საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს" - ლევან იოსელიანი
"თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს" - ლევან იოსელიანი

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" წევ­რის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ბო­ი­კო­ტი სწო­რად არ მი­აჩ­ნია და "თუ ვინ­მეს ბო­ი­კო­ტი უნდა, წა­ვი­დეს ბო­ი­კოტ­ში, მაგ­რამ უარი თქვას ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატს მოს­დევს".

მი­სი­ვე თქმით, ბო­ი­კო­ტი არა­ფერს იძ­ლე­ვა.

"ბო­ი­კო­ტი არ იძ­ლე­ვა არა­ფერს, გარ­და იმი­სა, რომ ეს ხალ­ხი ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ ამა­ვე დროს სარ­გებ­ლო­ბენ ყვე­ლა იმ სი­კე­თით, რაც პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს გა­აჩ­ნია. ამი­ტომ, თუ ვინ­მეს ბო­ი­კო­ტი უნდა, წა­ვი­დეს ბო­ი­კოტ­ში, მაგ­რამ უარი თქვას ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­დატს მოს­დევს. თუ არის პარ­ლა­მენ­ტში, მა­შინ კე­თი­ლი ინე­ბოს და მი­ი­ღოს ყვე­ლა პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მერ­წმუ­ნეთ, მეც არ მსი­ა­მოვ­ნებს ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა, მაგ­რამ ჩემი მან­და­ტი მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ამ პრო­ცეს­ში ვიყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ჯა­რო გავ­ხა­დო ყვე­ლა­ფე­რი, რაც პარ­ლა­მენ­ტში ხდე­ბა. თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ, მა­შინ უნდა წახ­ვი­დე და სხვა საქ­მით და­კავ­დე",- გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, არც ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­აჩ­ნია ბო­ი­კო­ტი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად, რად­გან, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მა­ინც და­ი­კა­ვე­ბენ პო­ზი­ცი­ებს, ოღონდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა".

"არა­ვის­თვის არ არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს პარ­ლა­მენ­ტში, ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. არ იმ­სა­ხუ­რებს ნდო­ბას იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ წინა ჯერ­ზე ჩვენ ვნა­ხეთ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გან­წე­სე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც და მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მოს­მე­ნე­ბის დროს. თუმ­ცა, ის ხალ­ხი პარ­ლა­მენ­ტმა მა­ინც და­ამ­ტკი­ცა უვა­დოდ. ის კან­დი­და­ტე­ბი, ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და მარ­თლა ჰქო­ნო­და მხარ­და­ჭე­რა და იმ­სა­ხუ­რებ­დნენ ამ პო­ზი­ცი­ას, მათ­ზე პარ­ლა­მენ­ტმა უარი თქვა. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ვთვლით, რომ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ. თუ წარ­მო­ად­გე­ნენ მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებს, და­ვუს­ვამთ კი­თხვებს. ჯერ არ შე­მის­წავ­ლია მათი საქ­მი­ა­ნო­ბა და ბი­ოგ­რა­ფია, მაგ­რამ უამ­რა­ვი კი­თხვა იქ­ნე­ბა მათ მი­მარ­თაც. მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნა­ხოს ეს ხალ­ხი, ვი­საც პარ­ლა­მენ­ტი უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გან­წე­სე­ბას უპი­რებს უვა­დოდ. მე ამ პრო­ცესს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყობ ხელს და არ მი­მაჩ­ნია პრო­ცე­სის ბო­ი­კო­ტი­რე­ბა სწო­რად, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც და­ი­კა­ვე­ბენ პო­ზი­ცი­ებს, ოღონდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ­ზე ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თორღვა
1

გულაობას, ბიუჯეტის ხარჯზე შოპინგს! გაუგო გემო ამანაც!

იროდი
0

რას ბავშვობ, ფულისა და პრივილეგიებისთვის იკლავენ თავს და ნებით დათმობენ? ბოკერიამ თუ დათმო, არარსებული დათმო, ხაზარაძემ თუ დათმო, მევახშეობით მილიონები აქვს და არ უნდა ფუნდრიაგი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს" - ლევან იოსელიანი

"თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს" - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მას საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი სწორად არ მიაჩნია და "თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს".

მისივე თქმით, ბოიკოტი არაფერს იძლევა.

"ბოიკოტი არ იძლევა არაფერს, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ჩამოშორებულია საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც პარლამენტის დეპუტატს გააჩნია. ამიტომ, თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს. თუ არის პარლამენტში, მაშინ კეთილი ინებოს და მიიღოს ყველა პროცესში მონაწილეობა. მერწმუნეთ, მეც არ მსიამოვნებს ბევრი რამის კეთება, მაგრამ ჩემი მანდატი მავალდებულებს, რომ ამ პროცესში ვიყო და მაქსიმალურად საჯარო გავხადო ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება. თუ პარლამენტის წევრის დანიშნულებას არ ასრულებ, მაშინ უნდა წახვიდე და სხვა საქმით დაკავდე",- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, არც ამ შემთხვევაში მიაჩნია ბოიკოტი სწორ გადაწყვეტილებად, რადგან, მისივე შეფასებით, "საბოლოო ჯამში მოსამართლეები მაინც დაიკავებენ პოზიციებს, ოღონდ საზოგადოებას ამ შემთხვევაში მათზე ბევრად უფრო ნაკლები ინფორმაცია ექნება".

"არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოსთან მიმართებაში რა პროცესები მიმდინარეობს პარლამენტში, ნდობას არ იმსახურებს. არ იმსახურებს ნდობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წინა ჯერზე ჩვენ ვნახეთ უზენაეს სასამართლოში განწესებული მოსამართლეების კვალიფიკაციაც და მათი დამოკიდებულებაც მოსმენების დროს. თუმცა, ის ხალხი პარლამენტმა მაინც დაამტკიცა უვადოდ. ის კანდიდატები, ვისაც შეიძლებოდა მართლა ჰქონოდა მხარდაჭერა და იმსახურებდნენ ამ პოზიციას, მათზე პარლამენტმა უარი თქვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლით, რომ პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. თუ წარმოადგენენ მოსამართლეობის კანდიდატებს, დავუსვამთ კითხვებს. ჯერ არ შემისწავლია მათი საქმიანობა და ბიოგრაფია, მაგრამ უამრავი კითხვა იქნება მათ მიმართაც. მთავარია, საზოგადოებამ ნახოს ეს ხალხი, ვისაც პარლამენტი უზენაეს სასამართლოში განწესებას უპირებს უვადოდ. მე ამ პროცესს მაქსიმალურად შევუწყობ ხელს და არ მიმაჩნია პროცესის ბოიკოტირება სწორად, რადგან საბოლოო ჯამში ეს ადამიანები მაინც დაიკავებენ პოზიციებს, ოღონდ საზოგადოებას ამ შემთხვევაში მათზე ბევრად უფრო ნაკლები ინფორმაცია ექნება",- განაცხადა იოსელიანმა.