მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტი, რომელსაც ადელის ახალი სიმღერები მოსმენილი არ ჰქონდა სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს
ჟურნალისტი, რომელსაც ადელის ახალი სიმღერები მოსმენილი არ ჰქონდა სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს

ავ­სტრა­ლი­უ­რი არ­ხის, Seven-ის რე­პორ­ტი­ო­რი, მეთ დო­რა­ნი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს მას შემ­დეგ, რაც ადელ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­მო­ტყდა, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის ახა­ლი ალ­ბო­მი არ ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი. მისი აღი­ა­რე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ იმით დას­რულ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ტერ­ვიუ Sony-მ გა­ა­უქ­მა, კომ­პა­ნი­ამ რო­მელ­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და.

თა­ვად მეთ დო­რა­ნი კი სამ­სა­ხუ­რი­დან ორი კვი­რით და­ი­თხო­ვეს.

ამ­ბა­ვი ასე­თი იყო - მეთ დო­რა­ნი, თა­ვის გუნდთან ერ­თად ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა ადელ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა. ეს ადე­ლის ერ­თა­დერ­თი ინ­ტერ­ვიუ იქ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ურ მე­დი­ას მას­თან ჩა­უ­წე­რია.

ინ­ტერ­ვიუ ლა­ღად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მა­ნამ, სა­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტი მომ­ღე­რალს გა­მო­უ­ტყდე­ბო­და, რომ მისი ახა­ლი ალ­ბო­მი­დან მხო­ლოდ 1 სიმ­ღე­რა ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი.

დო­რა­ნი ამ­ბობს, რომ მას უბ­რა­ლოდ გა­მო­ე­პა­რა იმე­ი­ლი, სა­დაც ადე­ლის ალ­ბო­მის, "30“-ის ჩა­ნა­წე­რე­ბი იყო ატ­ვირ­თუ­ლი. "ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ იმე­ი­ლე­ბი­დან, რაც კი ოდეს­მე გა­მომ­რჩე­ნია.“ - აცხა­დებს რე­პორ­ტი­ო­რი.

დო­რა­ნი კო­ლე­გებ­მაც გა­აკ­რი­ტი­კეს. ბევ­რმა მათ­გან­მა და­უ­დევ­რო­ბის­თვის გა­კი­ცხა და გა­უკ­ვირ­დათ, რო­გორ და­უშ­ვა ასე­თი შეც­დო­მა გა­მოც­დილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა.

თა­ვად მეთ დო­რა­ნი უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ადელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი უთხრა და სა­ერ­თოდ და­ტო­ვა ოთა­ხი მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ ჟურ­ნა­ლისტს მისი ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი არ ჰქონ­და მოს­მე­ნი­ლი - "ადე­ლი არ გან­რის­ხე­ბუ­ლა, მე­ტიც, და­გეგ­მი­ლი 20 წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვიუ, 29 წუთი გაგ­რძელ­და და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ", - ამ­ბობს დო­რა­ნი და გან­მარ­ტავს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ და მხო­ლოდ 2 კვი­რით და­ი­თხო­ვეს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
4

დიახ, უპასუხისმგებლოდ მოიქცა.

vaxo
3

კაცი სამსახურიდან იმის გამო გააგდეს რომ სიმღერებს არ მოუსმინა მომრერალთან ინტერვიუს წინ? მე მგონი იქ სულ გაგიჟდენ და მალე საბჭოთა კავშირს გადაუჯოკრავენ მარაზმში 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჟურნალისტი, რომელსაც ადელის ახალი სიმღერები მოსმენილი არ ჰქონდა სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს

ჟურნალისტი, რომელსაც ადელის ახალი სიმღერები მოსმენილი არ ჰქონდა სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს

ავსტრალიური არხის, Seven-ის რეპორტიორი, მეთ დორანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მას შემდეგ, რაც ადელთან ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ ცნობილი მომღერლის ახალი ალბომი არ ჰქონდა მოსმენილი. მისი აღიარება, საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტის ინტერვიუ Sony-მ გააუქმა, კომპანიამ რომელსაც ინტერვიუზე საავტორო უფლებები ჰქონდა.

თავად მეთ დორანი კი სამსახურიდან ორი კვირით დაითხოვეს.

ამბავი ასეთი იყო - მეთ დორანი, თავის გუნდთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, რათა ადელთან ინტერვიუ ჩაეწერა. ეს ადელის ერთადერთი ინტერვიუ იქნებოდა, რომელიც ავსტრალიურ მედიას მასთან ჩაუწერია.

ინტერვიუ ლაღად მიმდინარეობდა მანამ, სანამ ჟურნალისტი მომღერალს გამოუტყდებოდა, რომ მისი ახალი ალბომიდან მხოლოდ 1 სიმღერა ჰქონდა მოსმენილი.

დორანი ამბობს, რომ მას უბრალოდ გამოეპარა იმეილი, სადაც ადელის ალბომის, "30“-ის ჩანაწერები იყო ატვირთული. "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ იმეილებიდან, რაც კი ოდესმე გამომრჩენია.“ - აცხადებს რეპორტიორი.

დორანი კოლეგებმაც გააკრიტიკეს. ბევრმა მათგანმა დაუდევრობისთვის გაკიცხა და გაუკვირდათ, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა გამოცდილმა ჟურნალისტმა.

თავად მეთ დორანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ადელმა ინტერვიუზე უარი უთხრა და საერთოდ დატოვა ოთახი მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტს მისი ახალი სიმღერები არ ჰქონდა მოსმენილი - "ადელი არ განრისხებულა, მეტიც, დაგეგმილი 20 წუთიანი ინტერვიუ, 29 წუთი გაგრძელდა და ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ", - ამბობს დორანი და განმარტავს, რომ ტელევიზიიდან არ გაუთავისუფლებიათ და მხოლოდ 2 კვირით დაითხოვეს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა