"სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.
"არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და ჩვენ როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე მუშაობა და საუბარი დაწყებული გვაქვს გუნდის, მთავრობის წევრებთან ერთად და მე მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებულია, რომ ეს არის სწორი ხედვა. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც რა თქმა უნდა, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად. უამრავი მაგალითი ვიცით იმის, რომ მაგალითად ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება. ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვა საქმითაც დასაქმდნენ და მეტი დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რაც, კიდევ ვიმეორებ, კატასტროფაა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთის მხრივ, მინიმუმ ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო დამატებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. ორი-სამი სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლებიც იყიდონ, გაარემონტონ და აშ.. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მე დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად რეალობას შეცვლის და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, ეს რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
PREMIERMINISTRO SOCIALURAD DAUCVELEBIS STATUSU VISAC AKVS DA AXALI WEVRI DAIBADA RATOM ASHEREBEN 3 TVES AM 3 TVESHHI RA UNDA SHAmos aqdamianma es ra gamo0disa AQDEAMIANS AQSHERT W2IXLOS ROM AGAR5 SHAAMATOS AXALI WEVRI DA KIDEV ES SADAURI WESIA OJAXIS WEVRI SAVADMKOFOSHI ROM ARISAO SHEMDEG ROM GAMOVA U7NDA SHEWKDES KIDEV SOCIALURIO DA 3 TVIS MERE SHAEMATO0SO MIAKCIET AM UAZRO XALXIS SAMUSHAOS KURADGE3BA SARAJISHVILIS RTAVZE ROM ARIS 1 SARTULZE MI8BRDZANDAT DA AUXSENIT ROM ASE 3 TVE Da ki8dev 3 tvis gasahereba ar sheidzloena gadaxedet5 ucxo kveknebs ojaxshi rogo0rc bavshvi ibadeba avtomaturaqd jdjdeba da soc, statusi enisheba da araviitari 3 tve ar sher4deba ojaxi maksimum 1 tveshi lagdeba da ufro adrec ra kvelanairad shamo9rshe3nilebi vart sadgaa aseti kanonebi 3 tve dajde mshieri saxlshi cota gtamoafrxizlet es xalxi isev dzvelo kanonebs rom misdeven
საქმეს მიხედეთ და არ გაბედოთ ვინმეს დაჯარიმება და ქონების აუქციონზე გაყიდვა , იცოდეთ კანონი , კანონია, მგრამ გადასახადის გადამხდელია ყოვეთვის მართალი ! შსს სუს და კუდ ჩამოაშორეთ ბიზნესებს და სტაიანშიკებს , ბაზრობებს და კონტრაბანდის დევნას , სახელმწიფო გადამტრიალებლებს მიხედონ, ან ეგერაა ბარი და თოხი მაგათთვისაც ! საგადასახადო გადაიყვანეთ პარტნიორ კონსულტანტის რანგში , ცერბერია დღეს , დგას ნაჯახით, არავითარი ინოვაცია , ჯარიმა , ყადაღა , დალუქვა -ღამეც ესიზმრებათ ! მიეცით თითო ინსპექტორს შეთავსებით ათი, ოცი გადამხდელი , "წაიყვანოს" სახელმწიფო კონტროლის პარალალელურად ონლაინ იმ გადამხდელის ბუღალტერია, როგორც სახელმწიფოს აკრედირტებულმა , მაგრამ დამოუკიდებელმა აუდიტორმა და მიიღოს ამაში დამატებითი ხელფასი საწარმოდანაც , სამაგიეროდ პასუხიც აგოს გადასახადის გამოთვლის და დროულად გადახდის სისწორეზე, ამაზე სოლიდარულად აგოს პასუხი მისსავე საგადასახადო სამსახურთან და შეფთანაც -აღარც ჯარიმა , აღარც საურავი, უხვად გადასახდი , თავის დროზე და სრულად ! შეცდომა აპატიეთ და გადაუვადეთ , შეგნებული ? ისიც , თუ არ შეამცირებს გადასახადებს და სამუშაო ადგილებს , მიეცით დრო იხადოს უმაღლესი კომერვიული კრედიტის ნიხრით დაკლებული და დამალული გადასახდი , , არ დალუქოთ, არ დააყადაღოთ , არ დააჯარიმოთ , საურავი არ დაუდოთ -ანუ ნუ მოსპობთ და ამოძირკვავთ ,შედით დროებტ პარალელურ მართვაში იმ აუდიტორ ბუღალტრის მეშვეობით , წაახალისეთ მზარდი გადასახადების გადამხდელები ,მოუწყვეთ საგადასახადო არდადეგები, დროებით სესხად დაუბრუნეთ უპროცენტოდ ნამეტი გადასახადი , სულ უკან დაგიბრუნდებათ რა სიკეთეებსაც დასთესთ !