პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
XXI საუკუნის ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ  გამოცემაზე
XXI საუკუნის ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ  გამოცემაზე

„ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, შოთა რუს­თა­ვე­ლის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ერ­თა­დერ­თი პო­ე­მაა, რო­მელ­შიც ორი პა­რა­ლე­ლუ­რი ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი - არა­ბე­თის და ინ­დო­ე­თის. ორი­ვე მათ­გა­ნი ერ­თმა­ნეთს სი­უ­ჟე­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბა. ტექ­სტის პირ­ვან­დელ­მა ვა­რი­ან­ტმა ჩვე­ნამ­დე, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­აღ­წია. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვი­საა ცნო­ბი­ლი, მე-16 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. თა­ვად პო­ე­მა მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში თა­მა­რის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­წე­რა და 1712 წლამ­დე მხო­ლოდ ხელ­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. დღე­ი­სათ­ვის 164-მა ხელ­ნა­წერ­მა მო­აღ­წია.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ტექ­სტი იც­ვლე­ბო­და. ხში­რად ემა­ტე­ბო­და ახა­ლი სტრო­ფე­ბი, ზოგ­ჯერ კი მთლი­ა­ნი თა­ვე­ბიც, რომ­ლე­ბიც „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის გაგ­რძე­ლე­ბე­ბის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

„ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ზო­გი­ერ­თი ხელ­ნა­წე­რი გა­ფორ­მე­ბუ­ლია მდიდ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით და მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბი ქმნიდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და ხე­ლით გა­და­წე­რის უდი­დე­სი ტრა­დი­ცია. სწო­რედ ამ ტრა­დი­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი გან­ძი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და აქამ­დე მო­ი­ტა­ნა.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის კი­დევ ერთ, ახალ გა­მო­ცე­მას იხი­ლავს. სულ ახ­ლა­ხან დას­რულ­და 18-წლი­ან პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­მაც ეპო­ქის 300-მდე გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. „21-ე სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ შექ­მნის იდეა კო­ლექ­ცი­ო­ნერ გუ­რამ ახა­ლა­ი­ას ეკუთ­ვნის.

„უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბამ, ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი გა­დამ­წე­რე­ბის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბამ, გა­მი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი „XXI სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ შეგ­ვექ­მნა. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვე­ცა­ნი 50-მდე კა­ლიგ­რა­ფის­ტის ნა­მუ­შე­ვარს, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი ვერ­ცერ­თზე ვერ შე­ვა­ჩე­რე. ამი­ტო­მაც თხოვ­ნით მივ­მარ­თე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ამ პრო­ექ­ტში და ხე­ლით გა­და­ე­წე­რათ „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ თითო გვერ­დი,“ – გუ­რამ ახა­ლა­ია.

„21-ე სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” პირ­ვე­ლი გვერ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ილია II-მ გა­და­წე­რა, მე­ო­რე გვერ­დი - ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­მა, მე­სა­მე - ანა კა­ლან­და­ძემ. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტებ­მა, მწერ­ლებ­მა, მეც­ნი­ე­რებ­მა, მთარ­გმნე­ლებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, მუ­სი­კო­სებ­მა, არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა, მსა­ხი­ო­ბებ­მა, სპორ­ტსმე­ნებ­მა, კა­ლიგ­რა­ფის­ტებ­მა და წმი­ნა სი­ნო­დის წევ­რებ­მა. ბოლო გვერ­დი გა­და­წე­რა 21-ე სა­უ­კუ­ნის უდი­დეს­მა მო­ქამ­და­კემ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ილუსტრა­ცი­ე­ბის შექ­მნა­ში ცნო­ბილ­მა მხატ­ვრებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ესე­ნი არი­ან: ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, პიკო (ზუ­რაბ) ნი­ჟა­რა­ძე, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი, ქეთი მა­ტა­ბე­ლი, თემო გო­ცა­ძე, თაზო ხუ­ციშ­ვი­ლი, ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი, მურ­თაზ მურ­ვა­ნი­ძე, მა­მუ­კა ცე­ცხლა­ძე, რეზო ადა­მია, ზუ­რაბ ხა­ბა­ძე, გოგი წე­რე­თე­ლი, ლო­რე­ტა შენ­გე­ლია, მა­მია მა­ლა­ზო­ნია, გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რი, და­ვით აფ­ცი­ა­უ­რი, თეკ­ლა მე­ლა­ძე. ხელ­ნა­წე­რის თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის მხატ­ვრუ­ლად გა­სა­ფორ­მებ­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ხელ­ნა­წე­რის­თვის, კა­მა­რე­ბის, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი­სა და სა­ზე­დაო ასო­ე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­ნა­წერ­თა მხატ­ვარ-რესტრავ­რა­ტორ­მა ლია სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

პო­ე­მა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ 37 ქვე­ყა­ნა­ში 47 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. ხელ­ნა­წე­რი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­დამ­წერ­თა დიდი სურ­ვი­ლია, რომ სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ შოთა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვდა­ვი პო­ე­მის ხე­ლით გა­და­წე­რის ტრა­დი­ცია გაგ­რძელ­დეს, რათა ის ან­დერ­ძად და­უბ­რუნ­დეს მო­მა­ვა­ლი ას­წლე­უ­ლის ქარ­თვე­ლებს და ძვე­ლი კა­ლიგ­რა­ფის­ტე­ბის მსგავ­სად, მათ შექ­მნან XXII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“.

წიგ­ნის ბეჭ­დუ­რი ვერ­სია შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­დე­ბა და მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

XXI საუკუნის ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ  გამოცემაზე

XXI საუკუნის ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ  გამოცემაზე

„ვეფხისტყაოსანი“ მე-12 საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა, რომელშიც ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი - არაბეთის და ინდოეთის. ორივე მათგანი ერთმანეთს სიუჟეტურად უკავშირდება. ტექსტის პირვანდელმა ვარიანტმა ჩვენამდე, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, მე-16 საუკუნით თარიღდება. თავად პოემა მე-12 საუკუნეში თამარის მეფობის პერიოდში დაიწერა და 1712 წლამდე მხოლოდ ხელნაწერების მეშვეობით ვრცელდებოდა. დღეისათვის 164-მა ხელნაწერმა მოაღწია.

საუკუნეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი იცვლებოდა. ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთლიანი თავებიც, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.

„ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი ხელნაწერი გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებით და მინიატურებით, რომლებსაც სხვადასხვა მხატვრები ქმნიდნენ. საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ხელით გადაწერის უდიდესი ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა ეს უძვირფასესი განძი საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა და აქამდე მოიტანა.

ქართველი მკითხველი გენიალური პოემის კიდევ ერთ, ახალ გამოცემას იხილავს. სულ ახლახან დასრულდა 18-წლიან პროექტზე მუშაობა, რომელმაც ეპოქის 300-მდე გამორჩეული ადამიანი გააერთიანა. „21-ე საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა კოლექციონერ გურამ ახალაიას ეკუთვნის.

„უნიკალური ქართული ხელნაწერებისადმი მოწიწებამ, ცნობილი თუ უცნობი გადამწერების მიმართ მადლიერების გრძნობამ, გამიჩინა სურვილი „XXI საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი“ შეგვექმნა. თავდაპირველად გავეცანი 50-მდე კალიგრაფისტის ნამუშევარს, მაგრამ არჩევანი ვერცერთზე ვერ შევაჩერე. ამიტომაც თხოვნით მივმართე ჩვენი ქვეყნის ცნობილ ადამიანებს, საერო და სასულიერო პირებს, საზოგადოებაში გამორჩეულ პიროვნებებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ პროექტში და ხელით გადაეწერათ „ვეფხისტყაოსნის“ თითო გვერდი,“ – გურამ ახალაია.

„21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის” პირველი გვერდი საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ გადაწერა, მეორე გვერდი - ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე - ანა კალანდაძემ. საბოლოოდ, პროექტში მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის პრემიის ლაურეატებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, კალიგრაფისტებმა და წმინა სინოდის წევრებმა. ბოლო გვერდი გადაწერა 21-ე საუკუნის უდიდესმა მოქამდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა.

ილუსტრაციების შექმნაში ცნობილმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა, ესენი არიან: ლევან ცუცქირიძე, პიკო (ზურაბ) ნიჟარაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, თემო გოცაძე, თაზო ხუციშვილი, ზურაბ წერეთელი, მურთაზ მურვანიძე, მამუკა ცეცხლაძე, რეზო ადამია, ზურაბ ხაბაძე, გოგი წერეთელი, ლორეტა შენგელია, მამია მალაზონია, გიორგი გეგეჭკორი, დავით აფციაური, თეკლა მელაძე. ხელნაწერის თითოეული გვერდის მხატვრულად გასაფორმებლად, სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის, კამარების, მინიატურებისა და საზედაო ასოების კომპოზიციები, უძველესი ხელნაწერების მიხედვით შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხელნაწერთა მხატვარ-რესტრავრატორმა ლია სიხარულიძემ.

პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“ 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერთა დიდი სურვილია, რომ საუკუნეში ერთხელ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ხელით გადაწერის ტრადიცია გაგრძელდეს, რათა ის ანდერძად დაუბრუნდეს მომავალი ასწლეულის ქართველებს და ძველი კალიგრაფისტების მსგავსად, მათ შექმნან XXII საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“.

წიგნის ბეჭდური ვერსია შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/JLYCDp5NWs8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>