"მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ რამდენჯერაც სააკაშვილს თავი ასტკივდება, კურორტზე გავუშვათ, სერიოზულად არავინ შეხედავს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები მოხსნილია.
"სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
რაც შეეხება მისი პირადი ექიმის და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ატკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას ბუნებრივია, არც ერთი ჩვენი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის როგორც პატიმარი მიიღებს სრულყოფილ სამედიცონო მომსახურებას, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამისი განათლების დასკვნა თუ დადო ბიძინამ?სანამ არ დადებს არ ღირს მოსმენა.რა იცი იქნებ უცოდინარი ღარიბაშვილივით გვატყუებს?
ბატონო გურამ, ყურადღებით იყავით, მათ უნდათ რომ ფსიქიატრიული დიაგნოზი გაუფორმონ,რომ გარეთ გამოვიდეს. მერე მოუხსნიან იმ დიაგნოზს და შეუდგება ახალ ტერორს.18 წელი ნიკოლოზ ყიფშიძე ვერ მიხვდა ,რომ ფსიქიატრი სჭირდებოდა?