მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ
თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

ავ­ღა­ნე­თის თა­ლიბ­თა მმარ­თვე­ლო­ბამ ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს უბ­რძა­ნეს, არ აჩ­ვე­ნონ ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც ქა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ხოლო ქალი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან ის­ლა­მუ­რი წე­სით - ჰი­ჯა­ბით შე­ი­მო­სონ. რვა­პუნ­ქტის­გან შემ­დგა­რი "რე­ლი­გი­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი,“ რო­მე­ლიც "სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის და მან­კი­ე­რე­ბის აღ­კვე­თის სა­მი­ნის­ტრომ" გა­მოს­ცა, თა­ლი­ბა­ნის მერ და­წე­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბოლო შე­ზღუდ­ვაა.

სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე უბ­რძა­ნა ტე­ლე­არ­ხებს, არ აჩ­ვე­ნონ ისე­თი ფილ­მე­ბი, კო­მე­დი­ე­ბი ან გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც "შე­უ­რა­ცხყო­ფენ“ ადა­მი­ა­ნებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის ან ავ­ღა­ნუ­რი კულ­ტუ­რის თა­ლი­ბა­ნი­სე­ულ წე­სებს.

ნე­ბის­მი­ე­რი ფილ­მი და პროგ­რა­მა, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მო­ჰა­მე­დი ან სხვა პა­ტივ­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე აიკ­რძა­ლა. და­უშ­ვე­ბე­ლია ამა­ვე დროს ტე­ლეპ­როგ­რა­მებ­ში კა­ცე­ბის ჩვე­ნე­ბა, თუ მათ არ აც­ვი­ათ თა­ლი­ბა­ნის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სი.

სა­მი­ნის­ტრო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მი­თი­თე­ბე­ბი არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მას მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ის სახე აქვს.

"ეს არ არის წე­სე­ბი, არა­მედ რე­ლი­გი­უ­რი მი­თი­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა ჰა­კიფ მო­ჰა­ჯირ­მა.

თა­ლი­ბა­ნის მიერ ავ­ღა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის გან­დევ­ნის შემ­დეგ, თა­ლი­ბებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ უფრო ზო­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კა ექ­ნე­ბო­დათ, ვიდ­რე მათი ად­რინ­დე­ლი, 1996-2001 წლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, როცა "ზნე­ო­ბის პო­ლი­ცია“ ის­ლა­მუ­რი სა­მარ­თლის მკაცრ კა­ნო­ნებს აღას­რუ­ლებ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგა
0

აა ხალხი,.ხფთუი

1
15

ალბათ თვითონ ალბანელ ქალებსაც მოსწონთ, მაგ სიბნელეში ცხოვრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

ავღანეთის თალიბთა მმართველობამ ქვეყნის სატელევიზიო არხებს უბრძანეს, არ აჩვენონ ფილმები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ, ხოლო ქალი ტელეჟურნალისტები ვალდებული არიან ისლამური წესით - ჰიჯაბით შეიმოსონ. რვაპუნქტისგან შემდგარი "რელიგიური სახელმძღვანელო პრინციპები,“ რომელიც "სათნოების ხელშეწყობის და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ" გამოსცა, თალიბანის მერ დაწესებული ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვაა.

სამინისტრომ ასევე უბრძანა ტელეარხებს, არ აჩვენონ ისეთი ფილმები, კომედიები ან გასართობი პროგრამები, რომლებიც "შეურაცხყოფენ“ ადამიანებს და ეწინააღმდეგებიან ისლამური სამართლის ან ავღანური კულტურის თალიბანისეულ წესებს.

ნებისმიერი ფილმი და პროგრამა, რომელშიც ნაჩვენებია წინასწარმეტყველი მოჰამედი ან სხვა პატივცემული პირები, ასევე აიკრძალა. დაუშვებელია ამავე დროს ტელეპროგრამებში კაცების ჩვენება, თუ მათ არ აცვიათ თალიბანის სტანდარტის შესაბამისი სამოსი.

სამინისტრო ირწმუნება, რომ მითითებები არ არის სავალდებულო და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს.

"ეს არ არის წესები, არამედ რელიგიური მითითება“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰაკიფ მოჰაჯირმა.

თალიბანის მიერ ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის განდევნის შემდეგ, თალიბებმა განაცხადეს, რომ უფრო ზომიერი პოლიტიკა ექნებოდათ, ვიდრე მათი ადრინდელი, 1996-2001 წლის მმართველობის დროს, როცა "ზნეობის პოლიცია“ ისლამური სამართლის მკაცრ კანონებს აღასრულებდა.