"ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილს მის დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და ისეთი აბსურდული განცხადებები გააკეთა რომ დამამტკიცებელი დაუდო" - ამის შესახებ "ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას აანონსებ და თან ორ-ორ ადგილას, გამოდის 600 ათასი სამუშაო ადგილი ყოფილა ქვეყანაში და აქამდე დამალული ჰქონდათ.
"გარდა ამისა, 200 ათასი კაცის სამუშაო ადგილის შექმნა, დამატებითი ღირებულების შექნას ნიშნავს. ანუ ჩვენს ქვეყანაში იმდენი ახალი დამატებითი პროდუქტი შეიქმნება, რომ იქიდან შემოსული გადასახადებით არათუ პენსიონერს მოემატება პენსია და მასწავლებელს ხელფაასი, ეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტს გაარმაგებს. რაც ჯერ ვერავინ მოახერხა, ხოლო თუ ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა ამდენი ხანი იცოდა და ორი პრემიერობის მანძილზე გვიმალავდა, მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასაჭერი ყოფილა.
ან რას ნიშნავს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები?! აქამდე ვიცოდით, რომ ამას პატიმრებს უსჯიდნენ და ასე აპირებს პრემიერი 200 ათასი ადამიანის დასაქმებას?!
გამოდის ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებენ, რადგან დაფინანსების წყარო აღარ არსებობს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ისედაც დაცლილი ქვეყნიდან ახლა უკვე ნამდვილად ყველა გაიქცევა, ვისაც კი ამის ელემენტალური საშუალება მიეცემა.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი არაა ამოგლეჯილი კონტექსტიდან, კონტექსტიდან მთელი 9 წელია ამოგლეჯილი, რასაც ვერასოდეს გავასწორებთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ქოცტროლების შემოსევაა )) ქმნიან გოგოები და ბიჭები საზოგადოებრვ აზრს)))
ამ კაცს რას ერჩით? რაზეც ლაპატაკობს ის თემა გააგრძელეთ. რა ყურები არ გაქვთ არქიფოს ნათქვამი გააცნობიეროთ? მან გვითხრა რაც ყველამ ვიცოდით, ეს კაცი სახელად ტრი ტრი არის მახსარა, ზოგ შემთხვევაში მდივანიც, არაფორმალური მართველისა. მან ჩვენც გვითხრა ამით რომ მისთვის სათამაშოები ვართ და ამიტომ თავისი მასხარა დაგვინიშნა პრემიერად. თქვა გასაგებად, რაცგინდათ ის უწოდეთო. მე მახსარას ვუწოდებ და ვინმესთვის შეიძლება ჩემი მახსარა გენიოსი იყოს. ხოდა ბრალი თქვენი, მაგრად მეცოდებით აზროვნებასთან პრობლემა რომ გაქვთ.