სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში
"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

- აკოფ­ჩიკ, ჩემო ძვირ­ფა­სო, წა­მო­დი შენი მო­მა­ვა­ლი რე­კორდსმე­ნი უნდა გაჩ­ვე­ნო, მე­ო­თხე კლა­სე­ლი ბი­ჭია, - უთხრა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ტა­ი­სია პეტ­როვ­ნამ ად­გი­ლობ­რივ მწვრთნელ აკოფ კერ­სე­ლი­ანს.

მწვრთნელს, რო­მელ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და, გა­უკ­ვირ­და, - მე ჯერ პა­ტა­რებ­თან არ ვმუ­შა­ობ, რად მინ­და, რომ მაჩ­ვე­ნოო, თუმ­ცა ჯი­უტ­მა დი­რექ­ტორ­მა თა­ვი­სი არ და­ი­შა­ლა და აკო­ფი მა­ინც წა­იყ­ვა­ნა.

როცა კერ­სე­ლი­ანს ბიჭი წა­რუდ­გი­ნეს, აზრი, რომ ტყუ­ი­ლად მო­აც­დი­ნეს, უფრო გა­უმ­ყარ­და - მის წი­ნა­შე იდგა პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, მხი­ა­რუ­ლი მზე­რით, გამ­ხდა­რი და არაფ­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი...

- მიდი, აბა, ერთი გა­დახ­ტი, - უთხრა მწვრთნელ­მა ბი­ჭუ­ნას, ბა­რემ იქ იყო და ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის შე­მოწ­მე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ბი­ჭუ­ნამ და­ი­წყო სირ­ბი­ლი, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად, ჰა­ე­როვ­ნად აჩ­ქარ­და და ბო­ლოს, ასე­თი­ვე სიმ­სუ­ბუ­ქით გა­დახ­ტა. აკოფ­მა სა­ზო­მი აიღო, გა­ზო­მა და მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად 4 მეტ­რი და 40 სან­ტი­მეტ­რი და­ა­ფი­ქი­რა... გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა კერ­სე­ლი­ან­მა ვიქ­ტორს უკვე ინ­ტე­რე­სით გა­ხე­და:

- ვი­წი­ოკ, მძლე­ოს­ნო­ბა, იცი, რა არის?

- და რა უნდა გა­ვა­კე­თო?

- ირ­ბი­ნო,

- და არ ვიხ­ტუ­ნა­ვებთ?

- აუ­ცი­ლებ­ლად!

- მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხტუნ­ვა.

- ჰოდა, იხ­ტუ­ნა­ვებ კი­დეც. ხომ იცი, ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა ირ­ბი­ნო, შორს რომ გა­დახ­ტე?

- ვირ­ბენ, არ არის პრობ­ლე­მა.

ამ შეხ­ვედ­რას თვი­თონ ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი ასე იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ:

"ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სო­ხუ­მის მე-8 სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ფეხ­ბურთს კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე ვთა­მა­შობ­დით. კა­რად ფა­რის ძე­ლებს ვი­ყე­ნებ­დით. ერთ მო­მენ­ტში და­ვარ­დნილ მე­ტო­ქეს გა­და­ვახ­ტი და წამ­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ტა­ი­სია მა­ლი­გი­ნას ხმა მო­მეს­მა, თა­ვის­თან მიხ­მობ­და. მის გვერ­დით ტან­ხმე­ლი კაცი იდგა. ქალ­ბა­ტონ­მა ტა­ი­სი­ამ იმ მა­მა­კაცს ჩემ­ზე მი­უ­თი­თა და უთხრა: გა­ი­ცა­ნით აკოფ სამ­ვე­ლიჩ, ეს ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვია, ჩვე­ნი ჩემ­პი­ო­ნიო... ასე გა­ვი­ცა­ნი აკოფ კერ­სე­ლი­ა­ნი. მან თა­ვის ჯგუფ­ში მი­მიწ­ვია და ჩემი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაც და­ი­წყო..."

1968 წლის მექ­სი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვიქ­ტორ სა­ნე­ევს ზუს­ტად ის ბავ­შვუ­რი სი­ლა­ღე და ოპ­ტი­მიზ­მი სჭირ­დე­ბო­და, რო­გო­რი­თაც კერ­სე­ლი­ანს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა. 22 წლის ვიქ­ტო­რი თა­ვის პირ­ველ ოლიმ­პი­ა­და­ზე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის შემ­დეგ, როცა უფრო მეტ სა­ათს სა­ვარ­ჯი­შო კომ­პლექ­სებ­ში ატა­რებ­და, ვიდ­რე ძილ­ში, სა­ნე­ე­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის მზად იყო, თუმ­ცა არ წარ­მო­ედ­გი­ნა ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე რო­გო­რი ომის გა­მოვ­ლა მო­უ­წევ­და. დღემ­დე იმ ფი­ნალს სას­წა­ულს უწო­დე­ბენ.

ჯერ იყო და იტა­ლი­ელ­მა ჯუ­ზე­პე ჯენ­ტი­ლემ შე­დე­გი 17 მეტრზე მეტი და­ა­ფიქ­სი­რა და ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. არ­ცერთ საბ­ჭო­ელ სპორ­ტსმენს მა­ნამ­დე, ასე­თი შე­დე­გი არ უჩ­ვე­ნე­ბია. შემ­დეგ, სა­ნე­ევ­მა თა­ვის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, როცა 17 მეტ­რი და 23 სან­ტი­მეტ­რი მი­უთ­ვა­ლეს. კერ­სე­ლი­ან­მა გულ­ში ლოც­ვა და­ი­წყო - "ოღონდ ახლა დას­რულ­დეს თა­მა­შე­ბი“. ის ოც­ნე­ბობ­და ომზე, ქარ­ბორ­ბა­ლა­ზე, წყალ­დი­დო­ბა­ზე, მე­წყერ­ზე, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე, ოღონ­დაც შე­ჯიბ­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და მისი მოს­წავ­ლის­თვის რე­კორ­დი არა­ვის­თვის წა­ერ­თვა. ამა­სო­ბა­ში ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად დად­გა სას­ტარ­ტო წერ­ტილ­ზე, გა­მო­იქ­ცა, შე­ას­რუ­ლა ბრწყინ­ვა­ლე ნახ­ტო­მი და შე­დეგ­ში 17 მეტ­რი და 27 სან­ტი­მეტ­რი და­ა­ფიქ­სი­რა. ეს კი ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი გახ­და. სა­ნე­ევს უკა­ნას­კნე­ლი შან­სი რჩე­ბო­და.

ის ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­და, რომ შე­ჯიბ­რი იქამ­დე გრძელ­დე­ბო­და, ვიდ­რე ერთი ცდა მა­ინც იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ვიქ­ტო­რი მთე­ლი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და უკა­ნას­კნელ შანსს კბი­ლე­ბით ჩას­ჭი­დე­ბო­და. გარ­ბე­ნის შემ­დეგ, სა­ნა­ევ­მა პირ­ვე­ლი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა, შემ­დეგ და­ეშ­ვა მი­წა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ ახტა და ქვი­შის აუზ­ში და­ე­ცა. პირ­ვე­ლი რაც გა­ა­კე­თა, ტრი­ბუ­ნის­კენ გა­ი­ხე­და, სა­დაც და­ი­ნა­ხა, რომ კერ­სე­ლი­ა­ნი ტი­რო­და. და­ტან­ჯუ­ლი სო­მე­ხის მდგო­მა­რე­ო­ბამ სა­ნე­ე­ვი კი­დევ უფრო შე­ა­ში­ნა, თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე წამ­ში მიხ­ვდა, რაც ხდე­ბო­და. მისი შე­დე­გი 17 მეტრსა და 39 სან­ტი­მეტრს გა­უ­ტოლ­და, ბოლო შანსთან ერ­თად, ვიქ­ტორ­მა მსოფ­ლი­ოს ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ოქ­რო­საც და­ე­უფ­ლა.

"ბოლო ცდა მქონ­და, პრუ­დენ­სი­ოს რე­კორ­დი 17.27 იყო. ძა­ლი­ან ბევ­რია, ძა­ლი­ან, მაგ­რამ მეს­მო­და, რომ მე უკე­თე­სი შე­დე­გი მჭირ­დე­ბო­და. სტა­დი­ო­ნი ღრი­ა­ლებ­და, ში­ნა­გა­ნად ჩემ­ში კი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ჩუ­მე გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო. თავ­ში მხო­ლოდ ეს ჩა­მეს­მო­და: "ფე­ხე­ბი, რო­გორც სი­მე­ბი, არ და­უშ­ვა მათი მო­კეც­ვა".

ნახ­ტო­მის შემ­დეგ, ყვე­ლა მომ­ვარ­და, მი­ლო­ცავ­დნენ, მხარ­ზე ხელს მირ­ტყამ­დნენ. ვი­ცო­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი ბო­ლომ­დე", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ნე­ე­ვი.

ჩა­მოს­ვლი­სას სამ­შობ­ლო­ში "გაი"-ს უფ­როს­მა ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბულს სა­ჩუ­ქა­რი და­ახ­ვედ­რა. მის ვოლ­გას ამ­შვე­ნებ­და ნო­მე­რი სე­რი­ით "17-39“.

ბავ­შვო­ბა­ში სა­ნე­ევს ფეხ­ბურ­თი უყ­ვარ­და. ის პე­რი­ო­დია, როცა მო­მავ­ლი "ოქ­როს თა­ო­ბის" ბი­ჭე­ბი ჯერ ნორ­ჩე­ბი იყ­ვნენ. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში კარ­გად გა­მოს­დი­ო­და. 5 წლი­დან ჩა­წე­რი­ლი იყო სექ­ცი­ა­ში და ვარ­ჯი­შის მე­რეც მე­გობ­რებ­თან თავს ირ­თობ­და. ვიქ­ტო­რის გუნ­დი მა­ლე­ვე გახ­და გაგ­რის რა­ი­ონ­ში პირ­ვე­ლი, ხოლო თვი­თონ - ამ პირ­ვე­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი იყო.

სა­ნე­ევს შე­ეძ­ლო გამ­ხდა­რი­ყო არა დი­დე­ბუ­ლი ათ­ლე­ტი ან ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ კა­ლათ­ბურ­თე­ლიც კი. ის 1962 წელს აფხა­ზე­თის მთა­ვარ გუნდშიც კი მი­იწ­ვი­ეს. მწვრთნე­ლებს გან­საკთ­რე­ბით მისი ნახ­ტო­მი მოს­წონ­დათ და მას­ში პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა აკოფ კერ­სე­ლი­ან­მა მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა და იმ გზა­ზე და­ა­ყე­ნა სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­მაც ცო­ცხალ ლე­გენ­დად აქ­ცია. უნდა ით­ქვას, რომ მას გა­უ­მარ­თლა.

გა­უ­მარ­თლა ასე­ვე 1972 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე, თა­ნაც ორ­მა­გად. 1972 წლის 5 ნო­ემ­ბერს, ვიქ­ტორს არ ეძი­ნა. 6 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. უც­ნა­უ­რი იყო. წინა დღით თა­ვის მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­გო და წე­სით, ბედ­ნი­ერს ხან­გრძლი­ვად უნდა და­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის სა­წოლ­ში აქეთ-იქით ტრი­ა­ლებ­და, თავი უს­კდე­ბო­და, ვერ გა­ე­გო, რა სჭირ­და. დი­ლის 7 სა­ათ­ზე სა­ნე­ევ­მა ზღვის ტალ­ღის ფერი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ვარ­ჯი­შო ფორ­მა ჩა­იც­ვა და სა­სე­ირ­ნოდ გა­ვი­და. თით­ქმის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო სო­ფე­ლი. სე­ირ­ნო­ბის დროს უკ­ნი­დან უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სწრა­ფი ნა­ბი­ჯით მი­ე­პა­რა და უთხრა: There are terrorists, - უთხრა მან. "სად?“ - ჰკი­თხა სა­ნე­ევ­მა და 31 -ე კორ­პუსს გა­ხე­და. ერთ-ერთი აივ­ნი­დან მას კა­ლაშ­ნი­კო­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კაცი უცქერ­და, სა­ხეს ნი­ღა­ბი უფა­რავ­და. სა­ნე­ევ­მა უკან და­ი­ხია.

იმ დღე­საც მას გა­უ­მარ­თლა. "ალ­ბათ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მომ­კლავ­და კი­დეც", - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ.

5 სექ­ტემ­ბერს დი­ლის 4 სა­ათ­ზე, პა­ლეს­ტი­ნის "შავი სექ­ტემ­ბრის“ "ბო­ე­ვი­კებ­მა" ის­რა­ე­ლის ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის 11 წევ­რი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. ორ სპორ­ტსმენს კორ­პუ­სის აღე­ბის დროს ეს­რო­ლეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ღა­მით და­ი­ღუპ­ნენ, როცა მი­უნ­ხე­ნის სამ­ხედ­რო აე­რო­პორ­ტი­დან ტე­რო­რის­ტებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში გაფ­რე­ნა სცა­დეს. ნა­წი­ლი სრო­ლას შე­ე­წი­რა, ნა­წი­ლი - ყუმ­ბა­რებს.

იმ დი­ლას სა­ნე­ე­ვის კა­რი­ე­რა შე­საძ­ლოა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ისე­ვე რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის, მაგ­რამ ვიქ­ტორს გა­უ­მარ­თლა.

აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი წარ­მა­ტე­ბის ფუნ­და­მენ­ტი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და დის­ციპ­ლი­ნა იყო.

"მგო­ნია, რომ ორი ადა­მი­ა­ნის ნაც­ვლად ვარ­ჯი­შობ­და. ერთხელ და­ვით­ვა­ლეთ და ცალი ფე­ხით ხტუნ­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, ჯამ­ში 700 კი­ლო­მეტ­რი აქვს გარ­ბე­ნი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს მან­ძი­ლი არის მოს­კო­ვი­დან-ლე­ნინ­გრა­დამ­დე. ხოლო სპრინ­ტის მან­ძი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის გზა არის - 2 000 კი­ლო­მეტ­რი. ამ ადა­მი­ანს დას­ვე­ნე­ბა უნდა აი­ძუ­ლოთ. სხვა­ნა­ი­რად არ გა­ჩერ­დე­ბა. მე თვი­თო­ნაც ფა­ნა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ვარ­ჯი­ში­სად­მი, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ვის­ვე­ნებ­დი. ვიქ­ტო­რი - ამ ყვე­ლა­ფერს არ აღი­ა­რებ­და“, - იხ­სე­ნებს ვი­ტოლდ კრე­ე­რი.

ადა­მი­ა­ნი, შე­საძ­ლოა 3 ოქ­როს მე­დალს იგებ­დეს და ერ­თა­დერ­თი იყოს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში, ვინც კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნა­ში 3-ჯერ და­ე­უფ­ლა უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­დალს; არ არ­სე­ბობ­დეს მის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა, რა­საც ვერ გა­და­ლა­ხავ­და, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა ერ­თა­დერ­თი ძა­ლაა, რო­მე­ლიც თუ წინ გა­და­გიდ­გე­ბა, ვე­ღა­რა­ფერს და­უ­პი­რის­პი­რებ. სწო­რედ ასე და­ე­მარ­თა ვიქ­ტორ­საც.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე ჩი­რაღ­და­ნი მას უნდა აენ­თო. წარ­მო­იდ­გენ­და ხოლ­მე, რო­გორ მი­აქვს ჩი­რაღ­და­ნი და "ლუ­ჟ­ნი­კე­ბის“ გა­და­ჭე­დი­ლი სტა­დი­ო­ნი ტაშს უკ­რავს. ასეც იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.

"მოს­კო­ვის კომ­პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­შინ­მა მო­ი­თხო­ვა, რომ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მი­სია რუს ბიჭს შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და არა სო­ხუ­მის მკვიდრს. ამის შე­სა­ხებ შე­და­რე­ბით გვი­ან გა­ვი­გე“, - მო­უყ­ვა სა­ნე­ე­ვი GQ-ს ჟურ­ნა­ლისტს. სა­ბო­ლო­ოდ ცე­ცხლის ან­თე­ბის პა­ტი­ვი კა­ლათ­ბურ­თელ სერ­გეი ბე­ლოვს ერგო.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დის­თვის ბოლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო. ტრავ­მებ­მა იმ­დე­ნად გა­აწ­ვა­ლეს, რომ შე­ჯიბ­რი­დან შე­ჯიბ­რამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, იშ­ლე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მან მა­ინც ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა თავი და ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა. სხვა­თა შო­რის ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი სხვა საბ­ჭო­ე­ლი, ეს­ტო­ნე­ლი იაკ უუდ­მი­აე გახ­და.

"რაც მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, იმ ნახ­ტომ­ში დავ­ხარ­ჯე. ჩა­ვერ­ჭე ქვი­შა­ში და ვგრძნობ, რომ ად­გო­მა აღარ შე­მიძ­ლია. უბ­რა­ლოდ ვე­ღარ ვდგე­ბი. "ვიქ­ტორ, ადე­ქი!“ - ვუბ­რძა­ნე ჩემ თავს - "ხომ არ იხო­ხავ ახლა ოთხზე.“ ავ­დე­ქი რო­გორც იქნა, სკა­მამ­დე კოჭ­ლო­ბით მივ­ხოხ­დი. მერე რა ხდე­ბო­და ცუ­დად მახ­სოვს", - წერს ვიქ­ტო­რი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, სა­ნე­ე­ვი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და მიხ­ვდა, რომ არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, აქ დარ­ჩე­ნა აღარ ღირ­და. თა­ნაც, 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ავ­სტრა­ლი­ი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო - სა­მუ­შა­ოს სთა­ვა­ზობ­დნენ.

"90-ია­ნებ­ში საქ­მე ასარ­ჩე­ვად არ იყო. მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მე­უღ­ლეს­თან და 15 წლის ვაჟ­თან ერ­თად, წა­ვე­დი. იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო. ხელ­ფა­სი ჩვე­ნი დრო­ის­თვის მე­ფუ­რი - 900 დო­ლა­რი", - იხ­სე­ნებს ვიქ­ტო­რი.

მე­უღ­ლეს­თან - ია­ნას­თან ერ­თად

თუმ­ცა კონ­ტრაქ­ტის ამო­წურ­ვას სირ­თუ­ლე­ე­ბი მოჰ­ყვა. ვიდ­რე ახალ სამ­სა­ხურს იპო­ვი­და, რა აღარ სცა­და. ერთი პე­რი­ო­დი პი­ცის დამ­ტა­რებ­ლა­დაც კი იმუ­შა­ვა.

"ერთხელ იმ­დე­ნად გა­მი­ჭირ­და, რომ გა­ზეთ­ში ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს გა­ყიდ­ვის გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. ყვე­ლა­ზე მეტი, რაც შე­მომ­თა­ვა­ზეს 5 000 დო­ლა­რი იყო. მაგ­რამ დრო­უ­ლად მივ­ხვდი და გა­და­ვი­ფიქ­რე. მალე კი სპორ­ტის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე", - ყვე­ბა სპორ­ტსმე­ნი.

  • ფრაგ­მენ­ტი სა­ნე­ე­ვის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ვინ მაკ­ლია ყვე­ლა­ზე მე­ტად? დედა! ხში­რად ვიხ­სე­ნებ, რო­გორ ვერ ეგუ­ე­ბო­და დე­და­ჩე­მი ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის შო­რე­ულ მგზავ­რო­ბებს... მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ ზრუ­ნავ­და, რომ შინ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ყო­ფი­ლი­ყო. ინ­სტი­ტუ­ტი­დან თუ სტა­დი­ო­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­წყობ­და ხელს, რომ კარ­გად და­მეს­ვე­ნა... რო­გორ მი­წეს­რი­გებ­და სპორ­ტულ ფორ­მას - დედა ყო­ველ­დღე რე­ცხავ­და და მი­უ­თო­ვებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად არც იყო სა­ჭი­რო... მას სურ­და სტა­დი­ონ­ზე მისი შვი­ლი არა მარ­ტო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, არა­მედ ყვე­ლა­ზე მოვ­ლი­ლი, ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ყო­ფი­ლი­ყო! რა ენერ­გი­ას ხარ­ჯავ­და გემ­რი­ე­ლი წვე­ნე­ბის, ნა­ხარ­შე­ბის, კომ­პო­ტე­ბის, მუ­რა­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში! ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გორ იტან­ჯე­ბო­და ჩემ­თან ერ­თად, როცა ტრავ­მას ვი­შუ­შებ­დი. მახ­სენ­დე­ბა მისი ბა­ლა­ხე­ბი, ნა­ყე­ნე­ბი, სვე­ლი სა­ფე­ნე­ბი, კომ­პრე­სე­ბი... სა­ათ­ზე და­ხედ­ვა არ მჭირ­დე­ბო­და: დე­დას არას­დროს ავი­წყდე­ბო­და ჩემ­თვის სახ­ვე­ვის გა­მოც­ვლა, წამ­ლის და­ლე­ვა, მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბის შეხ­სე­ნე­ბა... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დედა წა­ვი­და. სა­მუ­და­მოდ..."

ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბი­სას სა­ნე­ე­ვი ხში­რად უყუ­რებ­და თა­ვის ძველ გა­მოს­ვლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი სავ­სე "ლუ­ჟ­ნი­კე­ბის“ ფონ­ზე მის უკა­ნას­კნელ ნახ­ტომს. და შემ­დეგ, თით­ქმის შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა იააკ უუდ­მი­ა­ეს ნახ­ტო­მის კი­ნოგ­რა­მას.

რაც ვიქ­ტორ­მა ნახა, შოკ­ში ჩა­აგ­დო, თვალს ვერ უჯე­რებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს­ტო­ნე­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით გა­მო­ვი­და, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მსა­ჯებ­მა თვა­ლი და­ხუ­ჭეს. მე­ო­თხე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო ნამ­დვი­ლად მისი უნდა იყოს, მაგ­რამ ახლა სა­დღაც ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში...

"უკვე მა­შინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კით სუნ­თქავ­და. ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, შე­იძ­ლე­ბა ამან ითა­მა­შა თა­ვის როლი", - იხ­სე­ნებს ვიქ­ტო­რი.

კი­თხვა­ზე, - გე­ნატ­რე­ბათ სამ­შობ­ლო? - სა­ნა­ე­ვი პა­სუ­ხობს:

"რა თქმა უნდა... ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი სო­ხუ­მი, სა­დაც ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი დარ­ჩნენ. მე­ნატ­რე­ბა დიღ­მის მა­სივ­ში მე-14 სარ­თულ­ზე მყუდ­რო ბინა და კე­თი­ლი მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­თე­სა­ვე­ბი­ვით მყავ­დნენ. დამ­ღლე­ლი, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­შე­ბი. თეთ­რი "ვოლ­გა“ "გაზ - 21“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ვი­ყი­დე...

იცით, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მი­წო­დებ­დნენ "კენ­გუ­რუს აფხა­ზე­თი­დან" ან "კენ­გუ­რუს სა­ქარ­თვე­ლო­დან". კენ­გუ­რუს სამ­შობ­ლო ავ­სტრა­ლი­აა და ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ცხოვ­რე­ბის მი­წუ­რულს სწო­რედ ავ­სტრა­ლი­ა­ში ვა­ტა­რებ".

ბოლო დროს სამ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა მენჯ-ბარ­ძაყ სახ­სარ­ზე ოპე­რა­ცია.

"ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ აქამ­დე რომ ცო­ცხა­ლი ვარ, ამას სას­წა­უ­ლის გარ­და, ვე­რა­ფერს ვუ­წო­დებ... ვნა­ნობ თუ არა რა­მეს? - არა! და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ვივ­ლი­დი იგი­ვე გზას. ამ­ბო­ბენ, სა­ნე­ე­ვი სპორ­ტში "გა­უ­მა­ძღა­რი" იყოო. პრინ­ციპ­ში, ეს სი­მარ­თლეა: არ ვოც­ნე­ბობ­დი მან­ქა­ნებ­ზე, არც ბი­ნა­ზე და არც სხვა რა­მე­ზე - ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი შე­დე­გი იყო - მეტ­რე­ბი და სან­ტი­მეტ­რე­ბი!" - ამ­ბობს ვიქ­ტო­რი.

და მა­ინც, გა­სა­აზ­რებ­ლა­დაც რთუ­ლია - ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს 3 მე­და­ლი და 1 ვერ­ცხლის. ასე­თი დო­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ღმერ­თამ­დე ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი. ჩვენ­თან კი...

  • ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი
  • და­ი­ბა­და 1945 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუმ­ში
  • სამხტო­მე­ლი
  • ტი­ტუ­ლე­ბი: XIX, XX და XXI ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი - 1968 (მე­ხი­კო, მექ­სი­კა; 17.39 მეტ­რი), 1972 (მი­უნ­ხე­ნი, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა; 17.35მ), 1976 (მონ­რე­ა­ლი, კა­ნა­და; 17.29მ); XXII ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი - 1980 (მოს­კო­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი; 17.24მ);
  • ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - 1969 (ათე­ნი, სა­ბერ­ძნე­თი), 1974 (რომი, იტა­ლია); ევ­რო­პის ჭერ­ქვე­შა ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977;
  • ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი - 1970, 1973, 1974, 1975;
  • სსრკ ჩემ­პი­ო­ნი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ხალ­ხთა სპარ­ტა­კი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი - 1971, 1975; მსოფ­ლიო უნი­ვერ­სი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი - 1971;
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი - 1968, 1972, 1976 (სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რი); საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი (1968); სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I და II ხა­რის­ხის და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი.
  • მსოფ­ლი­ოს სამ­გზის რე­კორდსმე­ნი: 17.23 მეტ­რი (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1968; მე­ხი­კო, მექ­სი­კა); 17.39 (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1968; მე­ხი­კო, მექ­სი­კა); 17.44 (17 ოქ­ტომ­ბე­რი, 1972; სო­ხუ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ)
  • სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი სპორ­ტსმე­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე: ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვი: "სა­ქარ­თვე­ლო იყო და არის ჩემი სამ­შობ­ლო"

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
4

ასეა, გენიოსებს "დავცინით" და იდიოტებს ვაღმერთებთ. მარტო არ უნდა გეამაყებოდეს ასთი ადამიანებით, ასეთ ადამიანებს დაფასება სჭირდებათ.

სოსო
3

თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სტადიონზე ვარგიშობდა იქ შევხდი და მივესალმე ძალზე მეამაყებოდა ბუმბერაზი ადამიანის გაცნობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

"ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი... დიღმის მასივში მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები" - დიადი ჩემპიონისთვის წართმეული მე-4 ოლიმპიური ოქრო და რთული ცხოვრება ემიგრაციაში

- აკოფჩიკ, ჩემო ძვირფასო, წამოდი შენი მომავალი რეკორდსმენი უნდა გაჩვენო, მეოთხე კლასელი ბიჭია, - უთხრა სკოლის დირექტორმა ტაისია პეტროვნამ ადგილობრივ მწვრთნელ აკოფ კერსელიანს.

მწვრთნელს, რომელსაც თავისუფალი გაკვეთილი ჰქონდა, გაუკვირდა, - მე ჯერ პატარებთან არ ვმუშაობ, რად მინდა, რომ მაჩვენოო, თუმცა ჯიუტმა დირექტორმა თავისი არ დაიშალა და აკოფი მაინც წაიყვანა.

როცა კერსელიანს ბიჭი წარუდგინეს, აზრი, რომ ტყუილად მოაცდინეს, უფრო გაუმყარდა - მის წინაშე იდგა პატარა ბიჭუნა, მხიარული მზერით, გამხდარი და არაფრით განსხვავებული...

- მიდი, აბა, ერთი გადახტი, - უთხრა მწვრთნელმა ბიჭუნას, ბარემ იქ იყო და ყოველი შემთხვევისთვის შემოწმება გადაწყვიტა.

ბიჭუნამ დაიწყო სირბილი, საკმაოდ მსუბუქად, ჰაეროვნად აჩქარდა და ბოლოს, ასეთივე სიმსუბუქით გადახტა. აკოფმა საზომი აიღო, გაზომა და მისთვის მოულოდნელად 4 მეტრი და 40 სანტიმეტრი დააფიქირა... გაკვირვებულმა კერსელიანმა ვიქტორს უკვე ინტერესით გახედა:

- ვიწიოკ, მძლეოსნობა, იცი, რა არის?

- და რა უნდა გავაკეთო?

- ირბინო,

- და არ ვიხტუნავებთ?

- აუცილებლად!

- მე ძალიან მიყვარს ხტუნვა.

- ჰოდა, იხტუნავებ კიდეც. ხომ იცი, ძალიან სწრაფად უნდა ირბინო, შორს რომ გადახტე?

- ვირბენ, არ არის პრობლემა.

ამ შეხვედრას თვითონ ვიქტორ სანეევი ასე იხსენებდა წლების შემდეგ:

"ერთ მშვენიერ დღეს სოხუმის მე-8 საშუალო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთს კალათბურთის მოედანზე ვთამაშობდით. კარად ფარის ძელებს ვიყენებდით. ერთ მომენტში დავარდნილ მეტოქეს გადავახტი და წამში სკოლის დირექტორის, ტაისია მალიგინას ხმა მომესმა, თავისთან მიხმობდა. მის გვერდით ტანხმელი კაცი იდგა. ქალბატონმა ტაისიამ იმ მამაკაცს ჩემზე მიუთითა და უთხრა: გაიცანით აკოფ სამველიჩ, ეს ვიქტორ სანეევია, ჩვენი ჩემპიონიო... ასე გავიცანი აკოფ კერსელიანი. მან თავის ჯგუფში მიმიწვია და ჩემი სპორტული კარიერაც დაიწყო..."

1968 წლის მექსიკის ოლიმპიადაზე ვიქტორ სანეევს ზუსტად ის ბავშვური სილაღე და ოპტიმიზმი სჭირდებოდა, როგორითაც კერსელიანს პირველად შეხვდა. 22 წლის ვიქტორი თავის პირველ ოლიმპიადაზე იღებდა მონაწილეობას, ჯოჯოხეთური ვარჯიშების შემდეგ, როცა უფრო მეტ საათს სავარჯიშო კომპლექსებში ატარებდა, ვიდრე ძილში, სანეევი ყველანაირი გამოწვევებისთვის მზად იყო, თუმცა არ წარმოედგინა ფინალურ ეტაპზე როგორი ომის გამოვლა მოუწევდა. დღემდე იმ ფინალს სასწაულს უწოდებენ.

ჯერ იყო და იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ შედეგი 17 მეტრზე მეტი დააფიქსირა და ახალი რეკორდი დაამყარა. არცერთ საბჭოელ სპორტსმენს მანამდე, ასეთი შედეგი არ უჩვენებია. შემდეგ, სანეევმა თავის პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა 17 მეტრი და 23 სანტიმეტრი მიუთვალეს. კერსელიანმა გულში ლოცვა დაიწყო - "ოღონდ ახლა დასრულდეს თამაშები“. ის ოცნებობდა ომზე, ქარბორბალაზე, წყალდიდობაზე, მეწყერზე, ნებისმიერ რამეზე, ოღონდაც შეჯიბრი დასრულებულიყო და მისი მოსწავლისთვის რეკორდი არავისთვის წაერთვა. ამასობაში ბრაზილიელი სპორტსმენი თავდაჯერებულად დადგა სასტარტო წერტილზე, გამოიქცა, შეასრულა ბრწყინვალე ნახტომი და შედეგში 17 მეტრი და 27 სანტიმეტრი დააფიქსირა. ეს კი ახალი მსოფლიო რეკორდი გახდა. სანეევს უკანასკნელი შანსი რჩებოდა.

ის ყოველთვის მიიჩნევდა, რომ შეჯიბრი იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ერთი ცდა მაინც იყო დარჩენილი. ვიქტორი მთელი ძალებით ცდილობდა უკანასკნელ შანსს კბილებით ჩასჭიდებოდა. გარბენის შემდეგ, სანაევმა პირველი ნახტომი გააკეთა, შემდეგ დაეშვა მიწაზე, საბოლოოდ ახტა და ქვიშის აუზში დაეცა. პირველი რაც გააკეთა, ტრიბუნისკენ გაიხედა, სადაც დაინახა, რომ კერსელიანი ტიროდა. დატანჯული სომეხის მდგომარეობამ სანეევი კიდევ უფრო შეაშინა, თუმცა უკვე რამდენიმე წამში მიხვდა, რაც ხდებოდა. მისი შედეგი 17 მეტრსა და 39 სანტიმეტრს გაუტოლდა, ბოლო შანსთან ერთად, ვიქტორმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და ოქროსაც დაეუფლა.

"ბოლო ცდა მქონდა, პრუდენსიოს რეკორდი 17.27 იყო. ძალიან ბევრია, ძალიან, მაგრამ მესმოდა, რომ მე უკეთესი შედეგი მჭირდებოდა. სტადიონი ღრიალებდა, შინაგანად ჩემში კი აბსოლუტური სიჩუმე გამეფებულიყო. თავში მხოლოდ ეს ჩამესმოდა: "ფეხები, როგორც სიმები, არ დაუშვა მათი მოკეცვა".

ნახტომის შემდეგ, ყველა მომვარდა, მილოცავდნენ, მხარზე ხელს მირტყამდნენ. ვიცოდი, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე", - იხსენებდა მოგვიანებით სანეევი.

ჩამოსვლისას სამშობლოში "გაი"-ს უფროსმა ოლიმპიადის გამარჯვებულს საჩუქარი დაახვედრა. მის ვოლგას ამშვენებდა ნომერი სერიით "17-39“.

ბავშვობაში სანეევს ფეხბურთი უყვარდა. ის პერიოდია, როცა მომავლი "ოქროს თაობის" ბიჭები ჯერ ნორჩები იყვნენ. ფეხბურთის თამაში მშობლიურ სოხუმში კარგად გამოსდიოდა. 5 წლიდან ჩაწერილი იყო სექციაში და ვარჯიშის მერეც მეგობრებთან თავს ირთობდა. ვიქტორის გუნდი მალევე გახდა გაგრის რაიონში პირველი, ხოლო თვითონ - ამ პირველობის მთავარი გასაღები იყო.

სანეევს შეეძლო გამხდარიყო არა დიდებული ათლეტი ან ფეხბურთელი, არამედ კალათბურთელიც კი. ის 1962 წელს აფხაზეთის მთავარ გუნდშიც კი მიიწვიეს. მწვრთნელებს განსაკთრებით მისი ნახტომი მოსწონდათ და მასში პოტენციალს ხედავდნენ, თუმცა აკოფ კერსელიანმა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და იმ გზაზე დააყენა სპორტსმენი, რომელმაც ცოცხალ ლეგენდად აქცია. უნდა ითქვას, რომ მას გაუმართლა.

გაუმართლა ასევე 1972 წლის ოლიმპიადაზე, თანაც ორმაგად. 1972 წლის 5 ნოემბერს, ვიქტორს არ ეძინა. 6 საათი იქნებოდა. უცნაური იყო. წინა დღით თავის მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო და წესით, ბედნიერს ხანგრძლივად უნდა დაეძინა, თუმცა ოლიმპიური სოფლის საწოლში აქეთ-იქით ტრიალებდა, თავი უსკდებოდა, ვერ გაეგო, რა სჭირდა. დილის 7 საათზე სანეევმა ზღვის ტალღის ფერი საბჭოთა კავშირის სავარჯიშო ფორმა ჩაიცვა და სასეირნოდ გავიდა. თითქმის დაცარიელებული იყო სოფელი. სეირნობის დროს უკნიდან უცნობი მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით მიეპარა და უთხრა: There are terrorists, - უთხრა მან. "სად?“ - ჰკითხა სანეევმა და 31 -ე კორპუსს გახედა. ერთ-ერთი აივნიდან მას კალაშნიკოვით შეიარაღებული კაცი უცქერდა, სახეს ნიღაბი უფარავდა. სანეევმა უკან დაიხია.

იმ დღესაც მას გაუმართლა. "ალბათ, სურვილის შემთხვევაში მომკლავდა კიდეც", - იხსენებდა წლების შემდეგ.

5 სექტემბერს დილის 4 საათზე, პალესტინის "შავი სექტემბრის“ "ბოევიკებმა" ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წევრი მძევლად აიყვანეს. ორ სპორტსმენს კორპუსის აღების დროს ესროლეს, დანარჩენები ღამით დაიღუპნენ, როცა მიუნხენის სამხედრო აეროპორტიდან ტერორისტებმა ეგვიპტეში გაფრენა სცადეს. ნაწილი სროლას შეეწირა, ნაწილი - ყუმბარებს.

იმ დილას სანეევის კარიერა შესაძლოა დასრულებულიყო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სპორტსმენების, მაგრამ ვიქტორს გაუმართლა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მისი წარმატების ფუნდამენტი არაადამიანური შრომისუნარიანობა და დისციპლინა იყო.

"მგონია, რომ ორი ადამიანის ნაცვლად ვარჯიშობდა. ერთხელ დავითვალეთ და ცალი ფეხით ხტუნვაში დაახლოებით, ჯამში 700 კილომეტრი აქვს გარბენილი. წარმოიდგინეთ, ეს მანძილი არის მოსკოვიდან-ლენინგრადამდე. ხოლო სპრინტის მანძილი, დაახლოებით მოსკოვი-თბილისის გზა არის - 2 000 კილომეტრი. ამ ადამიანს დასვენება უნდა აიძულოთ. სხვანაირად არ გაჩერდება. მე თვითონაც ფანატური დამოკიდებულება მაქვს ვარჯიშისადმი, მაგრამ დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე ვისვენებდი. ვიქტორი - ამ ყველაფერს არ აღიარებდა“, - იხსენებს ვიტოლდ კრეერი.

ადამიანი, შესაძლოა 3 ოქროს მედალს იგებდეს და ერთადერთი იყოს სპორტის ისტორიაში, ვინც კონკრეტულ დისციპლინაში 3-ჯერ დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს; არ არსებობდეს მისთვის დაბრკოლება, რასაც ვერ გადალახავდა, მაგრამ პოლიტიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც თუ წინ გადაგიდგება, ვეღარაფერს დაუპირისპირებ. სწორედ ასე დაემართა ვიქტორსაც.

მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩირაღდანი მას უნდა აენთო. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ მიაქვს ჩირაღდანი და "ლუჟნიკების“ გადაჭედილი სტადიონი ტაშს უკრავს. ასეც იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

"მოსკოვის კომპარტიის ხელმძღვანელმა გრიშინმა მოითხოვა, რომ სადღესასწაულო მისია რუს ბიჭს შეესრულებინა და არა სოხუმის მკვიდრს. ამის შესახებ შედარებით გვიან გავიგე“, - მოუყვა სანეევი GQ-ს ჟურნალისტს. საბოლოოდ ცეცხლის ანთების პატივი კალათბურთელ სერგეი ბელოვს ერგო.

მოსკოვის ოლიმპიადა ცოცხალი ლეგენდისთვის ბოლო ჩემპიონატი იყო. ტრავმებმა იმდენად გააწვალეს, რომ შეჯიბრიდან შეჯიბრამდე, ფაქტობრივად, იშლებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც ღირსეულად წარმოაჩინა თავი და ვერცხლის მედალს დაეუფლა. სხვათა შორის ოქროს მედალოსანი სხვა საბჭოელი, ესტონელი იაკ უუდმიაე გახდა.

"რაც მქონდა დარჩენილი, იმ ნახტომში დავხარჯე. ჩავერჭე ქვიშაში და ვგრძნობ, რომ ადგომა აღარ შემიძლია. უბრალოდ ვეღარ ვდგები. "ვიქტორ, ადექი!“ - ვუბრძანე ჩემ თავს - "ხომ არ იხოხავ ახლა ოთხზე.“ ავდექი როგორც იქნა, სკამამდე კოჭლობით მივხოხდი. მერე რა ხდებოდა ცუდად მახსოვს", - წერს ვიქტორი თავის მოგონებებში.

მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ, სანეევი სამშობლოში დაბრუნდა და მიხვდა, რომ არასტაბილური სიტუაციის გამო, აქ დარჩენა აღარ ღირდა. თანაც, 90-იანების დასაწყისში ავსტრალიიდან მოულოდნელი შეთავაზება მიიღო - სამუშაოს სთავაზობდნენ.

"90-იანებში საქმე ასარჩევად არ იყო. მოვიდა შეტყობინება და მეუღლესთან და 15 წლის ვაჟთან ერთად, წავედი. იქაური ცხოვრება მომხიბვლელი იყო. ხელფასი ჩვენი დროისთვის მეფური - 900 დოლარი", - იხსენებს ვიქტორი.

მეუღლესთან - იანასთან ერთად

თუმცა კონტრაქტის ამოწურვას სირთულეები მოჰყვა. ვიდრე ახალ სამსახურს იპოვიდა, რა აღარ სცადა. ერთი პერიოდი პიცის დამტარებლადაც კი იმუშავა.

"ერთხელ იმდენად გამიჭირდა, რომ გაზეთში ოლიმპიური ოქროს გაყიდვის განცხადება დავწერე. ყველაზე მეტი, რაც შემომთავაზეს 5 000 დოლარი იყო. მაგრამ დროულად მივხვდი და გადავიფიქრე. მალე კი სპორტის ინსტიტუტში მუშაობა დავიწყე", - ყვება სპორტსმენი.

  • ფრაგმენტი სანეევის ინტერვიუდან:

"ვინ მაკლია ყველაზე მეტად? დედა! ხშირად ვიხსენებ, როგორ ვერ ეგუებოდა დედაჩემი ერთადერთი ვაჟის შორეულ მგზავრობებს... მახსენდება, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან დაბრუნებულს, ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ კარგად დამესვენა... როგორ მიწესრიგებდა სპორტულ ფორმას - დედა ყოველდღე რეცხავდა და მიუთოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც იყო საჭირო... მას სურდა სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე მოვლილი, ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზი ყოფილიყო! რა ენერგიას ხარჯავდა გემრიელი წვენების, ნახარშების, კომპოტების, მურაბების მომზადებაში! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმას ვიშუშებდი. მახსენდება მისი ბალახები, ნაყენები, სველი საფენები, კომპრესები... საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასდროს ავიწყდებოდა ჩემთვის სახვევის გამოცვლა, წამლის დალევა, მასაჟის გაკეთების შეხსენება... ერთ მშვენიერ დღეს დედა წავიდა. სამუდამოდ..."

ავსტრალიაში ცხოვრებისას სანეევი ხშირად უყურებდა თავის ძველ გამოსვლებს. განსაკუთრებით კი სავსე "ლუჟნიკების“ ფონზე მის უკანასკნელ ნახტომს. და შემდეგ, თითქმის შემთხვევით წააწყდა იააკ უუდმიაეს ნახტომის კინოგრამას.

რაც ვიქტორმა ნახა, შოკში ჩააგდო, თვალს ვერ უჯერებდა. აღმოჩნდა, რომ ესტონელი წესის დარღვევით გამოვიდა, თუმცა რატომღაც მსაჯებმა თვალი დახუჭეს. მეოთხე ოლიმპიური ოქრო ნამდვილად მისი უნდა იყოს, მაგრამ ახლა სადღაც ბალტიისპირეთში...

"უკვე მაშინ მთელი ქვეყანა პოლიტიკით სუნთქავდა. ბალტიის ქვეყნებთან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, შეიძლება ამან ითამაშა თავის როლი", - იხსენებს ვიქტორი.

კითხვაზე, - გენატრებათ სამშობლო? - სანაევი პასუხობს:

"რა თქმა უნდა... ძალიან მენატრება ჩემი სოხუმი, სადაც ჩემი ახლობლები დარჩნენ. მენატრება დიღმის მასივში მე-14 სართულზე მყუდრო ბინა და კეთილი მეზობლები, რომლებიც ნათესავებივით მყავდნენ. დამღლელი, მრავალსაათიანი ვარჯიშები. თეთრი "ვოლგა“ "გაზ - 21“, რომელიც პირველი სერიოზული გამარჯვების შემდეგ ვიყიდე...

იცით, სპორტული კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ "კენგურუს აფხაზეთიდან" ან "კენგურუს საქართველოდან". კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ".

ბოლო დროს სამჯერ გადაიტანა მენჯ-ბარძაყ სახსარზე ოპერაცია.

"ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ აქამდე რომ ცოცხალი ვარ, ამას სასწაულის გარდა, ვერაფერს ვუწოდებ... ვნანობ თუ არა რამეს? - არა! დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას. ამბობენ, სანეევი სპორტში "გაუმაძღარი" იყოო. პრინციპში, ეს სიმართლეა: არ ვოცნებობდი მანქანებზე, არც ბინაზე და არც სხვა რამეზე - ჩემი ცხოვრების მიზანი მხოლოდ სპორტული შედეგი იყო - მეტრები და სანტიმეტრები!" - ამბობს ვიქტორი.

და მაინც, გასააზრებლადაც რთულია - ოლიმპიური ოქროს 3 მედალი და 1 ვერცხლის. ასეთი დონის სპორტსმენები საზღვარგარეთ ღმერთამდე ჰყავთ აყვანილი. ჩვენთან კი...

  • ვიქტორ სანეევი
  • დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში
  • სამხტომელი
  • ტიტულები: XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1968 (მეხიკო, მექსიკა; 17.39 მეტრი), 1972 (მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 17.35მ), 1976 (მონრეალი, კანადა; 17.29მ); XXII ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი - 1980 (მოსკოვი, საბჭოთა კავშირი; 17.24მ);
  • ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული - 1969 (ათენი, საბერძნეთი), 1974 (რომი, იტალია); ევროპის ჭერქვეშა ჩემპიონატის გამარჯვებული - 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977;
  • ევროპის თასის მფლობელი - 1970, 1973, 1974, 1975;
  • სსრკ ჩემპიონი - 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971, 1975; მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი - 1971;
  • საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - 1968, 1972, 1976 (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი); საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1968); საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
  • მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი: 17.23 მეტრი (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.39 (17 ოქტომბერი, 1968; მეხიკო, მექსიკა); 17.44 (17 ოქტომბერი, 1972; სოხუმი, საქართველოს სსრ)
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი.

იხილეთ ასევე: ვიქტორ სანეევი: "საქართველო იყო და არის ჩემი სამშობლო"

ავტორი: ანრი კურტანიძე