კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაღების კარაქი, წასასმელი კარაქი და სპრედი - როგორ განვასხვაოთ ეს პროდუქტები ერთმანეთისგან
ნაღების კარაქი, წასასმელი კარაქი და სპრედი - როგორ განვასხვაოთ ეს პროდუქტები ერთმანეთისგან

მა­ღა­ზი­ა­ში კა­რა­ქის სა­ყიდ­ლად შე­სუ­ლი თუ ბევ­რს ფიქ­რობთ, რო­გორ აარ­ჩი­ოთ კა­რა­ქი, რა გან­სხვა­ვე­ბაა ნა­ტუ­რა­ლურ კა­რაქ­სა და სპრედს შო­რის, რა არის წა­სას­მე­ლი კა­რა­ქი ანუ spreadable butter, რის­თვის უნდა იყი­დოთ მარ­გა­რი­ნი და ა. შ. მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ეც­ნოთ წე­სებს, რომ­ლე­ბიც მათ გან­სხვა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ნამ­დვი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 82-პრო­ცენ­ტი­ა­ნია. ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის­გან შედ­გე­ბა და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რძის გარ­და, მხო­ლოდ მა­რი­ლი შე­დის.

წა­სას­მე­ლი კა­რა­ქი, რო­მელ­საც შე­ფუთ­ვა­ზე აწე­რია spreadable - ხში­რად ერე­ვათ სპრედ­ში, თუმ­ცა ეს ასე არ არის. Spreadable ნიშ­ნავს წა­სას­მელ კა­რაქს, რო­მელ­საც რბი­ლი სტრუქ­ტუ­რა აქვს, მას მოხ­მა­რე­ბამ­დე ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ჩე­რე­ბა და დარ­ბი­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა. მა­ცი­ვარ­ში არ მაგრდე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბის­თა­ნა­ვე მარ­ტი­ვად და კომ­ფორ­ტუ­ლად წა­უს­ვათ პურ­ზე. „ლურ­პა­კის“ წა­სას­მე­ლი კა­რა­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის „რაფ­სის“ ზეთი, რო­მე­ლიც მის სტრუქ­ტუ­რას უფრო ნაზს, ჰა­ე­რო­ვან­სა და გემ­რი­ელს ხდის. მას სა­სი­ა­მოვ­ნო და მსუ­ბუ­ქი გემო აქვს და რო­გორც წესი, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში იყე­ნე­ბენ სა­უზ­მის დროს პურ­ზე წა­სას­მე­ლად, ან სენდვი­ჩე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

სპრე­დი( spread) - წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ნა­რევს, მას ნაკ­ლე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით აქვს ცხი­მი, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­ჯე­რე­ბუ­ლია სა­ღე­ბა­ვე­ბით, გე­მოს გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბით და არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბით. თუ პრო­დუქტს ეტი­კეტ­ზე აწე­რია 60-50% ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა, ასე­თი პრო­დუქ­ტი სპრე­დია და არა კა­რა­ქი. სპრე­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს 72%-ია­ნიც.

მარ­გა­რი­ნი არის მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მელ­საც გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სას უტარ­დე­ბა ჰიდ­რო­გე­ნი­ზა­ცია, რის შე­დე­გა­დაც თხე­ვა­დი ზეთი გარ­და­იქ­მნე­ბა მყარ მა­სად და წარ­მო­იქ­მნე­ბა ტრან­სცხი­მე­ბი. ტრან­სცხი­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­ში პრო­დუქ­ტია და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყოს, კა­რა­ქია ის თუ სპრე­დი. თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნამ­დვი­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქის სპრე­დის­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რად გარ­ჩე­ვაც შე­გეძ­ლოთ.

  • პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფერს. ნა­ღე­ბის კა­რა­ქი არც თეთ­რი უნდა იყოს და არც მუქი ყვი­თე­ლი. მას ღია ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს;
  • სა­ყი­ნუ­ლი­დან ახ­ლად­გა­მო­ღე­ბუ­ლი კა­რა­ქი მარ­ტი­ვად არ უნდა იჭ­რე­ბო­დეს. გაჭ­რი­სას ის შე­იძ­ლე­ბა და­იბ­ზა­როს კი­დეც, რაც პრო­დუქ­ტის ნა­ტუ­რა­ლურ შე­მად­გენ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.
  • შე­ფუთ­ვის გახ­სნის შემ­დეგ ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქი ქა­ღალ­დზე არ რჩე­ბა. თუ პრო­დუქ­ტი შე­ფუთ­ვას ეწე­ბე­ბა და მას­ზე რჩე­ბა, ე. ი. ის სპრე­დია;
  • გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი უნდა დნე­ბო­დეს თა­ნაბ­რად და არ გა­მო­ყოფ­დეს ცალ­კე წყალს. შე­საძ­ლე­ბე­ლია აქაფ­დეს, თუმ­ცა არ უნდა აშ­ხეფ­დეს;
  • ჩა­ა­ტა­რეთ პა­ტა­რა ექ­სპე­რი­მენ­ტი: მო­ა­თავ­სეთ კა­რა­ქის ნა­ჭე­რი სა­ყი­ნუ­ლე­ში 10 წუ­თით, შემ­დეგ კი და­დეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. თუ მას­ზე წყლის წვე­თე­ბი გაჩ­ნდა, ესე იგი შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი შე­დის და ის სპრე­დია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქი წვე­თებს არ იკე­თებს.

ამ წე­სე­ბის ცოდ­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქი სპრე­დის­გან გა­არ­ჩი­ოთ. ერ­თმა­ნეთ­ში არ აგე­რი­ოთ სპრე­დი და წა­სას­მე­ლი კა­რა­ქი spreadable.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კა­რაქს პურ­ზე წა­სას­მე­ლად ყი­დუ­ლობთ, ცხო­ბის­თვის თუ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. მთა­ვა­რია, არ­ჩე­ვა­ნი 100%-ით ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტზე შე­ა­ჩე­როთ.

აქვე გე­ტყვით, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ ის, რამ­დენ პრო­ცენ­ტი­ან ნა­ღე­ბის კა­რაქს ვყი­დუ­ლობთ, არა­მედ რო­გორ არის შექ­მნი­ლი ეს პრო­დუქ­ტი და რო­გო­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით.

უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ევ­როპ­რო­დუქ­ტის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

ნაღების კარაქი, წასასმელი კარაქი და სპრედი - როგორ განვასხვაოთ ეს პროდუქტები ერთმანეთისგან

ნაღების კარაქი, წასასმელი კარაქი და სპრედი - როგორ განვასხვაოთ ეს პროდუქტები ერთმანეთისგან

მაღაზიაში კარაქის საყიდლად შესული თუ ბევრს ფიქრობთ, როგორ აარჩიოთ კარაქი, რა განსხვავებაა ნატურალურ კარაქსა და სპრედს შორის, რა არის წასასმელი კარაქი ანუ spreadable butter, რისთვის უნდა იყიდოთ მარგარინი და ა. შ. მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ წესებს, რომლებიც მათ განსხვავებაში დაგეხმარებათ.

ნამდვილი ნაღების კარაქი 82-პროცენტიანია. ის ნატურალური რძისგან შედგება და მის შემადგენლობაში რძის გარდა, მხოლოდ მარილი შედის.

წასასმელი კარაქი, რომელსაც შეფუთვაზე აწერია spreadable - ხშირად ერევათ სპრედში, თუმცა ეს ასე არ არის. Spreadable ნიშნავს წასასმელ კარაქს, რომელსაც რბილი სტრუქტურა აქვს, მას მოხმარებამდე ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება და დარბილება არ სჭირდება. მაცივარში არ მაგრდება. შეგიძლიათ მაცივრიდან გამოღებისთანავე მარტივად და კომფორტულად წაუსვათ პურზე. „ლურპაკის“ წასასმელი კარაქის შემადგენლობაში შედის „რაფსის“ ზეთი, რომელიც მის სტრუქტურას უფრო ნაზს, ჰაეროვანსა და გემრიელს ხდის. მას სასიამოვნო და მსუბუქი გემო აქვს და როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში იყენებენ საუზმის დროს პურზე წასასმელად, ან სენდვიჩების მოსამზადებლად.

სპრედი( spread) - წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, მას ნაკლები პროცენტულობით აქვს ცხიმი, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია საღებავებით, გემოს გამაძლიერებლებით და არომატიზატორებით. თუ პროდუქტს ეტიკეტზე აწერია 60-50% ცხიმის შემცველობა, ასეთი პროდუქტი სპრედია და არა კარაქი. სპრედი შეიძლება იყოს 72%-იანიც.

მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია, რის შედეგადაც თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები ძალიან საშიში პროდუქტია და მისი გამოყენება რეკომენდებული არაა.

კანონმდებლობით სავალდებულოა, რომ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყოს, კარაქია ის თუ სპრედი. თუმცა აუცილებელია ნამდვილი ნატურალური კარაქის სპრედისგან ვიზუალურად გარჩევაც შეგეძლოთ.

  • პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ფერს. ნაღების კარაქი არც თეთრი უნდა იყოს და არც მუქი ყვითელი. მას ღია ყვითელი შეფერილობა უნდა ჰქონდეს;
  • საყინულიდან ახლადგამოღებული კარაქი მარტივად არ უნდა იჭრებოდეს. გაჭრისას ის შეიძლება დაიბზაროს კიდეც, რაც პროდუქტის ნატურალურ შემადგენლობას უსვამს ხაზს.
  • შეფუთვის გახსნის შემდეგ ნატურალური კარაქი ქაღალდზე არ რჩება. თუ პროდუქტი შეფუთვას ეწებება და მასზე რჩება, ე. ი. ის სპრედია;
  • გახურებულ ტაფაზე ნაღების კარაქი უნდა დნებოდეს თანაბრად და არ გამოყოფდეს ცალკე წყალს. შესაძლებელია აქაფდეს, თუმცა არ უნდა აშხეფდეს;
  • ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი: მოათავსეთ კარაქის ნაჭერი საყინულეში 10 წუთით, შემდეგ კი დადეთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ მასზე წყლის წვეთები გაჩნდა, ესე იგი შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები შედის და ის სპრედია. ნატურალური კარაქი წვეთებს არ იკეთებს.

ამ წესების ცოდნა დაგეხმარებათ, რომ ნატურალური კარაქი სპრედისგან გაარჩიოთ. ერთმანეთში არ აგერიოთ სპრედი და წასასმელი კარაქი spreadable.

არ აქვს მნიშვნელობა კარაქს პურზე წასასმელად ყიდულობთ, ცხობისთვის თუ კულინარიაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად. მთავარია, არჩევანი 100%-ით ნატურალურ პროდუქტზე შეაჩეროთ.

აქვე გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენ პროცენტიან ნაღების კარაქს ვყიდულობთ, არამედ როგორ არის შექმნილი ეს პროდუქტი და როგორი ტექნოლოგიით.

უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქტები შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში.