მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?
რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ  მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, მას­თან გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტე­ბა შვი­ლის, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" გა­ნა­ცხა­და: "ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს და მარ­თლა შემ­ზა­რა­ვი არის, როცა მეს­მის ოპო­ზი­ცი­ის მხრი­და­ნაც ამა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ "აი, თქვენ არ იცით რა მოხ­დე­ბა“. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, ვი­ღა­ცებს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა უჩ­ნდე­ბათ, რომ რა მა­გა­რი იქ­ნე­ბა ეს [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი] მარ­თლა რომ მოკ­ვდეს. რა მა­გარ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებთ და ამათ დე­დას ვუ­ტი­რებთ... მე აქ არა­ფერ კონ­სპი­რა­ცი­ულს არ ვი­ძა­ხი. ტე­ლე­ვი­ზი­ი­და­ნაც ასე ჩანს, რომ ვი­ღა­ცებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ტენ­დენ­ცია, რომ შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლა ურ­ჩევ­ნი­ათ მკვდა­რი, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი“.

ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ერთ-ერთ სა­კი­თხზე შვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მთხო­ვა, მეთ­ქვა: რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უ­ბა­რი იყო მისი ვა­ჟის მხრი­დან, რომ ვი­ღა­ცებს სურთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი და ეს ურ­ჩევ­ნი­ათ, შე­იძ­ლე­ბა. თვი­თონ მი­შამ მთხო­ვა, გან­მარ­ტე­ბა მი­მე­ცა, რომ მისი ვაჟი არის სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, მას თა­ვი­სი აღ­ქმე­ბი აქვს, თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს და იგი აფიქ­სი­რებს მა­მას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, ცხა­დია, ამ ყვე­ლა­ფერს. თვი­თონ მას არ მი­იჩ­ნევს და ვერ ხე­დავს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მისი სიკ­ვდი­ლის ფა­სად, რა­ი­მე სი­კე­თის მიღ­წე­ვას უშ­ვებ­დეს და აქ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს იმი­ტომ, რომ მომ­კვდა­რი­ყო და რა­ღაც ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს მისი პო­ზი­ცია არ არის, თუმ­ცა ცხა­დია, შვილს ის არ ემიჯ­ნე­ბა. პი­რი­ქით ამ­ბობს: „მი­ხა­რია, რომ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, მი­ხა­რია, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი გად­მოს­ცა. ეს ის ნა­წი­ლია, რა­საც მე ასე არ ვხე­დავ“. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა. ერ­თსაც ჰქონ­და ამის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა და მე­ო­რე­საც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააავა
10

ყველას დაგავიწყდათ, გირგვლიანი, მოლაშვილი და მრავალი სხვა. არ დაგავიწყდეთ მათ ადგილზე ნებისმიერი ჩვენაგანი შეიძლება ვყოფილიყავით. კარ და კარ უნდა იაროს და მოიბოდიშოს დაღუპული ოჯახების ცოცხალ წევრებთან 

ვააავა
7

გთხოვთ ერთხელ მიეცით ჩემი ხათრით არეულობის უფლება

ავტორი:

რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?

რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ  მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებას გააცნო მიხეილ სააკაშვილი განმარტება შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსაზრების შესახებ.

შეგახსენებთ, ედუარდ სააკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა: "ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როცა მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე ლაპარაკი, რომ "აი, თქვენ არ იცით რა მოხდება“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს [მიხეილ სააკაშვილი] მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ დედას ვუტირებთ... მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.

ყოფილ პრეზიდენტს ერთ-ერთ საკითხზე შვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა: რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს. თვითონ მას არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად, რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით ამბობს: „მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, რასაც მე ასე არ ვხედავ“. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც კომენტარის გაკეთების უფლება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.