მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ყო­ვე­ლი 100 კო­ვი­და­ვად­მყო­ფი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მე­ტის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბა, ვიდ­რე ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში , - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ან ერთ-ერთ პირ­ველ ად­გილ­ზე, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ზო­გა­დად COVID პან­დე­მი­ის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ამა­ვე დროს ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID ავად­მყო­ფებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლილ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე 22 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე პოს­ტი, რო­მელ­შიც ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID ავად­მყოფ­თა შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი (ე.წ. CFR), რაც COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რის­ხის ძი­რი­თად მაჩ­ვე­ნე­ბე­ლად ით­ვლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე უფრო და­ბა­ლია. იმა­ვე დღეს "TV Formula“-მ ასე­ვე ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დი­ნა­მი­კით მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე“.

ამა­ზე ბ-ნი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად სვამს კი­თხვას "მე მა­ინც გა­და­ვა­მოწ­მებ­დი ბ-ნ თენ­გიზ­თან, რა­ღა­ცა­ში იქ­ნე­ბა საქ­მე“.

გმად­ლობთ ბა­ტო­ნო ზუ­რაბ. საქ­მე შემ­დეგ­შია:

"TV Formula“-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სწო­რია და მე თვი­თონ ჩემს პოს­ტში პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დზე მკა­ფი­ოდ მაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბოლო პე­რი­ოდ­ში ახა­ლი COVID შემ­თხვე­ვე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ნამ­დვი­ლად არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ პირ­ველ ად­გილ­ზე (გა­აჩ­ნია დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთს ავი­ღებთ). მაგ­რამ აქვე მი­ვუ­თი­თებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის და/ან არა­სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გამო, არა­მედ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სულ სხვა მი­ზე­ზე­ბით, კერ­ძოდ:

COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, რაც თა­ვის მხრივ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოც­ვით, პირ­ბა­დე­ე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოხ­მა­რე­ბით და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი, ძა­ლი­ან ხალ­მხრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბით.

ასე, რომ ჩემი პოს­ტი არა­ნა­ირ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ მო­დის "TV Formula“-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან. სხვა საქ­მეა, რომ ჩემი პოს­ტის შემ­დეგ ნა­წილ­ში მე ასე­ვე მკა­ფი­ოდ და ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ვუ­თი­თებ, რომ ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID ავად­მყო­ფებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (ე.წ. CFR), რო­მე­ლიც არის COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რის­ხის ძი­რი­თა­დი ინ­დი­კა­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოც­ვის პი­რო­ბებ­შიც კი, მა­ინც უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე აშშ-ში და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 COVID ავად­მყო­ფი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტი ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბა, ვიდ­რე ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ანუ კი­დევ ერთხელ რომ შე­ვა­ჯა­მოთ - COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ან ერთ-ერთ პირ­ველ ად­გილ­ზე (გა­აჩ­ნია დრო­ის რა მო­ნაკ­ვეთს ავი­ღებთ), რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ზო­გა­დად COVID პან­დე­მი­ის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ამა­ვე დროს ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID ავად­მყო­ფებს შო­რის გარ­დაც­ვა­ლილ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რაც ცალ­სა­ხად ნიშ­ნავს, რომ COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა (და არა ზო­გა­დად პან­დე­მი­ის მარ­თვა) ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად - მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე ხდე­ბა, მაგ­რამ ეს არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თვით­დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის მკვეთ­რი გაზ­რდა, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხალ­მხრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის (რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით) შე­წყვე­ტა", - წერს ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

კოვიდ-19 ადამიანი ინფიცირდება ნებისმიერ შემთხვევაში, ვაქცინირებული არის თუ არა. ასევე, ვაქცინირებული გადასდებს სხვა ადამიანს, ზუსტად ისე,როგორც არავაქცინირებული. ვაქცინა, როგორც WHO აცხადებს დაახლ. 80% გართულებისგან იცავს მხოლოდ. ნიურბერგის კოდექსი გარანტიას იძლევა ყველა ადამიანმა პირადად გადაწყვიტოს სამედიცინო მომსახურება! რატომ გვაიძულებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვინმეს შეუძლია???

*598
0

ვაი, უბედურო საქართველო როგორ არსაიდან ჩანს ჩვენი საშველი !სულ სხვისი ბრალია ყველაფერი - 2 წლის ბავშვებივით ყველაფერში მართლები რომ არიან მთავრობიდან დაწყებული რიგირთი მოქალაქით დამთავრებული, იმიტომაც ვართ ყველა უბედურებაში #1 ადგილზე.უპასუხისმგებლობა, უვიცობა და არაპროფესიონალიზმი გვღუპავს ხალხო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ყოველი 100 კოვიდავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში , - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

თენგიზ ცერცვაძის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მე 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებელად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია. იმავე დღეს "TV Formula“-მ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზე“.

ამაზე ბ-ნი ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას "მე მაინც გადავამოწმებდი ბ-ნ თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“.

გმადლობთ ბატონო ზურაბ. საქმე შემდეგშია:

"TV Formula“-ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ). მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით, კერძოდ:

COVID ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით.

ასე, რომ ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის "TV Formula“-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ - COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID-ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად - მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალმხრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა", - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.