ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის რძალი გურანდა ბერიძე აცხადებს, რომ მის ოჯახზე ზეწოლა და შანტაჟი არ მიმდინარეობდა.
მისი განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ, სავარაუდო, ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით, ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
"მე არ ვიცი რა თქვეს, არანაირი ზეწოლა ჩვენზე არ ყოფილა, ახლა არ მინდა ვისაუბრო ტელევიზიით, მაგრამ ოჯახი აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას", - ამბობს გურანდა ბერიძე.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.