მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ მისი ვალიდურობის შესახებ
რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ მისი ვალიდურობის შესახებ

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ანს "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შტა­ბი უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"კი­დევ ერთხელ მინ­და და­ვა­ზუს­ტო, რა არის "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” და რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა მწვა­ნე სტა­ტუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა. "მწვა­ნე სტა­ტუ­სი” ენი­ჭე­ბა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, ანუ გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს აც­რის ორი დოზა. გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­ვი­დინ­ფექ­ცია, ოღონდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს 14 დღე.

ამ შემ­თხვე­ვა­ში აღარ ვრცელ­დე­ბა პე­რი­ო­დი, ანუ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ე.წ. ჩამ­კე­ტი აღარ არის და მას "მწვა­ნე სტა­ტუ­სი“ ექ­ნე­ბა მუდ­მი­ვად.

ასე­ვე თუ ადა­მი­ანს აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR ტეს­ტი, ასე­ვე თუ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გე­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ტეს­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ.

  • აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე­მაც. ის რ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­და­ხე­დონ ე.წ. მწვა­ნე სტა­ტუ­სის სა­კითხს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "მწვა­ნე სტა­ტუ­სი“ მუდ­მი­ვად ენი­ჭე­ბა პირს, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი უკვე გა­და­ი­ტა­ნა.

"ჩვე­ნი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პო­ზი­ცია იყო სხვა, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით. ვნა­ხოთ, და­ვაკ­ვირ­დე­ბით და შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გახ­ლავთ ინ­ტერ­სექ­ტო­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო, რო­მელ­შიც და­ახ­ლო­ე­ბით 25-მდე ადა­მი­ა­ნი შე­დის, სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­კი­თხი, რო­გორც წესი მი­ი­ღე­ბა კონ­სენ­სუ­სით. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი რა­მეს იტყვის და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მისი თქმით, "მწვა­ნე პას­პორ­ტში“ შე­დის ოთხი ინ­დი­კა­ტო­რი: ორ­ჯე­რა­დი აცრა, ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნა, ბოლო 72 სა­ათ­ში PCR ტეს­ტი, ბოლო 24 სა­ათ­ში ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
2

კოვიდის გადატანის შემდეგ ერთ თვეში უნდა აიცრათო, მუდმივ მწვანეს როგორ მინთებ? 

სეროჟა
0

გაგახაროთ ღმერთმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ მისი ვალიდურობის შესახებ

რამდენ ხანს ექნება ადამიანს "მწვანე სტატუსი" კორონავირუსის გადატანის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ მისი ვალიდურობის შესახებ

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს "მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნება. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის "მწვანე სტატუსი” და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. "მწვანე სტატუსი” ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას "მწვანე სტატუსი“ ექნება მუდმივად.

ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

  • აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. ის რ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომლის მიხედვითაც "მწვანე სტატუსი“ მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

"ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, "მწვანე პასპორტში“ შედის ოთხი ინდიკატორი: ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა, ბოლო 72 საათში PCR ტესტი, ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.