პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 13 პირი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ბ.ქ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ., 1980 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ვ.,1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ლ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ა.ბ., 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.პ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ. ა., 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. თ., 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ლ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ლ. ს., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ხ. და 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჯ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ბ.ქ.-ის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 171 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

კას­პის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ლ.ს. კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, "ტტ"-ს ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 12 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნ.მ. ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭო­ბის­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს შე­ა­ჩე­რეს. პო­ლი­ცი­ამ, მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო „სა­ი­გას“ ფირ­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 10 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა, 1980 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ გ.ვ.-ს, გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს „ეფ-1“-ის ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა და ამ­ფეთ­ქი ფა­ლია.

წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი,

1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ.-ს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს „აკა-74“-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი და 2 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა .

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლაქ თე­ლავ­ში, 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ლ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, ეზოს და ეზო­ში მდე­ბა­რე დამ­ხმა­რე სა­თავ­სო­ე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, "ეფ 1"-ის ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის ყვარ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­კა­ვე­ბუ­ლი ა.ხ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, "ეფ-1" -ის ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ჯ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას, 2 არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - "ნა­გა­ნის" ტი­პის ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი და მცი­რე­კა­ლიბ­რი­ა­ნი სა­ნა­დი­რო შაშ­ხა­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზ.თ-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და დამ­ხმა­რე სა­თავ­სოს ჩხრე­კი­სას 1 ცალი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.პ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი და 17 ვაზ­ნა ამო­ი­ღეს, ხოლო 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ლ.-ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლია: “ტიგ­რის” და “ტო­ზის”

მო­დე­ლე­ბის შაშ­ხა­ნე­ბი, 5 მჭი­დი, 61 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა და აკუს­ტი­კუ­რი პის­ტო­ლე­ტი.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ.-ის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, პის­ტო­ლე­ტი ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის -

1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა ტი­პის ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 193 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergo
0

ხალხი ომისთვის ემზადება თუ რა ხდება 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ.,1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამი, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი,

1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა .

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის”

მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის -

1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.