მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს - მივმართავთ ომბუდსმენს, ეს საქმე გამოიძიოს" - ხატია დეკანოიძე
"ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს - მივმართავთ ომბუდსმენს, ეს საქმე გამოიძიოს" - ხატია დეკანოიძე

"არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის რე­ჟი­მი არ ერი­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შან­ტაჟს, არ ერი­დე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე სი­ბინ­ძუ­რე­ში გახ­ვე­ვას და შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რომ ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი დღეს აღარ არის" - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ბა­თუმ­ში საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტის ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძე ნერ­ვი­უ­ლობ­და ყვე­ლა­ზე ვინც მის გარ­შე­მო იყო და ვე­ღარ გა­უძ­ლო.

"არ შე­იძ­ლე­ბა დუ­მი­ლი, რად­გან დღეს რაც მო­ვის­მი­ნეთ ჩვენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის­გან ბა­თუმ­ში, გი­ორ­გი კირ­თა­ძის გან­ცხა­დე­ბა, ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლის ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა არის წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს რე­ჟი­მის მიერ იმ­დე­ნად სა­ზი­ზღა­რი და მა­ხინ­ჯი სის­ტე­მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ რეპ­რე­სი­ულ მე­ქა­ნიზ­მთან, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის რე­ჟი­მი არ ერი­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შან­ტაჟს, არ ერი­დე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე სი­ბინ­ძუ­რე­ში გახ­ვე­ვას და შე­დე­გად ვი­ღებთ იმას, რომ ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი დღეს აღარ არის. ძა­ლი­ან მძი­მეა დღეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ რე­ჟიმ­მა ვე­ღარ გა­ბე­დოს ადა­მი­ა­ნე­ბის შან­ტა­ჟი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლად, ოპო­ზი­ცი­ის ზე­წო­ლის მიზ­ნით. ჩვენს თა­ნა­გუნ­დელ­თან რე­ჟიმ­მა გა­აგ­ზავ­ნა ას­ლან აბა­ში­ძის ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და და­ა­შან­ტა­ჟეს. მას შან­ტა­ჟის გარ­და მოს­ყიდ­ვა შეს­თა­ვა­ზეს. ის ნერ­ვი­უ­ლობ­და ყვე­ლა­ზე ვინც მის გარ­შე­მო იყო და ამას ვე­ღარ გა­უძ­ლო. ჩვენ არ ვა­პი­რებთ შე­ვე­გუ­ოთ იმას, რომ რე­ა­ლუ­რად არა­ვინ არ და­ი­სა­ჯოს ამ ადა­მი­ან­ზე ზე­წო­ლის გამო. ეს არა­ვის არ შერ­ჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან მო­უ­წო­და სა­ხალ­ხო დამ­ცველს და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ძი­ონ და შე­ის­წავ­ლონ.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გი­ორ­გი კირ­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუ­მის ახა­ლი მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მა­მის, და­ვით რიჟ­ვა­ძის და­ვა­ლე­ბით, მოს­ყიდ­ვის სა­ნაც­ვლოდ 100 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ. რო­გორც კირ­თა­ძე აცხა­დებს, მათ შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი აქვთ, რო­მე­ლიც თა­ვად ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძემ გა­ა­კე­თა და მას პი­რა­დად გა­დას­ცა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამაზ ხატიას
1

შენ წარმოიდგინე, ნაცებიც სიკვდილის შვილები ხართ და ოდესმე ოცნების ჩაურევლად მოკვდებით

ხატია დეკანოიძეს
4

შენზე რას იტყვი? შენ რომ შენი ნაც-ზონდერები მიუგზავნე არჩევნებზე ისნის საოლქოს თავმჯდომარეს და დააშანტაჟე და კაცი იმავე ღამეს გარდაიცვალა შიშისგან და ნერვიულობისგან, ამისათვის შენ არ უნდა დაგეკისროს პასუხისმგებლობა?! შენ მაინც ნუ იღებ ხმას, შე ზონდერო!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს - მივმართავთ ომბუდსმენს, ეს საქმე გამოიძიოს" - ხატია დეკანოიძე

"ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს - მივმართავთ ომბუდსმენს, ეს საქმე გამოიძიოს" - ხატია დეკანოიძე

"არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ბათუმში საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ვეღარ გაუძლო.

"არ შეიძლება დუმილი, რადგან დღეს რაც მოვისმინეთ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ბათუმში, გიორგი კირთაძის განცხადება, ჩვენი თანამებრძოლის ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადება არის წარმოუდგენლად მძიმე, როდესაც საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი დღეს აღარ არის. ძალიან მძიმეა დღეს ამაზე საუბარი, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ, თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად, ოპოზიციის ზეწოლის მიზნით. ჩვენს თანაგუნდელთან რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და დააშანტაჟეს. მას შანტაჟის გარდა მოსყიდვა შესთავაზეს. ის ნერვიულობდა ყველაზე ვინც მის გარშემო იყო და ამას ვეღარ გაუძლო. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ რეალურად არავინ არ დაისაჯოს ამ ადამიანზე ზეწოლის გამო. ეს არავის არ შერჩება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან მოუწოდა სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის უწყებას, რომ აღნიშნული საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიონ და შეისწავლონ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.