კალმარის თამაშების“ ვიდეო ასლები გაყიდა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. "დამნაშავე" მას შემდეგ დააკავეს, რაც გაირკვა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა 7-მა მოსწავლემ საიდუმლოდ შეიძინა სერიალის ჩანაწერი და უყურა.

ეს ინფორმაცია, მთავრობის მეთვალყურეობის სამსახურში უცნობი წყაროსგან შევიდა. როგორც გაირკვა, სერიალის ვიდეო ასლი ჩრდ. კორეაში ჩინეთიდან მეხსიერების ბარათით შეიტანეს და ის ერთ-ერთ მოსწავლეს მიჰყიდეს, რომელმაც შემდგომ სამეგობრო წრეში გაავრცელა.

  • მას შემდეგ, რაც ამ ამბავმა ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ყურამდე მიაღწია, "კონტრაბანდისტს“ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. არც სკოლის მოსწავლეები დაინდეს: არასრულწლოვანს, რომელმაც "კალმარის თამაშების“ ვიდეოს ასლი შეიძინა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს, რომლებმაც ტელესერიალი ნახეს, 5-წლიანი მძიმე შრომა მიესაჯათ.

დაისაჯნენ ასევე სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია: ისინი არა მხოლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, პარტიიდანაც გარიცხეს და დიდი ალბათობით, მათ ნახშირის მაღაროში სამუშაოდ გაამწესებენ, ან სოფლებში გადაასახლებენ.

მოამზადა ანა სიბოშვილმა