მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა" - გუბაზ სანიკიძე
"დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა" - გუბაზ სანიკიძე

"ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­უშ­ვებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აქ­ტი­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბია ჩა­მო­სუ­ლი" - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავ­დაც­ვა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი თავ­დას­ხმა­ზეა გა­და­სუ­ლი.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლი შეც­ვა­ლა. აქამ­დე ის არ­ჩე­ვანს თა­მა­შობ­და, არა­და­ნი იყო ყო­ველ­თვის ოპო­ზი­ცია. ახლა არ­ჩე­ვა­ნიც და არა­და­ნიც მი­შაა. დი­ლით მო­სახ­ლე­ო­ბა ტე­ლე­ვი­ზორს რომ რთავს, იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას არა კო­ვი­დის ოდე­ნო­ბის, არა­მედ მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ვე­რაფ­რით ვე­რა­ვის ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ მიშა ჩა­მო­ვი­დო­და. ახ­ლაც რომ გარ­წმუ­ნოთ რა­ღა­ცებ­ში, ვერ და­გარ­წმუ­ნებთ, მაგ­რამ ეს მა­ინც მოხ­დე­ბა! და­სავ­ლეთს არ უნ­დო­და მი­შას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. ასე­ვე, და­სავ­ლეთს არ უნ­დო­და რომ ნა­ვალ­ნი მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი­ყო, უკ­რა­ი­ნას ყი­რი­მის­თვის ებ­რძო­ლა. და­სავ­ლე­თი ახლა არის ფაქ­ტის წი­ნა­შე, სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი პრო­ცე­სი შექ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რად არის ქა­ბუ­ლის და­ცე­მის გაგ­რძე­ლე­ბა. ძა­ლი­ან აფუთ­ფუ­თე­ბუ­ლია ყვე­ლა. სტრას­ბურგს რე­ა­გი­რე­ბა "ძა­ა­ნაც“ არ უნ­დო­და. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით პო­ლი­ტი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­თა­დერ­თი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მერ­წმუ­ნეთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ძა­ლი­ან დიდი არ­სე­ნა­ლი აქვს, ჯერ არ აქვს ამუ­შა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მის ჩა­მოს­ვლას, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ არა­ვის რჩე­ვით არ ჩა­მო­სუ­ლა. ვი­საც ეკი­თხე­ბო­და, მათი დიდი ნა­წი­ლი, გა­დამ­წყვე­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეუბ­ნე­ბო­და, რომ არ ღირს ჩა­მოს­ვლაო. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უშ­ვებს პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვინ­მე ცი­ხის კარს კი არ გა­უ­ღებს ან კე­დელს კი არ გა­მო­უნ­გრევს. თვი­თონ გა­მო­ვა, თვი­თონ გა­მო­ან­გრევს იმ ცი­ხის კარს. ძა­ლი­ან რთუ­ლია იმ ადა­მი­ანს ებ­რძო­ლო, ვინც თავ­გან­წირ­ვა­ზე მი­დის. თავ­გან­წი­რულ ადა­მი­ანს ვე­რა­ვინ ერე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე თავ­დაც­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავ­დას­ხმა­ზეა გა­და­სუ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა არის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი, რა თქმა უნდა, არ­ჩევ­ნე­ბის გზით. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა! ეს იყო ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბამ“ გა­ი­ფორ­მა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აქ­ტი­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბია ჩა­მო­სუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ღა­რი­ბაშ­ვილს, არც კონ­სერ­ვა­ტიზ­მი აქვს, არც ქრის­ტი­ა­ნო­ბა, არც ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, არ­ქა­ის­ტია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, "თა­ლი­ბა­ნი“. "თა­ლი­ბა­ნი“ არის არ­ქა­იზ­მი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის "თა­ლი­ბა­ნის“ კავ­კა­სი­უ­რი ვა­რი­ან­ტი. არა­ფე­რი სა­ერ­თო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ქარ­თულ კონ­სერ­ვა­ტიზ­მთან არ აქვს,“- გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუბაზს დიდება და გადიდება!
0

ა კაცი, განსახიერება პატიოსნებისა, პრინციპულობისა და მოუსყიდველობისა. გუბაზი პრემიერად თუ არა პრეზიდენტად მაინც!! 

კონსტანტინე თავართქილაძე
8

ნეტა მამამისს კიდევ ერთი ტომი უქარქაშო ხმლები დაეწერა :)))))))))))) გამგები გეიგებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა" - გუბაზ სანიკიძე

"დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა" - გუბაზ სანიკიძე

"ამ ხელისუფლებას პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი გაუშვებს. ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ სტუმრობისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავდაცვაზე, მიხეილ სააკაშვილი კი თავდასხმაზეა გადასული.

"მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური მდგენელი შეცვალა. აქამდე ის არჩევანს თამაშობდა, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა. დილით მოსახლეობა ტელევიზორს რომ რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ მიშას მდგომარეობის შესახებ. ვერაფრით ვერავის ვარწმუნებდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა. ახლაც რომ გარწმუნოთ რაღაცებში, ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ეს მაინც მოხდება! დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, დასავლეთს არ უნდოდა რომ ნავალნი მოსკოვში ჩასულიყო, უკრაინას ყირიმისთვის ებრძოლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. ძალიან აფუთფუთებულია ყველა. სტრასბურგს რეაგირება "ძაანაც“ არ უნდოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, სააკაშვილი აქ არავის რჩევით არ ჩამოსულა. ვისაც ეკითხებოდა, მათი დიდი ნაწილი, გადამწყვეტი უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ არ ღირს ჩამოსვლაო. ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს. თვითონ გამოვა, თვითონ გამოანგრევს იმ ციხის კარს. ძალიან რთულია იმ ადამიანს ებრძოლო, ვინც თავგანწირვაზე მიდის. თავგანწირულ ადამიანს ვერავინ ერევა. ხელისუფლება უკვე თავდაცვაზეა გადასული, მიხეილ სააკაშვილი თავდასხმაზეა გადასული. სააკაშვილის გენერალური გეგმა არის ამ ხელისუფლების დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნები იქნება! ეს იყო ბოლო არჩევნები, რომელიც "ოცნებამ“ გაიფორმა. ამ ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, არც კონსერვატიზმი აქვს, არც ქრისტიანობა, არც ფასეულობები, არქაისტია ჩვეულებრივი, "თალიბანი“. "თალიბანი“ არის არქაიზმი. "ქართული ოცნება“ არის "თალიბანის“ კავკასიური ვარიანტი. არაფერი საერთო "ქართულ ოცნებას“ ქართულ კონსერვატიზმთან არ აქვს,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.