პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის დიდი სურვილია სასამართლოს დაესწროს.  ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა ექნება" - ადვოკატი
"სააკაშვილის დიდი სურვილია სასამართლოს დაესწროს.  ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა ექნება" - ადვოკატი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, თუკი სა­ა­კაშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ის სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, რო­მე­ლიც 29 ნო­ემ­ბერ­საა და­ნიშ­ნუ­ლი, და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლია.

"ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა სა­ი­მი­სოდ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე წარმდგა­რი­ყო, რად­გან სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გა­მო­აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო არის ხალ­ხი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლია და არა აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სუ­ბი­ექ­ტი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლას, რომ­ლის ფონ­ზეც ფან­ჯა­რა გაჩ­ნდა იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში იქ­ნეს გად­მოყ­ვა­ნი­ლი, რა­ზეც ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვქონ­და მო­თხოვ­ნა. იმე­დი გვაქვს, 29 ნო­ემ­ბერს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდი სურ­ვი­ლია ამ პრო­ცე­სებს, გან­ხილ­ვებს და­ეს­წროს. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ა­მი­სოდ მას ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლი­დან გა­მოგზვა­ნილ წე­რილ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას „უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა მა­ინც მის­ცენ და და­ას­წრონ სა­კუ­თარ პრო­ცე­სებს, სა­დაც და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს და არა ივა­ნიშ­ვილს და მის მა­რი­ო­ნე­ტებს“.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბის სა­კი­თხზე 2 მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი იყო – უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რო­გორც კი რის­კი იქ­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი შეძ­ლებს მის გა­დაყ­ვა­ნას სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაა.
0

ფიზიკური შესაძლებლობა კი ექნება მარა აი გონებრივისა რა გითხრათ მაგას რომ მოსამართლემ ბოლო სიტყვა მიცეს მერე ვინაა მაგის გამჩერებელი. 

ტუა
0

როგორ მიხარია დაასწარით მორიგი კომედიით გავერთობი რა კარგია ამასაც უწყობენ მიშას მერე მთელი ქვეყნის სასაცილო გახდეს.მიიყვანეთ მიიყვანეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილის დიდი სურვილია სასამართლოს დაესწროს.  ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა ექნება" - ადვოკატი

"სააკაშვილის დიდი სურვილია სასამართლოს დაესწროს.  ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა ექნება" - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა დანიშნული, დაესწრება.

როგორც ბასილაიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

"ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს. საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი. ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და საერთაშორისო ზეწოლას, რომლის ფონზეც ფანჯარა გაჩნდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნეს გადმოყვანილი, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება.

მიხეილ სააკაშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლობა საამისოდ მას ექნება“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოგზვანილ წერილში განაცხადა, რომ მას „უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ საკუთარ პროცესებს, სადაც დაელაპარაკება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს“.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხზე 2 მთავარი ფაქტორი იყო – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.