პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და აქ შეეცადეთ იმაზე მეტი ადამიანი გადაარჩინოთ, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ" - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს
"ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და აქ შეეცადეთ იმაზე მეტი ადამიანი გადაარჩინოთ, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ" - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს

"ამე­რი­კი­დან კი ნუ გვე­დიდ­გუ­ლე­ბით, არა­მედ ჩა­მობ­რძან­დით აქ და ად­გილ­ზე შე­ე­ცა­დეთ იმა­ზე მეტი COVID ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნოთ, ვიდ­რე ამას ჩვენ ვა­ხერ­ხებთ", - ასე მი­მარ­თავს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ექი­მებს ნანა გე­გეჭ­კორ­სა და ზუ­რაბ გუ­რულს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მე­ბის სა­ხელ­ზე ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით: "ქალ­ბა­ტონ ნანა გე­გეჭ­კორს და ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რულს COVID-ის მარ­თვის და "ადა­მი­ა­ნო­ბის" თა­ო­ბა­ზე." ცერ­ცვა­ძე მათ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი თა­ვის პოს­ტში უკვე მე­რამ­დე­ნედ უაღ­რე­სად არა­კო­რექ­ტუ­ლად და ცი­ნი­კუ­რად მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, კერ­ძოდ ის წერს - "იქ­ნებ ეს მა­ინც (რე­გე­ნე­რო­ნის მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, თ.ც.) იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლომ, რომ ასე არ და­ხო­ცოს სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა (?! თ. ც.). ჩვენ (ამე­რი­კა­ში) უკვე დიდი ხა­ნია ვი­ყე­ნებთ რუ­ტი­ნუ­ლად. "იქ­ნებ მოს­თხო­ვოთ თქვენს მთავ­რო­ბას "სის­ხლი­ა­ნი ბა­ნე­რე­ბის" ნაც­ვლად სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა და­ა­ფი­ნან­სოს. და კი­დევ რაც მთა­ვა­რია, სი­ცო­ცხლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცეთ" (?! თ. ც.). ასე­ვე ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი მე­ო­რე ქარ­თვე­ლი ექი­მი ბ-ნი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი ნიშ­ნის მო­გე­ბით ამ­ბობს, რომ დღე­ში COVID-ით 100 კაცი გვიკ­ვდე­ბა (ტყუ­ი­ლი. თ. ც.) და რომ "ქარ­თუ­ლი COVID კლი­ნი­კე­ბი არ ცდი­ლო­ბენ პრო­აქ­ტი­უ­ლი ჩა­რე­ვით პრე­ვენ­ცი­უ­ლად აღ­კვე­თონ სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა და ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის­გან უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბით ცდი­ლო­ბენ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში უშე­დე­გო ბრძო­ლას" (დიდი ტყუ­ი­ლი. თ. ც.).

ჩვენ პა­ტივს ვცემთ ქ-ნ ნა­ნას და მი­თუ­მე­ტეს ბ-ნ ზუ­რაბს მისი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი (არა­მარ­ტო სა­ე­ქი­მო) ნი­ჭის გამო. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბაც მათი საქ­მეა, მაგ­რამ ვე­რაფ­რით ვერ მივ­ცემთ მათ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და ექი­მე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას მი­თუ­მე­ტეს, რომ მათი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი და დე­მა­გო­გია სი­მარ­თლის­გან ძა­ლი­ან შორს არის. სა­ი­დან ამ­დე­ნი ღვარ­ძლი და ბოღ­მა?

ქ-ნო ნანა და ბ-ნო ზუ­რაბ. რა­ტომ მი­მარ­თავთ ასე­თი ღვარ­ძლით და ნიშ­ნის მო­გე­ბით სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს? იმის­თვის, რომ მას არა აქვს ისე­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რიც 21 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი GDP-ის მქო­ნე მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რეს და უძ­ლი­ე­რეს ამე­რი­კას? თქვენ მარ­თლა ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ ამე­რი­კის და მისი მე­დი­ცი­ნის ძლი­ე­რე­ბა­ში რა­ი­მე წვლი­ლი მი­გი­ძღვით. თუ რამე მარ­თლა შე­გიძ­ლი­ათ, ან რა­ი­მე ჩვენ­ზე მეტი იცით, ამე­რი­კი­დან კი ნუ გვე­დიდ­გუ­ლე­ბით, არა­მედ ჩა­მობ­რძან­დით აქ და ად­გილ­ზე შე­ე­ცა­დეთ იმა­ზე მეტი COVID ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნოთ, ვიდ­რე ამას ჩვენ ვა­ხერ­ხებთ”, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლა­დაა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, თუმ­ცა ეს არა­სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ ქო­ნის გამო არ ხდე­ბა.

მისი თქმით, ამის მი­ზე­ზე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბა­ლი მოც­ვა, პირ­ბა­დე­ე­ბი მოხ­მა­რე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბია.

"ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ფაქ­ტებს. სი­მარ­თლე ასე­თია:

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო ახა­ლი COVID შემ­თხვე­ვე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ნამ­დვი­ლად არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსოფ­ლი­ო­ში, მაგ­რამ ეს არამც და არამც არ ხდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის და/ან არა­სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გამო, არა­მედ სულ სხვა მი­ზე­ზე­ბია - ვაქ­ცი­ნა­ცი­ით ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოც­ვა, პირ­ბა­დე­ე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი მოხ­მა­რე­ბა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი, ძა­ლი­ან ხალ­ხმრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, თქვენც ახა­ლი­სებთ.

უნდა იცო­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გა ხა­ნია შე­მო­ტა­ნი­ლი აქვს ორი სხვა­დას­ხვა მწარ­მო­ებ­ლის "Regeneron/Roche"-ის და "Eli Lilly"-ის მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და მათ ვი­ყე­ნებთ რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი (ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი), ისე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი COVID ავად­მყო­ფე­ბის (გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უფრო მა­ღა­ლი დო­ზე­ბით) სამ­კურ­ნა­ლოდ ბრი­ტა­ნე­თის მიერ ა.წ. ივ­ნის­ში და­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის და NHS-ის რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, თქვენ­თან ამე­რი­კა­შიც კი ჯერ ამ ან­ტის­ხე­უ­ლებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში (კლი­ნი­კებ­ში) არ იყე­ნებთ, რად­გან FDA-ის რე­კო­მენ­და­ცი­ას ელო­დე­ბით. ეს ისე ცნო­ბის­თვის, თქვე­ნი ტყუ­ი­ლე­ბის პა­სუ­ხად. რაც შე­ე­ხე­ბა "ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ნას" - ნამ­დვი­ლად არ გვგო­ნია, რომ ეს თქვენ­გან შე­იძ­ლე­ბა გვეს­წავ­ლე­ბო­დეს. ყვე­ლამ თა­ვის ადა­მი­ა­ნო­ბას მი­ხე­დოს.

ბ-ნო ზუ­რაბ! რა­ტომ გე­ცო­ტა­ვე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ში 49,08 COVID გარ­დაც­ვლი­ლი (სა­შუ­ა­ლოდ ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში) და რა­ტომ გინ­დათ მა­ინც და მა­ინც 100 იყოს? ან სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ ეს დიდი ტყუ­ი­ლი ქარ­თუ­ლი COVID კლი­ნი­კე­ბის შე­სა­ხებ. რა იცით იქ რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ, რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში ცალი თვა­ლით მა­ინც შე­გი­ხე­დავთ? სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენს კლი­ნი­კებ­ში გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ვი­წყეთ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბიც და პრო­აქ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბაც, ვიდ­რე თქვენ ამე­რი­კა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ჰყავ­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პის უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი და მხო­ლოდ სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის (და არა უკე­თე­სი კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის) შემ­დეგ გა­მო­ი­ხე­დეთ თვალ­ში. დღეს ჩვენს კლი­ნი­კებ­ში აქ­ტი­უ­რად და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­ყე­ნებთ სწო­რედ პრო­აქ­ტი­ურ მე­თო­დებს და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტებს და მიდ­გო­მებს (რემ­დე­სი­ვი­რი, ბა­რი­ცი­ტი­ნი­ბი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გაწ­მენ­და სხვა­დას­ხვა ფილტრე­ბი­სა და სორ­ბენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სხვ.) და თუ COVID ავად­მყო­ფი დრო­უ­ლად შე­მო­ვა კლი­ნი­კა­ში, ისი­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბი­ან. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ხვდე­ბი­ან მხო­ლოდ დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი და ისიც ძი­რი­თა­დად არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. აი, და­ბა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია (მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 25%) ნამ­დვი­ლად არის ჩვე­ნი სუს­ტი ად­გი­ლი და ამას გარ­კვე­ულ­წი­ლად ქ-ნი ნა­ნას არა­კო­რექ­ტულ­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მაც შე­უ­წყო ხელი, რო­მე­ლიც ა.წ. აპ­რილ­ში აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "არ აქვს უნა­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს" და "მისი (ქ-ნ ნა­ნას. თ.ც.) სი­ცო­ცხლე ქარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას რომ ება­როს, თავს და­უც­ვე­ლად ვერ იგ­რძნობ­და". არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო COVID ვაქ­ცი­ნე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლად იდე­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი და 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან მძი­მე გარ­თუ­ლე­ბით მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა დას­რულ­და.

ახლა ის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის მოს­მე­ნაც თქვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად არ გიყ­ვართ.

თქვენ კარ­გად იცით, რომ COVID ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის (და არა მთლი­ა­ნად პან­დე­მი­ის მარ­თვის) ხა­რის­ხის ერ­თა­დერ­თი ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მია ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR (case fatality rate). ისიც კარ­გად იცით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია COVID სიკ­ვდი­ლო­ბას სულ ცოტა 10-ჯერ მა­ინც ამ­ცი­რებს და ამის მი­უ­ხე­და­ვად სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ამე­რი­კა­ში მთლი­ა­ნი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე 48 558 229 COVID ავად­მყო­ფი­დან 793 539 ავად­მყო­ფი მო­გიკ­ვდათ (CFR-1.63%). მა­შინ, რო­დე­საც არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში 812 246 COVID ავად­მყო­ფი­დან გარ­და­იც­ვა­ლა 11 498 ავად­მყო­ფი (CFR-1.42%). უფრო მე­ტიც - ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე ა.წ. ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ამე­რი­კა­ში 4 270 281 COVID ავად­მყო­ფი­დან 76 488 ავად­მყო­ფი მო­გიკ­ვდათ (CFR - 1.79%), ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ვე ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში 199 234 COVID ავად­მყო­ფი­დან 2522 ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა (CFR – 1.27%). ანუ, სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ- დღე­საც კი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი 100 COVID ავად­მყო­ფი­დან მეტი ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა ხერ­ხდე­ბა, ვიდ­რე შე­უ­და­რებ­ლად უფრო მდი­დარ და ძლი­ე­რი ჯან­დაც­ვის მქო­ნე და თან სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ამე­რი­კა­ში. მეს­მის, რომ ამის აღი­ა­რე­ბა ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გინ­დათ, მაგ­რამ ერთხელ მა­ინც იყა­ვით გულ­წრფე­ლი და თქვით, ეს ფაქ­ტი (რო­მელ­საც წყა­ლი არ გა­უ­ვა) სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-ის კარგ კლი­ნი­კურ მარ­თვა­ზე მი­უ­თი­თებს, თუ ცუდ­ზე? მე ამას მხო­ლოდ იმი­ტომ ვწერ, რომ კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი COVID სიკ­ვდი­ლო­ბის მი­ზე­ზი არამც და არამც არ არის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის არა­სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხი და ამ თე­მა­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ებს ვერ და­ვუშ­ვებთ.

აი, ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რის­ხის თა­ო­ბა­ზე და თუ არ გვე­თან­ხმე­ბით, დაგ­ვიმ­ტკი­ცეთ ციფ­რე­ბით და მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და არა ნიშ­ნის მო­გე­ბით, ბოღ­მით, ქი­ლი­კით და შე­უ­რა­ცხყო­ფით ან კი­დევ იმ ბა­ნა­ლუ­რი ფრა­ზით - "რო­გორ ვბე­დავთ ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბას", - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლობა
2

ბატონი ცერცვაძე და ბატონი ლადო კახაძე არიან ყველაზე კარგი ექიმები. 

lile
5

ამოგვივიდა ყელში ქართველ ექიმებს, ამ ორი თვითმარქვია პარტიული ექიმების შენიშვნები,ჩვენ უფრო მწირი შესაზლებლობებით ვმკურნალობთ პაციენტებს და დღე და რამე ვმუშაობთ კაპიკებად, ესენი კიდე კარგი ანაზღაურებით და მოწესრიგებული სამედიცინო სიტემით დაგვცინიან შორიდან, განსაკუტრებიტ ამ ყეყეჩი გეგეჭკორის ჭკუის სწავლებამ უკვე დაგვღალა. გვაყენებენ შეურაცყოფას, ვინ მისცა ამათ ამის უფლება. არ ვარ ცერცვაძის ფანი, მგრამ უვხოეტში მორვაწე ზოგიერთი ექიმის არაკოლეგიალობა , ისეთების როგორებიც არიან გეგეჭკორი, გურული, ჟამურაშვილი, ფრანგიშვილი და მოექიმო ფხაკაძე დაგვღალეს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და აქ შეეცადეთ იმაზე მეტი ადამიანი გადაარჩინოთ, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ" - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს

"ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით და აქ შეეცადეთ იმაზე მეტი ადამიანი გადაარჩინოთ, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ" - თენგიზ ცერცვაძის მიმართვა ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს

"ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, არამედ ჩამობრძანდით აქ და ადგილზე შეეცადეთ იმაზე მეტი COVID ავადმყოფი გადაარჩინოთ, ვიდრე ამას ჩვენ ვახერხებთ", - ასე მიმართავს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს ნანა გეგეჭკორსა და ზურაბ გურულს.

თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში აღნიშნული ექიმების სახელზე ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით: "ქალბატონ ნანა გეგეჭკორს და ბატონ ზურაბ გურულს COVID-ის მართვის და "ადამიანობის" თაობაზე." ცერცვაძე მათ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი თავის პოსტში უკვე მერამდენედ უაღრესად არაკორექტულად და ცინიკურად მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ ის წერს - "იქნებ ეს მაინც (რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულები, თ.ც.) იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა (?! თ. ც.). ჩვენ (ამერიკაში) უკვე დიდი ხანია ვიყენებთ რუტინულად. "იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას "სისხლიანი ბანერების" ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს. და კიდევ რაც მთავარია, სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ" (?! თ. ც.). ასევე ამერიკაში მცხოვრები მეორე ქართველი ექიმი ბ-ნი ზურაბ გურული ნიშნის მოგებით ამბობს, რომ დღეში COVID-ით 100 კაცი გვიკვდება (ტყუილი. თ. ც.) და რომ "ქართული COVID კლინიკები არ ცდილობენ პროაქტიული ჩარევით პრევენციულად აღკვეთონ სიტუაციის დამძიმება და ციტოკინური შტორმისგან უკვე განადგურებული ფილტვებით ცდილობენ რეანიმაციაში უშედეგო ბრძოლას" (დიდი ტყუილი. თ. ც.).

ჩვენ პატივს ვცემთ ქ-ნ ნანას და მითუმეტეს ბ-ნ ზურაბს მისი არაორდინალური (არამარტო საექიმო) ნიჭის გამო. მათი პოლიტიკური გემოვნებაც მათი საქმეა, მაგრამ ვერაფრით ვერ მივცემთ მათ ჩვენი მოსახლეობის და ექიმების შეურაცხყოფის უფლებას მითუმეტეს, რომ მათი ინსინუაციები და დემაგოგია სიმართლისგან ძალიან შორს არის. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა?

ქ-ნო ნანა და ბ-ნო ზურაბ. რატომ მიმართავთ ასეთი ღვარძლით და ნიშნის მოგებით საკუთარ სამშობლოს? იმისთვის, რომ მას არა აქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობები, როგორიც 21 ტრილიონი დოლარი GDP-ის მქონე მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკას? თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ამერიკის და მისი მედიცინის ძლიერებაში რაიმე წვლილი მიგიძღვით. თუ რამე მართლა შეგიძლიათ, ან რაიმე ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, არამედ ჩამობრძანდით აქ და ადგილზე შეეცადეთ იმაზე მეტი COVID ავადმყოფი გადაარჩინოთ, ვიდრე ამას ჩვენ ვახერხებთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველო ნამდვილადაა გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, თუმცა ეს არასათანადო კლინიკური მართვისა და მედიკამენტების არ ქონის გამო არ ხდება.

მისი თქმით, ამის მიზეზები ვაქცინაციის დაბალი მოცვა, პირბადეები მოხმარების დაბალი მაჩვენებელი და ხალხმრავალი აქციებია.

"ახლა რაც შეეხება ფაქტებს. სიმართლე ასეთია:

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია - ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციები, რასაც სამწუხაროდ, თქვენც ახალისებთ.

უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს კარგა ხანია შემოტანილი აქვს ორი სხვადასხვა მწარმოებლის "Regeneron/Roche"-ის და "Eli Lilly"-ის მონოკლონური ანტისხეულები და მათ ვიყენებთ როგორც ამბულატორიული (ბინაზე დარჩენილი), ისე ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების (განსხვავებული, უფრო მაღალი დოზებით) სამკურნალოდ ბრიტანეთის მიერ ა.წ. ივნისში დადებული ძალიან სერიოზული კვლევის შედეგების და NHS-ის რეკომენდაციის გათვალისწინებით. რამდენადაც ვიცით, თქვენთან ამერიკაშიც კი ჯერ ამ ანტისხეულებს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (კლინიკებში) არ იყენებთ, რადგან FDA-ის რეკომენდაციას ელოდებით. ეს ისე ცნობისთვის, თქვენი ტყუილების პასუხად. რაც შეეხება "ადამიანად დარჩენას" - ნამდვილად არ გვგონია, რომ ეს თქვენგან შეიძლება გვესწავლებოდეს. ყველამ თავის ადამიანობას მიხედოს.

ბ-ნო ზურაბ! რატომ გეცოტავებათ საქართველოში დღეში 49,08 COVID გარდაცვლილი (საშუალოდ ოქტომბერ-ნოემბერში) და რატომ გინდათ მაინც და მაინც 100 იყოს? ან საიდან მოიტანეთ ეს დიდი ტყუილი ქართული COVID კლინიკების შესახებ. რა იცით იქ როგორ მკურნალობენ, რომელიმე მათგანში ცალი თვალით მაინც შეგიხედავთ? სინამდვილეში ჩვენს კლინიკებში გაცილებით ადრე დავიწყეთ მულტიდისციპლინური მიდგომებიც და პროაქტიური მკურნალობაც, ვიდრე თქვენ ამერიკაში. სწორედ ამიტომ ჰყავდა ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოს ამერიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები გარდაცვლილი და მხოლოდ სრულად ვაქცინაციის (და არა უკეთესი კლინიკური მართვის) შემდეგ გამოიხედეთ თვალში. დღეს ჩვენს კლინიკებში აქტიურად და ძალიან წარმატებულად ვიყენებთ სწორედ პროაქტიურ მეთოდებს და პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მედიკამენტებს და მიდგომებს (რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით და სხვ.) და თუ COVID ავადმყოფი დროულად შემოვა კლინიკაში, ისინი რეანიმაციაში ძალიან იშვიათად ხვდებიან. რეანიმაციაში ხვდებიან მხოლოდ დაგვიანებით შემოსული პაციენტები და ისიც ძირითადად არავაქცინირებული. აი, დაბალი ვაქცინაცია (მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25%) ნამდვილად არის ჩვენი სუსტი ადგილი და ამას გარკვეულწილად ქ-ნი ნანას არაკორექტულმა გამონათქვამებმაც შეუწყო ხელი, რომელიც ა.წ. აპრილში აცხადებდა, რომ საქართველოს "არ აქვს უნარი ვაქცინაციის მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს" და "მისი (ქ-ნ ნანას. თ.ც.) სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად ვერ იგრძნობდა". არადა, საქართველოში მოსახლეობის საუკეთესო COVID ვაქცინებით ვაქცინაციისთვის პრაქტიკულად იდეალური პირობებია შექმნილი და 2 მილიონზე მეტი ვაქცინაციიდან მძიმე გართულებით მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა.

ახლა ის ფაქტები, რომლის მოსმენაც თქვენ ყველაზე მეტად არ გიყვართ.

თქვენ კარგად იცით, რომ COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის (და არა მთლიანად პანდემიის მართვის) ხარისხის ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმია ყველა დადასტურებული შემთვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate). ისიც კარგად იცით, რომ ვაქცინაცია COVID სიკვდილობას სულ ცოტა 10-ჯერ მაინც ამცირებს და ამის მიუხედავად სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში მთლიანი პანდემიის მანძილზე 48 558 229 COVID ავადმყოფიდან 793 539 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR-1.63%). მაშინ, როდესაც არავაქცინირებულ საქართველოში 812 246 COVID ავადმყოფიდან გარდაიცვალა 11 498 ავადმყოფი (CFR-1.42%). უფრო მეტიც - ჩვენთვის ყველაზე მძიმე ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ამერიკაში 4 270 281 COVID ავადმყოფიდან 76 488 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR - 1.79%), ხოლო საქართველოში ამავე ოქტომბერ-ნოემბერში 199 234 COVID ავადმყოფიდან 2522 ავადმყოფი გარდაიცვალა (CFR – 1.27%). ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ- დღესაც კი არავაქცინირებულ საქართველოში ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე შეუდარებლად უფრო მდიდარ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე და თან სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში. მესმის, რომ ამის აღიარება ცოცხალი თავით არ გინდათ, მაგრამ ერთხელ მაინც იყავით გულწრფელი და თქვით, ეს ფაქტი (რომელსაც წყალი არ გაუვა) საქართველოში COVID-ის კარგ კლინიკურ მართვაზე მიუთითებს, თუ ცუდზე? მე ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ საქართველოში მაღალი COVID სიკვდილობის მიზეზი არამც და არამც არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი და ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავუშვებთ.

აი, ასეთია სინამდვილე საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის თაობაზე და თუ არ გვეთანხმებით, დაგვიმტკიცეთ ციფრებით და მაჩვენებლებით და არა ნიშნის მოგებით, ბოღმით, ქილიკით და შეურაცხყოფით ან კიდევ იმ ბანალური ფრაზით - "როგორ ვბედავთ ამერიკასთან შედარებას", - წერს თენგიზ ცერცვაძე.