მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა - ამ ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში" - რატი ბრეგაძე
"სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა - ამ ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში" - რატი ბრეგაძე

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი სჭირ­დე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრი აცხა­დებს, უპი­რო­ბოდ გაჟ­ღე­რე­ბულ მო­თხოვ­ნებს კი, ასე­თი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია.

რატი ბრე­გა­ძის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს.

"ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი. იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა და­ტო­ვოს ციხე, მან უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი ან უნდა იყოს შე­წყა­ლე­ბუ­ლი, ან უნდა გა­მო­ცხად­დეს ამ­ნის­ტია, ან, თუ, მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბა­ზე, აქ მას სჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს სა­კი­თხე­ბი წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე უპი­რო­ბოდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ვერ ქმნის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ და და­ვი­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ბო­ლომ­დე", – გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის" ეთერ­ში.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბის თა­ო­ბა­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ 2 მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი იყო – უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რო­გორც კი რის­კი იქ­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი შეძ­ლებს მის გა­დაყ­ვა­ნას სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში.

„და­ვე­ლო­დე­ბით ექი­მე­ბის დას­კვნას მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და უკვე ამ ერთი ფაქ­ტო­რის გა­მო­რი­ცხვა გვაძ­ლევს ჩვენ იმის სა­ფუძ­ველს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შემ­დგომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში.

რო­გორც უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ვე­ლო­დე­ბით ექი­მე­ბის დას­კვნას მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და უკვე ამ ერთი ფაქ­ტო­რის გა­მო­რი­ცხვა გვაძ­ლევს ჩვენ იმის სა­ფუძ­ველს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შემ­დგომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში. და რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­საძ­ლო რის­კებ­ზე – ეს იხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, რომ მან და­კარ­გა გონი, აქვე იმა­ზეც უნდა ვი­სა­უბ­როთ და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი, იმი­ტომ, რომ ამ ეპი­ზო­დი­დან საკ­მა­ოდ მალე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე იყო სტა­ბი­ლუ­რი", – გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაფა
2

ბატონი რატი არის კახა თარგამაძესავით პატრიოტი და ერთგული მინისტრი. 

ალექს
3

გააუქმეთ 247-ვე პარტიის სახელმწიფო რეგისტრაცია , მაიტანონ თავიდან ყველა დოკუმენტი წევრების ხელმწოწერებიაბად -ერთი პარტია ერთგან წევრიი, ისე არა დღეს სავლეა და ხვალ პავლე , გონივრულ ვადაში, არადა დაახვიონ აქედან , ათ კაციანი პარტია კლანია , აგერ "პადიეზდში" ! ეს ნაცმო ან აკრძალეთ, ან აღარ ახსენოთ , ჩვენ მოვუვლით მაგათ ! თქვენც მოგივლით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა - ამ ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში" - რატი ბრეგაძე

"სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა - ამ ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს საფუძველს, რომ წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. როგორც მინისტრი აცხადებს, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.

რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

"ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას ბოლომდე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრების თაობაზეც და განაცხადა, რომ 2 მთავარი ფაქტორი იყო – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში.

„დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში.

როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი, აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.