სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი
"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი

"300 000 შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი ყო­ველ თვე იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას და ვთქვათ პირ­და­პირ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხა­დეთ ამ დახ­მა­რე­ბის მძევ­ლე­ბი. ადა­მი­ანს აქვს ში­შის გან­ცდა, რომ თუ ის თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს - შე­ი­ძენს ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი და­აკ­ლებს ქუ­ლას, ან მო­უხ­სნის დახ­მა­რე­ბას" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, და­წყე­ბუ­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ვიცე-პრე­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თა­ვენ.

"მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, ეს არის სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხებ­ზე ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი და ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც მე გან­ვი­ხი­ლე ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან, ეფუძ­ნე­ბა იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბობს ევ­რო­პის წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. ეს ე.წ. Public work, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, შრო­მა, არის უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, და­ტეს­ტი­ლი, გა­მოც­დი­ლი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და ჩვენ აქე­დან წა­მო­ვი­ღეთ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა. ვუ­ყუ­რებთ რა არ­სე­ბულ სის­ტე­მას, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ეს არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს. დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 600 000 ადა­მი­ა­ნი იღებს სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას. რო­დე­საც ჩვენ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თით­ქმის გა­ვა­ორ­მა­გეთ ეს დახ­მა­რე­ბა. ჩვე­ნამ­დე იყო ეს სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა შექ­მნი­ლი და უბ­რა­ლოდ ასე გაგ­რძელ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავკვირ­ვე­ბო­დით ამ სის­ტე­მას. რო­დე­საც აღარ ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, ბევ­რი მი­ფიქ­რია ამის შეც­ვლის ვა­რი­ან­ტებ­ზე და მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ ეს სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს და რა­ტომ - 600 000 ადა­მი­ა­ნი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი - 300 000 არის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი ყო­ველ თვე იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას და ვთქვათ პირ­და­პირ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხა­დეთ ამ დახ­მა­რე­ბის მძევ­ლე­ბი. ადა­მი­ანს აქვს ში­შის გან­ცდა, რომ თუ ის თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს - შე­ი­ძენს ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი და­აკ­ლებს ქუ­ლას, ან მო­უხ­სნის დახ­მა­რე­ბას. რაც მის­თვის აღიქ­მე­ბა ტრა­გე­დი­ად, იმი­ტომ, რომ ამის იქით ვე­ღარ ხე­დავს. რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც არის სა­წარ­მო­ე­ბი, ფერ­მე­რე­ბი, რომ გა­და­ა­მოწ­მოთ, ყვე­ლა გე­ტყვით, რომ მუშა ხელს ვე­ღარ შო­უ­ლო­ბენ, მა­გა­ლი­თად, დღე­ში 50 ლარს რომ უხ­დი­ან, ასეთ სა­მუ­შა­ო­ზე მუშა ხელს ვე­ღარ შო­უ­ლო­ბენ. მი­ზე­ზი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - ყვე­ლას ეში­ნია, რომ თუ ჩა­ე­რი­ცხა რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი, მო­უხ­სნი­ან დახ­მა­რე­ბას და არ უღირს მას ერთჯე­რა­დი, ორ­ჯე­რა­დი, ან თუნ­დაც სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ოს ნაც­ვლად მათ­თვის ამ დიდი სი­კე­თის და­კარ­გვა. ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ არ და­ვა­ყე­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ჭი­როა ამ მან­კი­ე­რი სის­ტე­მის შეც­ვლა. ეს სის­ტე­მა უნდა შევ­ცვა­ლოთ ისე, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ჩი­ნოთ გან­ცდა არა უი­მე­დო­ბის და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის, არა­მედ, იმე­დის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის. გან­ვა­ვი­თა­როთ შრო­მის კულ­ტუ­რა, მი­ვაჩ­ვი­ოთ ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბას და უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ არა ერთჯე­რა­დი და სე­ზო­ნუ­რი საქ­მე­ე­ბი, არა­მედ, მუდ­მი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და უკვე შევ­ქმე­ნით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ვიცე-პრე­მი­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე ვაგ­ზავ­ნი სა­მუ­შაო ჯგუფს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ამ მიზ­ნით, ისი­ნი ჩავ­ლენ და გა­მარ­თა­ვენ შეხ­ვედ­რებს. მოხ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­წყებთ ქარ­სა­ცა­ვე­ბის აღ­დგე­ნას, რო­მე­ლიც გა­ჩა­ნაგ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტყე­ე­ბის გა­შე­ნე­ბას, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, რა­ი­ო­ნებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს და ერ­თდრო­უ­ლად ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ნიშ­ნავთ ხელ­ფასს და გა­მო­ვუ­ძებ­ნით მათი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც მი­დის უცხო­ეთ­ში, რა სამ­სა­ხურს ეძებს? და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სამ­სა­ხურს - იქ­ნე­ბა ეს მძღო­ლი, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბა, რეს­ტორ­ნებ­ში მიმ­ტა­ნე­ბად და ა. შ. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენ აქ, ად­გილ­ზე. თუ ადა­მი­ანს შე­ეც­ვლე­ბა სტა­ტუ­სი და აღარ იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი, არა­მედ იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი და მას მი­ნი­მუმ იგი­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა, რამ­დე­ნიც ჰქონ­და მას დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის დროს, მას შე­ეძ­ლე­ბა სხვა და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რიც ჰქონ­დეთ და მას სა­ხელ­მწი­ფო ამ დახ­მა­რე­ბას არ გა­უ­უქ­მებს. შე­იც­ვლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თვა შეგ­ვეძ­ლე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი პროგ­რა­მა და მათ ექ­ნე­ბათ სტა­ბი­ლუ­რი და­საქ­მე­ბა, და ეს იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი.

"საქ­მე არის ულე­ვი და ამ საქ­მეს ჩვენ ვერ გა­მოვ­ლევთ - ძა­ლი­ან ბევ­რი, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათ წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბა.

შიში მო­ეხ­სნე­ბათ ამ ადა­მი­ა­ნებს, კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც აქვთ, რომ ტე­ლე­ვი­ზორს ვერ იყი­დის ადა­მი­ა­ნი და ამ ში­შის ქვეშ უნდა იცხოვ­როს მუდ­მი­ვად, რომ არ მო­ეხ­სნას, ან სხვა და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს რომ ვერ მი­ი­ღებს, რა თქმა უნდა, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი. მას არა მხო­ლოდ ეს ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა ამ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან და იმ შემ­წე­ო­ბის ოდე­ნო­ბის, არა­მედ, მას შე­ეძ­ლე­ბა, რომ 2-3 სხვა სამ­სა­ხუ­რიც იშო­ვოს, მათ შო­რის, სე­ზო­ნუ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი. რე­ა­ლუ­რად, მისი შე­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ორ­მაგ­დეს და გა­სამ­მაგ­დეს. თუ ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ვაჩ­ვი­ეთ ამ შრო­მას, არ გან­ვუ­ვი­თა­რეთ უნა­რე­ბი, თა­ვად არ და­ი­ჯე­რეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა არ მო­ახ­დი­ნეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს არის მო­რე­ვი, ამ მო­რე­ვი­დან თუ არ ამო­ვე­დით, თუ რა­ღაც გარ­ღვე­ვა არ გა­ვა­კე­თეთ, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა.

სის­ტე­მა შე­იქ­მნე­ბა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, გა­ი­წე­რე­ბა ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი, რაც ყვე­ლას მიერ იქ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ სა­კუ­თარ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ი­წყებს და აქე­და­ნაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო აღარ გა­აგ­რძე­ლებს ამ ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დას.

ჯერ არ ჩა­მოგ­ვი­ყა­ლი­ბე­ბია ეს სის­ტე­მა და არ გაგ­ვი­წე­რია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. მე ახ­ლა­ვე შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხოთ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია და ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა გვქონ­და უკვე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოხ­დე­ბა - კონ­კრე­ტულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და პი­რო­ბი­თად, თქვენ ხართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ფერ­მე­რი და გჭირ­დე­ბა 100 მუ­შა­ხე­ლი, მი­მარ­თავთ ამ კონ­კრე­ტულ სა­ა­გენ­ტოს და სა­ა­გენ­ტო გა­მო­გიგ­ზავ­ნით თქვენ, შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­დე­ბა არც დუბ­ლი­რე­ბა, არც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას არ მო­აკ­ლდე­ბა ეს ძალა. ვთქვათ პირ­და­პირ, რომ 300 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ადა­მი­ა­ნი არის ძა­ლი­ან დიდი ძალა. ჩვენ ამ ძა­ლას ისე გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ, ეს არის რე­ა­ლუ­რად დიდი ჯარი, რო­მე­ლიც უნდა იმარ­თოს ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად.

მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ თბი­ლი­სის მე­რია, დღეს რომ მი­ა­წო­დოთ 10 000 მუ­შა­ხე­ლი, ადა­მი­ა­ნი, გაძ­ლევთ პი­რო­ბას და გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­საქ­მებს, იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნია საქ­მე ქა­ლაქ­ში, ყველ­გან. რე­სურ­სი ისე­დაც გვაქვს და ისე­დაც იხარ­ჯე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო გას­ცემს ამ რე­სურსს ხომ, მაგ­რამ გას­ცემს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი იჯ­დეს სახ­ლში და არა­ფე­რი არ აკე­თოს. იდეა ამა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სახ­ლში ჯდო­მის­თვის კი არ უნდა მივ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს ფული, ეს ფული უნდა მივ­ცეთ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. რაც თქვენ მკი­თხეთ - ხომ არ მო­აკ­ლდე­ბა საქ­მე, თუ გა­და­ვა სხვა­გან - ამას ყვე­ლა­ფერს იმგვა­რად და­ვა­ლა­გებთ, რომ ეს იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და კონ­ტრო­ლის ქვეშ. პი­რო­ბი­თად, რო­მე­ლი­მე სხვა კომ­პა­ნი­ას რომ დას­ჭირ­დეს და­ქი­რა­ვე­ბა, და­მა­ტე­ბით, რა თქმა უნდა, ჩა­ე­რი­ცხე­ბათ, მი­ე­ცე­მათ შე­მო­სა­ვა­ლი და სა­ხელ­მწი­ფო არ იქ­ნე­ბა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი.

მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, პრო­ცე­სი იან­ვრი­დან და­ვი­წყოთ. ამ პრო­ცესს, მომ­ზა­დე­ბას დას­ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას, და­ლა­გე­ბას, სის­ტე­მის აწყო­ბას, ერთ თვე­ში ამას ვერ და­ვა­ლა­გებთ, მაგ­რამ ისე უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რომ გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი. 5-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა კარ­გად გა­ი­მარ­თოს ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის პი­რო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bidzina
0

დღეს გენიოსო ისინიც კი ვინც მუშაობს გარბიან აქედან სულ ცოტა პოლონეთში.იმიტომ რომ ის ხელფასი აღარ ყოფნით გაძვირებული ყველაფრის გამო.როგორც შენმა პატრონმა უთხრა ხალხს წადით აქ არაფერი გეშველებათო.როცა ხორბლის იმპორტი მიზნით 100% ით რუსეთს მაშინ უნდა გეფიქრათ რომ როცა მოუნდება გააძვირებს და ვერაფერს იზამთ.მარა უეჭველი განგებ აკეთებთ ამას.აბა სხვა არავისი არ გესმით რუსეთის გარდა

ალექს
0

სოცდახმარების და სხვა სახელმწიფოს მიერ ნაირნაირი გაცემები საეჭვო გარემოში ხდება , აშკარაა მაგ სფეროში კორუფცია მძვინვარებს, ეს ჩანს სამინისტროს საიტზე -რებუსია დადებული , მაგრამ მაინც ჩანს, იკითხება , რომ კორუფციული გარიგებები და სქემები არსებობს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი

"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი

"300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, დაწყებულია იდენტიფიცირება, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს, ასევე რამდენიმე დღეში პრემიერის დავალებით სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სადაც აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს გამართავენ.

"მთავარი გამოწვევები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ამ საკითხებზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე განვიხილე ეკონომიკურ გუნდთან, ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც უკვე არსებობს ევროპის წარმატებულ ქვეყნებში. ეს ე.წ. Public work, საზოგადოებრივი საქმიანობა, შრომა, არის უკვე აპრობირებული, დატესტილი, გამოცდილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ აქედან წამოვიღეთ ეს ინიციატივა. ვუყურებთ რა არსებულ სისტემას, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს უნდა შეიცვალოს. დღეს დაახლოებით 600 000 ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თითქმის გავაორმაგეთ ეს დახმარება. ჩვენამდე იყო ეს სოციალური სისტემა შექმნილი და უბრალოდ ასე გაგრძელდა. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ამ სისტემას. როდესაც აღარ ვიყავი პოლიტიკაში და ვაკვირდებოდი ამ სიტუაციას, ბევრი მიფიქრია ამის შეცვლის ვარიანტებზე და მივედი დასკვნამდე, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და რატომ - 600 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი - 300 000 არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ისინი ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას და ვთქვათ პირდაპირ - ეს ადამიანები გავხადეთ ამ დახმარების მძევლები. ადამიანს აქვს შიშის განცდა, რომ თუ ის თუნდაც ელემენტარულად გაიუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს - შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სოციალური აგენტი დააკლებს ქულას, ან მოუხსნის დახმარებას. რაც მისთვის აღიქმება ტრაგედიად, იმიტომ, რომ ამის იქით ვეღარ ხედავს. რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, რომ გადაამოწმოთ, ყველა გეტყვით, რომ მუშა ხელს ვეღარ შოულობენ, მაგალითად, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშა ხელს ვეღარ შოულობენ. მიზეზი არის ძალიან მარტივი - ყველას ეშინია, რომ თუ ჩაერიცხა რაღაც შემოსავალი, მოუხსნიან დახმარებას და არ უღირს მას ერთჯერადი, ორჯერადი, ან თუნდაც სეზონური სამუშაოს ნაცვლად მათთვის ამ დიდი სიკეთის დაკარგვა. ამ არჩევანის წინაშე რომ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები, საჭიროა ამ მანკიერი სისტემის შეცვლა. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა არა უიმედობის და უპერსპექტივობის, არამედ, იმედის და უკეთესი მომავლის. განვავითაროთ შრომის კულტურა, მივაჩვიოთ ადამიანები მუშაობას და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ დაიწყონ არა ერთჯერადი და სეზონური საქმეები, არამედ, მუდმივი საქმიანობა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ იდენტიფიცირება და უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემირი ხელმძღვანელობს. ასევე რამდენიმე დღეში მე ვაგზავნი სამუშაო ჯგუფს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სწორედ ამ მიზნით, ისინი ჩავლენ და გამართავენ შეხვედრებს. მოხდება სამუშაო ადგილების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ ვიწყებთ ქარსაცავების აღდგენას, რომელიც გაჩანაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ტყეების გაშენებას, ასევე მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაოები შეიქმნება. ამ ადამიანებს დავუნიშნავთ ხელფასს და გამოვუძებნით მათი უნარების შესაბამის სამუშაო ადგილებს.

ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მიდის უცხოეთში, რა სამსახურს ეძებს? დაახლოებით იგივე სამსახურს - იქნება ეს მძღოლი, მშენებლობაზე დასაქმება, რესტორნებში მიმტანებად და ა. შ. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ აქ, ადგილზე. თუ ადამიანს შეეცვლება სტატუსი და აღარ იქნება სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იქნება დასაქმებული და მას მინიმუმ იგივე ანაზღაურება ექნება, რამდენიც ჰქონდა მას დახმარების მიღების დროს, მას შეეძლება სხვა დამატებითი სამსახურიც ჰქონდეთ და მას სახელმწიფო ამ დახმარებას არ გაუუქმებს. შეიცვლება ამ ადამიანების მენტალიტეტი და ამ ადამიანების მიმართვა შეგვეძლება ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და მათ ექნებათ სტაბილური დასაქმება, და ეს იქნება სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავალი.

"საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ - ძალიან ბევრი, მრავალი წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ალბათ, რამდენიმე ათ წლიან პერსპექტივაში, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აღდგენა სჭირდება.

შიში მოეხსნებათ ამ ადამიანებს, კომპლექსი, რომელიც აქვთ, რომ ტელევიზორს ვერ იყიდის ადამიანი და ამ შიშის ქვეშ უნდა იცხოვროს მუდმივად, რომ არ მოეხსნას, ან სხვა დამატებით შემოსავალს რომ ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი და მთავარი მოტივატორი. მას არა მხოლოდ ეს ხელფასი ექნება ამ გარანტირებული სამუშაოდან და იმ შემწეობის ოდენობის, არამედ, მას შეეძლება, რომ 2-3 სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ყოველდღიური სამსახური. რეალურად, მისი შემოსავალი შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს. თუ ჩვენ ადამიანები არ მივაჩვიეთ ამ შრომას, არ განვუვითარეთ უნარები, თავად არ დაიჯერეს საკუთარი თავის და საკუთარი უნარების რეალიზება არ მოახდინეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს არის მორევი, ამ მორევიდან თუ არ ამოვედით, თუ რაღაც გარღვევა არ გავაკეთეთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა.

სისტემა შეიქმნება, ჩამოყალიბდება, გაიწერება ეს კრიტერიუმები და მოთხოვნები, რაც ყველას მიერ იქნება შესასრულებელი. თუ ადამიანი გახდება იმდენად წარმატებული, რომ საკუთარ ბიზნეს საქმიანობას წამოიწყებს და აქედანაც, ბუნებრივია, სახელმწიფო აღარ გააგრძელებს ამ ანაზღაურების გადახდას.

ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია ეს სისტემა და არ გაგვიწერია კრიტერიუმები, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მე ახლავე შემიძლია გიპასუხოთ ძალიან მარტივად, ასე წარმომიდგენია და ამ თემაზე მსჯელობა გვქონდა უკვე, ამ შემთხვევაში, ძალიან მარტივად მოხდება - კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იქნება დასაქმების სააგენტოს კონკრეტული წარმომადგენლობა და პირობითად, თქვენ ხართ წარმატებული ბიზნესმენი, ფერმერი და გჭირდება 100 მუშახელი, მიმართავთ ამ კონკრეტულ სააგენტოს და სააგენტო გამოგიგზავნით თქვენ, შესაბამისად, არ მოხდება არც დუბლირება, არც საზოგადოებრივ საქმიანობას არ მოაკლდება ეს ძალა. ვთქვათ პირდაპირ, რომ 300 000 სამუშაო ადგილი და ადამიანი არის ძალიან დიდი ძალა. ჩვენ ამ ძალას ისე გადავანაწილებთ, ეს არის რეალურად დიდი ჯარი, რომელიც უნდა იმართოს ძალიან ეფექტიანად.

მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის მერია, დღეს რომ მიაწოდოთ 10 000 მუშახელი, ადამიანი, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს, იმიტომ, რომ იმდენია საქმე ქალაქში, ყველგან. რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება, სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს ხომ, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის. რაც თქვენ მკითხეთ - ხომ არ მოაკლდება საქმე, თუ გადავა სხვაგან - ამას ყველაფერს იმგვარად დავალაგებთ, რომ ეს იყოს კოორდინირებული და კონტროლის ქვეშ. პირობითად, რომელიმე სხვა კომპანიას რომ დასჭირდეს დაქირავება, დამატებით, რა თქმა უნდა, ჩაერიცხებათ, მიეცემათ შემოსავალი და სახელმწიფო არ იქნება ამის წინააღმდეგი.

მინდა, რომ ეს ყველაფერი, პროცესი იანვრიდან დავიწყოთ. ამ პროცესს, მომზადებას დასჭირდება რამდენიმე თვე, სისტემატიზაციას, დალაგებას, სისტემის აწყობას, ერთ თვეში ამას ვერ დავალაგებთ, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ გაზაფხული-ზაფხულისთვის ყველაფერი იყოს დალაგებული. 5-6 თვის განმავლობაში ეს სისტემა შეიძლება კარგად გაიმართოს ეფექტური მენეჯმენტის პირობებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.