მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?
"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?

ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ფე­სი­ულ თუ აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში ხში­რია ლა­პა­რა­კი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის როლ­ზე პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. არა­ხა­ლია, რომ პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ა­გა­რე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც შუ­ა­ზე ჰყოფს და პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის რა­დი­კა­ლი­ზე­ბა­საც უწყობს ხელს. ამა­სო­ბა­ში, ორ ბა­ნა­კად გა­ყო­ფი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ტე­ლე­ე­თე­რებ­ში ორ რე­ა­ლო­ბას ხე­დავს და ტყუ­ილ-მარ­თლის გარ­ჩე­ვა უჭირს. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როდ კვლავ ტე­ლე­ვი­ზია რჩე­ბა, პრობ­ლე­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვია. ჩვენ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ერთი და იმა­ვე პო­ლი­ტი­კურ, თუ ეკო­ნო­მი­კურ მოვ­ლე­ნას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აშუ­ქებს, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გავ­ლე­ნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

მე­დი­ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ქარ­თუ­ლი მე­დია არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, უფრო მე­ტად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი და და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი ხდე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მის გა­შუ­ქე­ბა­ზე. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, წამ­ყვა­ნე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ სი­ძულ­ვი­ლის ენას და აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ სიმ­პა­თი­ას სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მი­მართ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე“ (RSF) პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის 2021 წლის ან­გა­რიშ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს მე­დია პლუ­რა­ლის­ტუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი“.

სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის პრობ­ლე­მა სწო­რედ ის არის, რომ ეს არ­ხე­ბი უკვე წლე­ბია ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად, მე­დი­ის ასე­თი პო­ლა­რი­ზა­ცია კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ჯან­საღ გა­ყო­ფას ზრდის.

სო­ცი­ო­ლო­გი ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტავს, რა უწყობს ხელს პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის წარ­მო­შო­ბას, რა როლი აქვს ამ ყვე­ლა­ფერ­ში მე­დი­ას და ასეთ პი­რო­ბებ­ში, რო­გორ უნდა წა­ი­კი­თხოს ინ­ფორ­მა­ცია მა­ყუ­რე­ბელ­მა ისე, ტყუ­ილ-მარ­თლის გარ­ჩე­ვა რომ შეძ­ლოს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის პო­ლა­რი­ზე­ბა­ში მი­უ­ძღვის თუ არა წვლი­ლი მე­დი­ას, რო­მე­ლიც ორ რე­ა­ლო­ბას აჩ­ვე­ნებს და ფაქ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­დი­ას აქვს ლო­მის წილი, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სამ­ყა­რო­ში მე­დია არა მხო­ლოდ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას, მე­ტიც, ის ქმნის რე­ა­ლო­ბას. რა რე­ა­ლო­ბა­საც მე­დია აჩ­ვე­ნებს, ის რე­ა­ლო­ბა იბეჭ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ მე­დი­ის მიერ შექ­მნილ რე­ა­ლო­ბა­ში, ამი­ტომ ამ პო­ლა­რი­ზე­ბა­ში მე­დი­ის როლი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ ძა­ლი­ან რთუ­ლია მო­ქა­ლა­ქემ ტყუ­ილ-მარ­თა­ლი გა­არ­ჩი­ოს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლია ე.წ. მე­დი­ას­ტან­დარ­ტე­ბი და არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მე­დი­ას­ტან­დარ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ადევ­ნებს თვალ­ყურს. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თია "ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­სა­მარ­თლოს რო­ლიც - მე­დია თუ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­დაც­დო­მას სჩა­დის, ცი­ლის­წა­მე­ბას ეწე­ვა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ვინ­მემ ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგე­ბი­ნოს სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით. იმის თქმა მინ­და, რომ მე­დი­ას­ტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ორი რამ - ერ­თია ფაქ­ტი და მე­ო­რეა ფაქ­ტის ინ­ტერპრე­ტა­ცია. მე­დი­ებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, რომ ფაქ­ტი არ და­ა­მა­ხინ­ჯონ, ე.ი. ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა უკვე არის მე­დი­ას­ტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, აქ შე­მო­დის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", რო­მელ­საც ცოტა სხვა სტან­დარ­ტი წა­ე­ყე­ნე­ბა - "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ფაქ­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნოს ყვე­ლა შე­საძ­ლო პო­ზი­ცი­ის და ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ კერ­ძო მე­დი­ას ეს მო­თხოვ­ნა უკვე აღარ წა­ე­ყე­ნე­ბა. კერ­ძო მე­დი­ას შე­უძ­ლია ფაქ­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია მისი იდე­ო­ლო­გი­უ­რი და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ორი­ენ­ტა­ცი­ის, მათ შო­რის, პარ­ტი­ულ-იდე­ო­ლო­გი­უ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით. ასე რომ, მე­დი­ას­ტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვა ის კი არ არის, რომ ის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ლო­ი­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით აფა­სებს ფაქ­ტებს, არა­მედ მე­დი­ის გა­დაც­დო­მა, პირ­ველ რიგ­ში, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ზე გა­დის. აქ უკვე მე­დი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­მა, მა­ყუ­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს სწო­რედ იმას, რო­მე­ლი მე­დია ამა­ხინ­ჯებს ამ­ბავს და რო­მე­ლი მი­მარ­თავს ცი­ლის­წა­მე­ბას. ფაქ­ტის და­მა­ხინ­ჯე­ბაა სწო­რედ ცი­ლის­წა­მე­ბა და ეს არის გამ­ყო­ფი კრი­ტე­რი­უ­მი იმი­სა, რო­მელ მე­დი­ას ვენ­დოთ და რო­მელს - არა. რო­მე­ლი­მე მე­დია თუ ამა­ხინ­ჯებს ფაქ­ტებს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ცუდი მე­დი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქ­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს რო­მე­ლი­მე მე­დია მისი გე­მოვ­ნე­ბის და ღი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ხედვთ.

- მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ამ­ბობთ, ფაქ­ტებს ამა­ხინ­ჯე­ბენ, ამას­თა­ნა­ვე, თავს არი­დე­ბენ ბა­ლან­სის დაც­ვას, რა გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ზე, ასე­ვე სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ახა­ლი ამ­ბე­ბის დღის წეს­რიგ­ზე?

- მათ შე­უძ­ლი­ათ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად გად­მო­ცე­მას შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში და ასეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვს. უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- ცნო­ბი­ლია, რომ მე­დი­ის პო­ლი­ტი­კურ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­სა და პო­ლა­რი­ზე­ბას რის­კე­ბი ახ­ლავს. მას პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის რა­დი­კა­ლი­ზე­ბაც შე­უძ­ლია?

- პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით რა­დი­კა­ლი­ზე­ბა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ყო­ფის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი წყა­რო. რო­დე­საც რა­დი­კა­ლი­ზა­ცია პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მი­მართ პო­ლი­ტი­კურ ლო­ი­ა­ლო­ბას, მხარ­და­ჭე­რას ეხე­ბა, ასე­თი რა­დი­კა­ლი­ზა­ცია ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩანს და ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რია. რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მი­მართ მე­დი­ის ლო­ი­ა­ლო­ბაც სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის წყა­როა.

- რა ას­პექ­ტე­ბი გა­მოკ­ვეთს და რა მი­ა­ნიშ­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მი­კერ­ძო­ე­ბას, რაზე არი­ან უმე­ტე­სად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი?

- შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქვა, რომ პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბით საზ­რდო­ო­ბენ (რო­გორც ეს ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შია). თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იდე­ო­ლო­გი­ურ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე უფრო მე­ტად მუ­შა­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბა. ჩვენ­თან პო­ლი­ტი­კა მა­ინც პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ის და­დის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბა­ზე. მე­ო­რეს მხრივ, ვერ ვი­ტყვი, რომ ჩვენ­თან თა­ვად პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ნიშა აქვთ (იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, მა­გა­ლი­თად, "გირ­ჩი“, მეტ-ნაკ­ლე­ბად -"ლელო“). ჩვენ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი იდე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ზიგ­ზა­გე­ბით მოქ­მე­დე­ბენ და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი არი­ან. მე­დი­ის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ თე­მე­ბის და რეს­პონ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა არის ამ ლო­ი­ა­ლო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი - ვი­საც რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მოს­წონს, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ იდე­ო­ლო­გი­ას ემ­ხრო­ბა, მისი მხარ­დამ­ჭე­რი და მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოჰ­ყვას სტუ­დი­ა­ში. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია. პრინ­ციპ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდეა იმი­ტომ გაჩ­ნდა მსოფ­ლი­ო­ში, რომ უნდა არ­სე­ბობ­დეს ტე­ლე­მე­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­საც არა მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა, ასე­ვე, მო­ე­თხო­ვე­ბა და­ა­ბა­ლან­სოს ფაქ­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა იდე­ო­ლო­გი­უ­რი პო­ზი­ცი­ი­დან, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან შე­ა­ფა­სოს მოვ­ლე­ნე­ბი და არ იყოს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის, ან პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის დო­მი­ნან­ტუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ამ დაკ­ვე­თას ისე არ ას­რუ­ლებს, რო­გორც უნდა ას­რუ­ლებ­დეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე­თი მე­დი­ე­ბი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ხელ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

ის, რომ, რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ მე­დი­ას იყე­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში, არ არის უჩ­ვე­უ­ლო რამ. ასე მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც იქ­ცე­ვი­ან. კერ­ძო მე­დი­ებს აქვთ "ფუ­ფუ­ნე­ბა“, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად იქ­ცნენ. მე­დი­ას­ტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვა გა­დის ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე და არა იმა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­ა­ჩენ ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას, რა დატ­ვირ­თას მის­ცემ მათ. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რომ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რო­დე­საც მე­დია პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღად იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ასეა მთელ მსოფ­ლი­ო­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გარ­და. "საზ­მა­უს" მო­ე­თხო­ვე­ბა და­ბა­ლან­სე­ბა და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, ანუ სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ჯე­რე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნა.

- ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ალ­ბათ, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სივ­რცეს, სა­დაც ყვე­ლას მო­უს­მე­ნენ, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია ფაქ­ტზე და არა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე...

- და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მე­დი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დნენ და ასე­თი ტე­ლე­მე­დი­ის­თვის ნიშა უნდა იყოს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი". ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა“, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ჩემი აზ­რით, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფუნ­ქცი­ას იტ­ვირ­თა. მე რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ ცდი­ლობს, რომ იყოს ერ­თგვა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა "საზ­მა­უ­სი" და იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. ეს ნამ­დვი­ლად ემ­ჩნე­ვა მას სტუმ­რე­ბის მოწ­ვე­ვის, მოვ­ლე­ნა­თა გა­შუ­ქე­ბის და მათი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. ის ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე არ მახ­სოვს, ამ თვალ­საზ­რი­სით რა­ი­მე მძი­მე შემ­თხვე­ვა. რა თქმა უნდა, "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ არ აქვს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან იმ­ხე­ლა ფი­ნან­სუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი, რაც აქვს "საზ­მა­უს", მაგ­რამ ფუნ­ქცი­ას, რომ მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სოს სხვა­დას­ხვა იდე­ო­ლო­გი­ის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და და­ბა­ლან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh-ს
2

აბა,რა ხოლო 9 წელია,ხომ სულ გალობა და სიყვარული გვესმის (ისევ წარსულის ბრალია)

tngh
1

სიძულვილის, ცილისწამების და ზიზღის ენა საქართველოში წინა საუკუნის ბოლოს გ. ჭანტურიამ და "ედპ"-მ დანერგა. შემდეგ ძმებმა ბერძენიშვილებმა და "რესპებმა" განავრცეს. მ. სააკაშვილმა და "ნაცებმა" უმაღლეს დონეზე აიყვანეს. დღეს ტელევიზიებმა ყოველივე ამას ბილწსიტყვაობაც დაუმატეს... მათი ყურება უკვე სასჯელია ნორმალური ადამიანისათვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?

"საზოგადოების პოლარიზებაში მედიას ლომის წილი აქვს" - ქართული ტელევიზიების მიერ შექმნილი პარალელური რეალობა: სად არის გამოსავალი?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პროფესიულ თუ აკადემიურ წრეებში ხშირია ლაპარაკი მიკერძოებული მედიასაშუალებების როლზე პოლიტიკურ პოლარიზაციაში. არახალია, რომ პოლარიზებული მედიაგარემო საზოგადოებასაც შუაზე ჰყოფს და პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებასაც უწყობს ხელს. ამასობაში, ორ ბანაკად გაყოფილი მაყურებელი ტელეეთერებში ორ რეალობას ხედავს და ტყუილ-მართლის გარჩევა უჭირს. ვინაიდან საქართველოში ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვან წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, პრობლემა სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებით შესამჩნევია. ჩვენში ტელევიზიების დიდი ნაწილი ერთი და იმავე პოლიტიკურ, თუ ეკონომიკურ მოვლენას სხვადასხვანაირად აშუქებს, რაც პოლიტიკური ძალების გავლენაზე მიანიშნებს.

მედიის ანალიტიკოსების აზრით, ქართული მედია არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო მეტად პოლარიზებული და დაუბალანსებელი ხდება, რაც შესაბამისად აისახება ყველა ძირითადი პოლიტიკური თემის გაშუქებაზე. მათივე შეფასებით, წამყვანები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და აშკარად გამოხატავენ სიმპათიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ.

ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: "საქართველოს მედია პლურალისტულია, მაგრამ მაინც ძალიან პოლარიზებული“.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს არხები უკვე წლებია ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მედიის ასეთი პოლარიზაცია კი საზოგადოების არაჯანსაღ გაყოფას ზრდის.

სოციოლოგი ambebi.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რა უწყობს ხელს პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის წარმოშობას, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მედიას და ასეთ პირობებში, როგორ უნდა წაიკითხოს ინფორმაცია მაყურებელმა ისე, ტყუილ-მართლის გარჩევა რომ შეძლოს.

- საზოგადოებისა და პოლიტიკური სივრცის პოლარიზებაში მიუძღვის თუ არა წვლილი მედიას, რომელიც ორ რეალობას აჩვენებს და ფაქტების სხვადასხვა ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს?

- საზოგადოების პოლარიზებაში, რასაკვირველია, მედიას აქვს ლომის წილი, ვინაიდან თანამედროვე საზოგადოებაში და სამყაროში მედია არა მხოლოდ ასახავს რეალობას, მეტიც, ის ქმნის რეალობას. რა რეალობასაც მედია აჩვენებს, ის რეალობა იბეჭდება ადამიანების გონებაში. ადამიანები ცხოვრობენ მედიის მიერ შექმნილ რეალობაში, ამიტომ ამ პოლარიზებაში მედიის როლი ძალზე მნიშვნელოვანია. აქ ძალიან რთულია მოქალაქემ ტყუილ-მართალი გაარჩიოს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დარჩენილია ე.წ. მედიასტანდარტები და არსებობს გარკვეული მაკონტროლებელი ინსტიტუტები, რომლებიც ამ მედიასტანდარტების შესრულებას ადევნებს თვალყურს. მაგალითად, საქართველოში ასეთია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". აღსანიშნავია სასამართლოს როლიც - მედია თუ მნიშვნელოვან გადაცდომას სჩადის, ცილისწამებას ეწევა, მედიასაშუალებას ვინმემ ამაზე პასუხი უნდა აგებინოს სასამართლოს ძალით. იმის თქმა მინდა, რომ მედიასტანდარტის მიხედვით, ჯერ კიდევ არსებობს ორი რამ - ერთია ფაქტი და მეორეა ფაქტის ინტერპრეტაცია. მედიებს მოეთხოვებათ, რომ ფაქტი არ დაამახინჯონ, ე.ი. ფაქტების დამახინჯება უკვე არის მედიასტანდარტის დარღვევა. თავისუფალი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, აქ შემოდის "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელსაც ცოტა სხვა სტანდარტი წაეყენება - "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ფაქტების ინტერპრეტაცია უნდა მოახდინოს ყველა შესაძლო პოზიციის და ინტერესთა ჯგუფების გათვალისწინებით, მაგრამ კერძო მედიას ეს მოთხოვნა უკვე აღარ წაეყენება. კერძო მედიას შეუძლია ფაქტების ინტერპრეტაცია მისი იდეოლოგიური და ღირებულებითი ორიენტაციის, მათ შორის, პარტიულ-იდეოლოგიური ორიენტაციის მიხედვით. ასე რომ, მედიასტანდარტის დარღვევა ის კი არ არის, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ლოიალობის მიხედვით აფასებს ფაქტებს, არამედ მედიის გადაცდომა, პირველ რიგში, ფაქტების დამახინჯებაზე გადის. აქ უკვე მედიის მომხმარებელმა, მაყურებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ იმას, რომელი მედია ამახინჯებს ამბავს და რომელი მიმართავს ცილისწამებას. ფაქტის დამახინჯებაა სწორედ ცილისწამება და ეს არის გამყოფი კრიტერიუმი იმისა, რომელ მედიას ვენდოთ და რომელს - არა. რომელიმე მედია თუ ამახინჯებს ფაქტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცუდი მედიაა. რაც შეეხება ფაქტების ინტერპრეტაციას, მომხმარებელმა შეიძლება აირჩიოს რომელიმე მედია მისი გემოვნების და ღირებულების მიხედვთ.

- მედიასაშუალებებს, რომლებიც, როგორც ამბობთ, ფაქტებს ამახინჯებენ, ამასთანავე, თავს არიდებენ ბალანსის დაცვას, რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ როგორც ზოგადად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ასევე სხვა მედიასაშუალებების ახალი ამბების დღის წესრიგზე?

- მათ შეუძლიათ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. ფაქტების დამახინჯებას და ინფორმაციის არაობიექტურად გადმოცემას შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და ასეთ საზოგადოებას, რასაკვირველია, მოვლენებზე არაადეკვატური რეაქციები აქვს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მიმართულებით.

- ცნობილია, რომ მედიის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლარიზებას რისკები ახლავს. მას პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებაც შეუძლია?

- პოლიტიკური ნიშნით რადიკალიზება არის საზოგადოების გაყოფის ყველაზე მძლავრი წყარო. როდესაც რადიკალიზაცია პოლიტიკურ შეხედულებებს, რომელიმე პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას, მხარდაჭერას ეხება, ასეთი რადიკალიზაცია ყველაზე მეტად ჩანს და ყველაზე სტაბილურია. რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ მედიის ლოიალობაც სწორედ პოლიტიკური რადიკალიზაციის წყაროა.

- რა ასპექტები გამოკვეთს და რა მიანიშნებს ტელევიზიების მიკერძოებას, რაზე არიან უმეტესად ორიენტირებული პოლარიზებული მედიასაშუალებები?

- შეგვეძლო გვეთქვა, რომ პოლარიზებული ტელევიზიები ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური იდეოლოგიებით საზრდოობენ (როგორც ეს ამერიკაში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია). თუმცა, საქართველოში იდეოლოგიურ განსხვავებებზე უფრო მეტად მუშაობს პოლიტიკური ლიდერების მიმართ ლოიალობა. ჩვენთან პოლიტიკა მაინც პერსონიფიცირებულია და ის დადის სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ ლოიალობაზე. მეორეს მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან თავად პოლიტიკურ ძალებს თანმიმდევრული და მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური ნიშა აქვთ (იშვიათი გამონაკლისია, მაგალითად, "გირჩი“, მეტ-ნაკლებად -"ლელო“). ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ძალები იდეოლოგიური თვალსაზრისით, ზიგზაგებით მოქმედებენ და არათანმიმდევრულები არიან. მედიის მიკერძოებულობაზე მიანიშნებს განსხვავებული პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური იდეოლოგების მიმართ მხარდაჭერა. ტელევიზიების მიერ თემების და რესპონდენტების შერჩევა არის ამ ლოიალობის გამოძახილი - ვისაც რომელი პოლიტიკური ძალა მოსწონს, რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას ემხრობა, მისი მხარდამჭერი და მისი წარმომადგენელი მოჰყვას სტუდიაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს არანორმალურია. პრინციპში, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა იმიტომ გაჩნდა მსოფლიოში, რომ უნდა არსებობდეს ტელემედია საზოგადოებაში, რომელსაც არა მხოლოდ ფაქტების დამახინჯება ეკრძალება, ასევე, მოეთხოვება დააბალანსოს ფაქტების ინტერპრეტაციები, სხვადასხვა იდეოლოგიური პოზიციიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების პოზიციიდან შეაფასოს მოვლენები და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეოლოგიის დომინანტური გავლენის ქვეშ. საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ დაკვეთას ისე არ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი მედიები რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.

ის, რომ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მის მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიას იყენებს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, არ არის უჩვეულო რამ. ასე მარტო საქართველოში კი არა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც იქცევიან. კერძო მედიებს აქვთ "ფუფუნება“, რომ ისინი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცნენ. მედიასტანდარტების დარღვევა გადის ცილისწამებაზე და არა იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენ ამა თუ იმ მოვლენას, რა დატვირთას მისცემ მათ. ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ სამწუხარო რეალობაა, როდესაც მედია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცევა, მაგრამ ასეა მთელ მსოფლიოში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარდა. "საზმაუს" მოეთხოვება დაბალანსება და ნეიტრალიტეტი, ანუ სხვადასხვა პოზიციების შეჯერებულად წარმოდგენა.

- ასეთ ვითარებაში ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცეს, სადაც ყველას მოუსმენენ, სადაც მაყურებელს ეძლევა საშუალება, მიიღოს ინფორმაცია ფაქტზე და არა ჟურნალისტების მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე...

- დაბალანსებული მედიები უნდა არსებობდნენ და ასეთი ტელემედიისთვის ნიშა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ჩვენს რეალობაში "პალიტრანიუსმა“, როგორც ტელევიზიამ, ჩემი აზრით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციას იტვირთა. მე რასაც ვაკვირდები, "პალიტრანიუსი“ ცდილობს, რომ იყოს ერთგვარი ალტერნატივა "საზმაუსი" და იყოს დაბალანსებული. ეს ნამდვილად ემჩნევა მას სტუმრების მოწვევის, მოვლენათა გაშუქების და მათი ინტერპრეტაციების თვალსაზრისითაც. ის ფაქტების დამახინჯებასაც მაქსიმალურად ერიდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, ამ თვალსაზრისით რაიმე მძიმე შემთხვევა. რა თქმა უნდა, "პალიტრანიუსს“ არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმხელა ფინანსური გარანტიები, რაც აქვს "საზმაუს", მაგრამ ფუნქციას, რომ მოვლენები შეაფასოს სხვადასხვა იდეოლოგიის, ღირებულებების და დაბალანსების გათვალისწინებით, ის ზედმიწევნით ასრულებს.