აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში წითელი ფერის ჯიპი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა, დაღუპულია რამდენიმე და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უოკეშოს პოლიციის უფროსის დენ ტომპსონის განცხადებით, დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში პოლიციამ გადაიყვანა, ნაწილი კი - ოჯახებმა და მეგობრებმა.
მისი თქმით, დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.
ზოგიერთი თვითმხილველისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.
დენ ტომპსონის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.
ჯერ სად არის ამერიკა, ეს არის Critical race theory-ის შედეგი.
იმის ნაცვლად რომ რეალურად ყველა ადამიანის თანასწორობასა და თანაბარ უფლებებზე ისაუბრონ, პირიქით რასიზმის გაღვივებას უწყობენ ხელს.
"ავადმყოფების" ქვეყანა, და ესენი ვიღაცის მიმართ რომ შეშფოთებებს გამოთქვამენ, მაგარია არა!