კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"
რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"

"რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის გა­ნაღმვის მიზ­ნით, ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან აფხა­ზეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ. სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხრე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის ინ­ჟი­ნერ-მე­სან­გრე­თა ქვე­და­ნა­ყო­ფი, რომ­ლის მე­ქა­ნი­ზე­ბულ­მა კო­ლო­ნამ თით­ქმის ათა­სი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა ხან­კა­ლი­დან გუ­და­უ­თამ­დე“, - ნათ­ქვა­მია რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის "სვო­ბოდ­ნა­ია პრე­სის“ ("Свободная пресса") მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით" "სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს "Су“-ებს გა­დას­ცე­მენ: რუ­სე­თი აფხა­ზეთ­თან ავი­ა­მი­მოს­ვლას თა­ვი­სი ტუ­რის­ტე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის აღად­გენს“ (ავ­ტო­რი - სერ­გეი ბა­ტი­შე­ვი).

რო­გორც ირ­კვე­ვა, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის გამ­ნაღმვე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ი­ღეს სოჭ­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ას­ლან ბჟა­ნი­ას შეხ­ვედ­რის დროს.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აე­რო­პორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ზი­დად სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ და­ი­წყო მოს­კოვ­მა გა­ნაღმვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ?

რო­გორც რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ოლეგ სმი­რო­ვი ამ­ბობს, ამის მი­ზეზს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია წარ­მო­ად­გენს: "ამ­ჟა­მად ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტის და­უ­ყო­ნებ­ლივ აღ­დგე­ნას ითხოვს. ეს ეკო­ნო­მი­კურ მი­ზან­შე­წო­ნი­ლე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი. კო­რო­ნა­ვის­რუ­სის გამო რუ­სე­თი­დან უცხო­ეთ­ში ავი­ა­მი­მოს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა მზე­რა ისევ აფხა­ზეთს მი­ა­პყრეს. რეს­პუბ­ლი­კა­ში მა­ტა­რებ­ლით ჩას­ვლა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია - მოს­კო­ვი­დან კი, მაგ­რამ ურა­ლე­ლებ­მა და ციმ­ბი­რე­ლებ­მა რა ქნან? სო­ჭის (ად­ლე­რის) აე­რო­პორ­ტში მო­სახ­ვედ­რად მათ გა­დაჯ­დო­მა მა­ინც მოს­კოვ­ში უწევთ“.

აფხა­ზე­თის ერ­თა­დერ­თი სა­მო­ქა­ლა­ქო აე­რო­პორ­ტი სო­ხუმ­თან ახ­ლოს, ბა­ბუ­შა­რას­თან 1960-იან წლებ­ში აიგო. აფხა­ზე­თის ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1993 წელს, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (ICAO) სო­ხუმ­ში ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა და ამი­ტომ აე­რო­პორ­ტს და­ხურ­ვა მო­უ­წია. სხვა­თა შო­რის, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლის სიგ­რძე 3,6 კი­ლო­მეტ­რია, რაც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ყვე­ლა ტი­პის სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად. აე­რო­პორ­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა თვითმფრი­ნა­ვე­ბის და­საშ­ვე­ბად რო­გორც ზღვის, ასე­ვე მთე­ბის მხრი­დან.

რო­გორც სტა­ტი­ი­დან ვი­გებთ, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის გა­ნაღმვა მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პირ­ველ ეტაპს წარ­მო­ად­გენს. შემ­დეგ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა აე­რო­ვაგ­ზლის შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა (უფრო ზუს­ტად, ხე­ლახ­ლა აგე­ბა), საწ­ვავ-გა­სა­მარ­თი კომ­პლექ­სი­სა და სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლის პუნ­ქტის მშე­ნებ­ლო­ბა... სა­მუ­შა­ო­ე­ბი, აფხა­ზუ­რი მხა­რის შე­ფა­სე­ბით, 4,5 მი­ლი­არდ რუბლს მო­ი­თხოვს. 120 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ი­ხარ­ჯე­ბა საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მზად გა­ი­სად, შე­მოდ­გო­მა­ზე იქ­ნე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ აე­რო­პორ­ტი პირ­ველ მგზავ­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2024 წლი­სათ­ვის მი­ი­ღებს. წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით, აე­რო­პორ­ტის რე­მონ­ტის ხარ­ჯე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღე­ში მი­ნი­მუმ ოთხი რე­გუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი ზა­ფხუ­ლო­ბით დღე-ღა­მე­ში 5 ათას მგზავრს, ხოლო ზამ­თრო­ბით - ათას მგზავრს იღებ­და.

რო­გორც ოლეგ სმირ­ნო­ვი ამ­ბობს, აე­რო­პორ­ტის რენ­ტა­ბე­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა­ზე. თუ აფხა­ზე­ბი ტუ­რიზ­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ, სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ, სო­ხუმ­ში რუ­სე­თის ყვე­ლა მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქა­ლა­ქი­დან ჩავ­ლენ. ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­კუ­რორ­ტო ბა­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე...

"მჯე­რა, რომ სა­მო­მავ­ლოდ სო­ხუმ­ში თვითმფრი­ნა­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან იფ­რე­ნენ. თუმ­ცა დღეს არის ერთი "მაგ­რამ“ - პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ და­ფიქ­რე­ბას ითხოვს. და­ვუშ­ვათ, რომ აე­რო­პორ­ტი აშე­ნე­ბუ­ლია, შე­კე­თე­ბუ­ლია ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლიც... მაგ­რამ თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია აფხა­ზე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფრე­ნის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა. დღეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობს. ეს სა­კი­თხი აფხა­ზეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. თა­ვის მხრივ, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჯერ არ და­უმ­ტკი­ცე­ბია აფხა­ზე­თის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სმირ­ნო­ვი და ჟურ­ნა­ლის­ტის შე­ნიშ­ვნა­ზე, რომ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს ყი­რიმ­ში ავი­ა­მი­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­რე­ი­სე­ბი ჯერ კი­დევ არ სრულ­დე­ბა, პა­სუ­ხობს:

"გე­თან­ხმე­ბით. აფხა­ზე­თის სი­ტუ­ა­ცია ახ­ლოს დგას ყი­რი­მის სი­ტუ­ა­ცი­ას­თან, მაგ­რამ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ჩვენ ყი­რიმ­ში მა­ინც დავფრი­ნავთ, აფხა­ზეთ­ში კი თუ გავფრინ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია პირ­ვე­ლი­ვე თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დოს. იუ­რი­დი­უ­ლად ქარ­თვე­ლებს პრე­ტენ­ზი­ებს ვერ წა­რუდ­გენ. ვიდ­რე რუ­სე­თი არ მო­ი­ლა­პა­რა­კებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან აფხა­ზე­თის სა­ჰა­ე­როს სივ­რცით სარ­გებ­ლო­ბა­ზე, მა­ნამ სო­ხუმ­ში არა­ვი­თა­რი ფრე­ნა არ იქ­ნე­ბა“.

რა თქმა უნდა, აფხა­ზე­თის დე ფატო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თო­ნაც ცდი­ლობს ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას: აფხა­ზებ­მა სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს ICAO-ს სის­ტე­მით სა­ერ­თა­შო­რი­სო კოდი მი­ა­ნი­ჭეს - URAS, რო­მელ­შიც "U“ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცეს, ხოლო "R“ - როს­ტო­ვის სა­ჰა­ე­რო ზო­ნას ნიშ­ნავს. წინა კოდი UGSS სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტს ქარ­თულ ავი­ა­ზო­ნას აკუთ­ვნებ­და. ქარ­თულ­მა მხა­რემ უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან ავი­ა­რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და არ­ღვევს ICAO-ს წე­სებს.

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტმა, აფხა­ზე­თის დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ბა­ზი­რე­ბის სტა­ტუ­სიც მი­ი­ღო, ანუ მათი თქმით, ასაფ­რენ-და­საშ­ვებ ზო­ლით ისარ­გებ­ლე­ბენ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­გზავ­რო-სატ­რან­სპორ­ტო, ასე­ვე სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბიც.

"აფხა­ზე­თის­თვის ერ­თობ­ლი­ვი ბა­ზი­რე­ბის სტა­ტუ­სი მიმ­ზიდ­ვე­ლია იმი­თაც, რომ მთავ­რო­ბას იმე­დი აქვს მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი სახ­სრე­ბი მი­ი­ზი­დოს რუ­სე­თი­დან. ცხა­დია, აე­როდ­რო­მით რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია ისარ­გებ­ლებს. მოს­კო­ვი­სათ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნია, რაც უფრო ახ­ლოს ექ­ნე­ბა აე­როდ­რო­მი პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან. სო­ხუ­მი­დან ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა სა­ქარ­თვე­ლო, შავი ზღვის მიღ­მა კი - თურ­ქე­თი“, - ამ­ბობს ოლეგ სმირ­ნო­ვი.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ამ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნათ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­და­უ­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის ახა­ლი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი კონ­სტან­ტი­ნე სივ­კო­ვი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ რუ­სე­თი მარ­თლაც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სო­ხუმ­ში ერ­თობ­ლი­ვი სარ­გებ­ლო­ბის აე­როდ­რო­მის არ­სე­ბო­ბით. იქ სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბა­ზის გან­ლა­გე­ბაც.

"ასაფ­რენ-და­საშ­ვე­ბი ზო­ლის სიგ­რძე საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ სო­ხუმ­მა ყვე­ლა ტი­პის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღოს - ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი, ბომბდამ­შე­ნი, მო­ი­ე­რი­შე... ცხა­დია, ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი აქვს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ-ბომბდამ­შენ ავი­ა­ცი­ას. იმი­ტომ, რომ სო­ხუ­მის აე­როდ­რომს სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი არ ექ­ნე­ბა. მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში რო­მე­ლი­მე ტაქ­ტი­კუ­რი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­ვა­რა­უ­დო მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან - სახ­მე­ლე­თო, ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­თან ერ­თად“, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი. წყა­რო

  • ჩვე­ნის მხრივ შეგ­ვიძ­ლია აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ასე­თი შე­ფა­სე­ბა მივ­ცეთ: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მა­ღა­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, შავი ზღვის აუზ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სეთ­მა, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა აფხა­ზეთ­ში ოკუ­პა­ცი­ის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბით შავ ზღვა­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბაც გა­ი­ზარ­და მის­თვის. ფაქ­ტია, აფხა­ზე­თის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ხელ­შე­სა­წყო­ბად აე­რო­პორ­ტის აღ­დგე­ნა აქამ­დე სულ არ გახ­სე­ნე­ბია...

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ჩამოვაგდოთ კიარა მანათობელი ჯოხებით ვანიშნებთ დაფრენის ადგილს საიდან ამხელა ამბიცია რისი ჩამომგდებლები ვართ გადახნავენ საქართველოს და დაფნას დათესავენ 

ზურა
12

ეხ , რისი ჩამომგდები ვართ , აგერ ყურის ძირში სამაჩაბლოში თავისუფლად დაფრინავენ რუსული ვერტმფრენები და რა მერე ? სამწუხაროდ ასეა :(

ავტორი:

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"

"რუსი სამხედრო მოსამსახურეები, სოხუმის აეროპორტის განაღმვის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. სამუშაოებს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-მესანგრეთა ქვედანაყოფი, რომლის მექანიზებულმა კოლონამ თითქმის ათასი კილომეტრი გაიარა ხანკალიდან გუდაუთამდე“, - ნათქვამია რუსული გამოცემის "სვობოდნაია პრესის“ ("Свободная пресса") მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით" "სოხუმის აეროპორტს "Су“-ებს გადასცემენ: რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას თავისი ტურისტებისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“ (ავტორი - სერგეი ბატიშევი).

როგორც ირკვევა, სოხუმის აეროპორტის გამნაღმველი სამუშაოების ჩასატარებლად გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღეს სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრის დროს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აეროპორტის ამოქმედება, პირველ რიგში, ტურისტების მისაზიდად სჭირდება, მაგრამ რატომ დაიწყო მოსკოვმა განაღმვის სამუშაოები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ?

როგორც რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ სმიროვი ამბობს, ამის მიზეზს კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს: "ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომელიც აეროპორტის დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს. ეს ეკონომიკურ მიზანშეწონილებითაა ნაკარნახევი. კორონავისრუსის გამო რუსეთიდან უცხოეთში ავიამიმოსვლა შეზღუდულია, ამიტომ რუსმა ტურისტებმა მზერა ისევ აფხაზეთს მიაპყრეს. რესპუბლიკაში მატარებლით ჩასვლა ყველას არ შეუძლია - მოსკოვიდან კი, მაგრამ ურალელებმა და ციმბირელებმა რა ქნან? სოჭის (ადლერის) აეროპორტში მოსახვედრად მათ გადაჯდომა მაინც მოსკოვში უწევთ“.

აფხაზეთის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტი სოხუმთან ახლოს, ბაბუშარასთან 1960-იან წლებში აიგო. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, 1993 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სოხუმში ფრენები აკრძალა და ამიტომ აეროპორტს დახურვა მოუწია. სხვათა შორის, სოხუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კილომეტრია, რაც სრულიად საკმარისია ყველა ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების მისაღებად. აეროპორტის მდებარეობა საშუალებას იძლევა თვითმფრინავების დასაშვებად როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.

როგორც სტატიიდან ვიგებთ, სოხუმის აეროპორტის განაღმვა მისი რეაბილიტაციის პირველ ეტაპს წარმოადგენს. შემდეგ საჭირო იქნება აეროვაგზლის შენობის აღდგენა (უფრო ზუსტად, ხელახლა აგება), საწვავ-გასამართი კომპლექსისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის პუნქტის მშენებლობა... სამუშაოები, აფხაზური მხარის შეფასებით, 4,5 მილიარდ რუბლს მოითხოვს. 120 მილიონი რუბლი დაიხარჯება საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელიც მზად გაისად, შემოდგომაზე იქნება. ამბობენ, რომ აეროპორტი პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წლისათვის მიიღებს. წინასწარი გათვლებით, აეროპორტის რემონტის ხარჯები ანაზღაურებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დღეში მინიმუმ ოთხი რეგულარული ავიარეისი შესრულდება.

საბჭოთა პერიოდში სოხუმის აეროპორტი ზაფხულობით დღე-ღამეში 5 ათას მგზავრს, ხოლო ზამთრობით - ათას მგზავრს იღებდა.

როგორც ოლეგ სმირნოვი ამბობს, აეროპორტის რენტაბელობა დამოკიდებული იქნება რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობაზე. თუ აფხაზები ტურიზმის ინფრასტრუქტურას განავითარებენ, საკურორტო ზონას გააუმჯობესებენ, სოხუმში რუსეთის ყველა მილიონიანი ქალაქიდან ჩავლენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკურორტო ბაზის მდგომარეობაზე...

"მჯერა, რომ სამომავლოდ სოხუმში თვითმფრინავები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იფრენენ. თუმცა დღეს არის ერთი "მაგრამ“ - პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას ითხოვს. დავუშვათ, რომ აეროპორტი აშენებულია, შეკეთებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლიც... მაგრამ თვითმფრინავების მიღებამდე აუცილებელია აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ლეგიტიმურობის საკითხის გადაწყვეტა. დღეს ამასთან დაკავშირებით დიდი სირთულეები არსებობს. ეს საკითხი აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია აფხაზეთისთვის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება", - ამბობს გამოცემასთან სმირნოვი და ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ - ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ყირიმში ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას, სადაც საერთაშორისო ავიარეისები ჯერ კიდევ არ სრულდება, პასუხობს:

"გეთანხმებით. აფხაზეთის სიტუაცია ახლოს დგას ყირიმის სიტუაციასთან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ყირიმში მაინც დავფრინავთ, აფხაზეთში კი თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს. იურიდიულად ქართველებს პრეტენზიებს ვერ წარუდგენ. ვიდრე რუსეთი არ მოილაპარაკებს საქართველოსთან აფხაზეთის საჰაეროს სივრცით სარგებლობაზე, მანამ სოხუმში არავითარი ფრენა არ იქნება“.

რა თქმა უნდა, აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლება თვითონაც ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას: აფხაზებმა სოხუმის აეროპორტს ICAO-ს სისტემით საერთაშორისო კოდი მიანიჭეს - URAS, რომელშიც "U“ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ხოლო "R“ - როსტოვის საჰაერო ზონას ნიშნავს. წინა კოდი UGSS სოხუმის აეროპორტს ქართულ ავიაზონას აკუთვნებდა. ქართულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არღვევს ICAO-ს წესებს.

სოხუმის აეროპორტმა, აფხაზეთის დე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ერთობლივი ბაზირების სტატუსიც მიიღო, ანუ მათი თქმით, ასაფრენ-დასაშვებ ზოლით ისარგებლებენ როგორც სამოქალაქო სამგზავრო-სატრანსპორტო, ასევე სამხედრო თვითმფრინავებიც.

"აფხაზეთისთვის ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიმზიდველია იმითაც, რომ მთავრობას იმედი აქვს მშენებლობისათვის დამატებითი სახსრები მიიზიდოს რუსეთიდან. ცხადია, აეროდრომით რუსეთის სამხედრო ავიაცია ისარგებლებს. მოსკოვისათვის მომგებიანია, რაც უფრო ახლოს ექნება აეროდრომი პოტენციურ მოწინააღმდეგესთან. სოხუმიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა საქართველო, შავი ზღვის მიღმა კი - თურქეთი“, - ამბობს ოლეგ სმირნოვი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გუდაუთის სამხედრო ბაზის ახალი ტექნიკით აღჭურვის განახლების შესახებ.

სამხედრო ექსპერტი კონსტანტინე სივკოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი მართლაც არის დაინტერესებული სოხუმში ერთობლივი სარგებლობის აეროდრომის არსებობით. იქ სრულიად შესაძლებელია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის განლაგებაც.

"ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძე საკმარისია იმისთვის, რომ სოხუმმა ყველა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღოს - ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი, მოიერიშე... ცხადია, ყველაზე დიდი შანსი აქვს გამანადგურებელ-ბომბდამშენ ავიაციას. იმიტომ, რომ სოხუმის აეროდრომს სტრატეგიული მიზნები არ ექნება. მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შავი ზღვის აკვატორიაში რომელიმე ტაქტიკური საკითხი იქნება მოსაგვარებელი სავარაუდო მოწინააღმდეგესთან - სახმელეთო, ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული უსაფრთხოების ძალებთან ერთად“, - ამბობს ექსპერტი. წყარო

  • ჩვენის მხრივ შეგვიძლია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ასეთი შეფასება მივცეთ: მოგეხსენებათ, ამჟამად სამხრეთ კავკასიაში მაღალი აქტიურობა შეინიშნება, შავი ზღვის აუზში სერიოზული ინტერესები იკვეთება, აქედან გამომდინარე, რუსეთმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა აფხაზეთში ოკუპაციის კიდევ უფრო გაძლიერებით შავ ზღვაში საკუთარი შესაძლებლობები გააძლიეროს, აქედან გამომდინარე, სოხუმის აეროპორტის მნიშვნელობაც გაიზარდა მისთვის. ფაქტია, აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის ხელშესაწყობად აეროპორტის აღდგენა აქამდე სულ არ გახსენებია...

მოამზადა სიმონ კილაძემ