მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
99 წლის ველომრბოლელმა ვერცხლის მედალი შინიდან გაუსვლელად მოიგო
99 წლის ველომრბოლელმა ვერცხლის მედალი შინიდან გაუსვლელად მოიგო

კე­ნეთ ჯუდ­მა 3780 კი­ლო­მეტ­რი მხო­ლოდ 26 დღე­ში "გა­ი­ა­რა" და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ეს ნიშ­ნავს, რომ მას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ 144 კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­ევ­ლო, რაც 1 დღე­ში შე­სას­რუ­ლებ­ლად ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც კი რთუ­ლი მი­სია იქ­ნე­ბო­და, მით უმე­ტეს, რომ მომ­დევ­ნო 25 დღე იგი­ვე მან­ძი­ლი უნდა და­ე­ფა­რა.

"მსოფ­ლი­ოს გზა მო­ხუ­ცე­ბის­თვის“ 6 სექ­ტემ­ბრი­დან 1 - ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ვე­ლორ­ბო­ლა­ში 5.000-ზე მეტი ხან­დაზ­მუ­ლი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხის მა­ცხოვ­რე­ბელ ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ერ­თმა­ნეთს 26 - დღი­ან მა­რა­თონ­ში შე­ე­ჯიბ­რონ.

კე­ნეთ ჯუდი ველო­სი­პე­დის ტა­რე­ბი­სას, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მშობ­ლი­უ­რი მხა­რის, იორკში­რის ხე­დე­ბით ტკბე­ბო­და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ის ად­გი­ლი­დან არც კი იძ­ვრო­და და მო­ხუც­თა სახ­ლში, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ვე­ლო­სი­პედ­ზე ამოძ­რა­ვებ­და პედ­ლებს. საქ­მე ის არის, რომ მო­ხუ­ცებს შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ში­ნი­დან გას­ვლა არც კი სჭირ­დე­ბათ.

"მო­ტი­ვი­უს“ თა­ნა­მედ­რო­ვე ვე­ლო­სი­პე­დე­ბი, რომ­ლებ­საც ნორ­ვე­გი­უ­ლი კომ­პა­ნია ამ­ზა­დებს, უერ­თდე­ბა კომ­პი­უ­ტერს ან ტე­ლე­ვი­ზო­რის მო­ნი­ტორს, რაც მო­ხუ­ცებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბი­სას სხვა­დას­ხვა ხე­დე­ბით დატ­კბ­ნენ და თავი ისე იგ­რძნონ, თით­ქოს ნამ­დვი­ლად ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს მი­უყ­ვე­ბი­ან.

ამ­გვა­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი დარ­ბა­ზებ­სა და სახ­ლში ვარ­ჯი­შის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის დიდი ხა­ნია რაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა, ნორ­ვე­გი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ეს ვე­ლო­სი­პე­დე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებ­ზეა გათ­ვლი­ლი, მათ შო­რის მათ­ზე, ვი­საც დე­მენ­ცია აქვს.

  • შე­ჯიბ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ვე­ლო­სი­პედ­ზე მსხდო­მი მო­ხუ­ცე­ბი, ფი­ზი­კუ­რად ვარ­ჯი­შის გარ­და, გო­ნე­ბა­საც ავარ­ჯი­შე­ბენ: ისი­ნი იმ ქუ­ჩე­ბი­სა თუ ად­გი­ლე­ბის ვი­დე­ო­ებს უყუ­რე­ბენ, სა­დაც ბავ­შო­ბა ან ახალ­გაზ­რდო­ბა აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი და ამ­გვა­რად, ტკბილ დროს იხ­სე­ნე­ბენ.

მო­ხუც­თა სახ­ლის პერ­სო­ნალს შე­უძ­ლია, ვარ­ჯი­ში­სას მათ რა­ი­მე მუ­სი­კა ჩა­ურ­თოს, რათა უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მის­ცეს ხნი­ერ მრბო­ლე­ლებს.

ბა­ტო­ნი ჯუ­დის­თვის ეს უკვე რი­გით მე­ო­რე შე­ჯიბ­რია, ის 2020 წლის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე იყო და წლე­ვან­დე­ლი შე­ჯიბ­რის­თვის იან­ვრი­დან და­უ­წყია მზა­დე­ბა: "მინ­დო­და წელს შარ­შან­დელ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი მქო­ნო­და, ამი­ტომ გა­მო­ვით­ვა­ლე, დღე­ში რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­მევ­ლო, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია.“

  • ვერ­ცხლის მედ­ლის 99 წლის მფლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ამ­გვარ შე­ჯიბრში მთა­ვა­რი კონ­ცენ­ტრა­ცია და სის­წრა­ფეა.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

99 წლის ველომრბოლელმა ვერცხლის მედალი შინიდან გაუსვლელად მოიგო

99 წლის ველომრბოლელმა ვერცხლის მედალი შინიდან გაუსვლელად მოიგო

კენეთ ჯუდმა 3780 კილომეტრი მხოლოდ 26 დღეში "გაიარა" და მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ მას 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 144 კილომეტრი უნდა გაევლო, რაც 1 დღეში შესასრულებლად ახალგაზრდებისთვისაც კი რთული მისია იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მომდევნო 25 დღე იგივე მანძილი უნდა დაეფარა.

"მსოფლიოს გზა მოხუცებისთვის“ 6 სექტემბრიდან 1 - ელ ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და ველორბოლაში 5.000-ზე მეტი ხანდაზმული იღებდა მონაწილეობას. უკვე მეოთხე წელია, რაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მაცხოვრებელ ხნიერ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს 26 - დღიან მარათონში შეეჯიბრონ.

კენეთ ჯუდი ველოსიპედის ტარებისას, დიდი ბრიტანეთის მშობლიური მხარის, იორკშირის ხედებით ტკბებოდა იმის მიუხედავად, რომ ის ადგილიდან არც კი იძვროდა და მოხუცთა სახლში, მაღალტექნოლოგიურ ველოსიპედზე ამოძრავებდა პედლებს. საქმე ის არის, რომ მოხუცებს შეჯიბრში მონაწილეობისთვის შინიდან გასვლა არც კი სჭირდებათ.

"მოტივიუს“ თანამედროვე ველოსიპედები, რომლებსაც ნორვეგიული კომპანია ამზადებს, უერთდება კომპიუტერს ან ტელევიზორის მონიტორს, რაც მოხუცებს საშუალებას აძლევს, ველოსიპედის ტარებისას სხვადასხვა ხედებით დატკბნენ და თავი ისე იგრძნონ, თითქოს ნამდვილად ქალაქის ქუჩებს მიუყვებიან.

ამგვარი მოწყობილობები დარბაზებსა და სახლში ვარჯიშის მოყვარულთათვის დიდი ხანია რაც ხელმისაწვდომია, თუმცა, ნორვეგიაში წარმოებული ეს ველოსიპედები სპეციალურად ხნიერ ადამიანებზეა გათვლილი, მათ შორის მათზე, ვისაც დემენცია აქვს.

  • შეჯიბრის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ველოსიპედზე მსხდომი მოხუცები, ფიზიკურად ვარჯიშის გარდა, გონებასაც ავარჯიშებენ: ისინი იმ ქუჩებისა თუ ადგილების ვიდეოებს უყურებენ, სადაც ბავშობა ან ახალგაზრდობა აქვთ გატარებული და ამგვარად, ტკბილ დროს იხსენებენ.

მოხუცთა სახლის პერსონალს შეუძლია, ვარჯიშისას მათ რაიმე მუსიკა ჩაურთოს, რათა უფრო მეტი მოტივაცია მისცეს ხნიერ მრბოლელებს.

ბატონი ჯუდისთვის ეს უკვე რიგით მეორე შეჯიბრია, ის 2020 წლის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე იყო და წლევანდელი შეჯიბრისთვის იანვრიდან დაუწყია მზადება: "მინდოდა წელს შარშანდელზე უკეთესი შედეგი მქონოდა, ამიტომ გამოვითვალე, დღეში რამდენი კილომეტრი უნდა გამევლო, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.“

  • ვერცხლის მედლის 99 წლის მფლობელი ამბობს, რომ ამგვარ შეჯიბრში მთავარი კონცენტრაცია და სისწრაფეა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა