კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი
"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რი, ექი­მი გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც ახლა ექ­სპრე­ზი­დენტს მკურ­ნა­ლო­ბენ, პა­ცი­ენ­ტის სრულ­ყო­ფი­ლად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის უნა­რი შეს­წევთ.

ამის შე­სა­ხებ პა­პი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მი­კავ­შირ­დე­ბი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მთხო­ვენ, ჩემი მო­საზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას გუ­შინ ბა­ტო­ნი ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის თა­ვი­სუ­ფალ მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­მაჩ­ნია, რომ ამის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ჩვე­ნი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და რის­კე­ბი იქ დარ­ჩე­ნის და შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ჩვენ­მა გუნ­დმა ეს გა­ა­კე­თა პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რის შე­დე­გა­დაც მო­ხერ­ხდა ის, რომ დღეს პა­ცი­ენ­ტი არის გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ხელ­ში, მას შე­წყვე­ტი­ლი აქვს შიმ­ში­ლო­ბა და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იმ ექი­მებს, ვინც მას ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბენ, შეს­წევთ უნა­რი პა­ცი­ენ­ტის სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის", - წერს გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა.

"მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რე­ფი­დინ­გის პრობ­ლე­მას თუ მო­ვუ­ა­რეთ, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა. ამის გა­რან­ტი­ას მე გაძ­ლევთ, რომ არ იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი. მას სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის, თა­ვის ტვი­ნის, ღვიძ­ლის და ა.შ. ამი­ტომ მე შე­მო­მაქვს ასე­თი კი­თხვა - იქ­ნებ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნი, იმ­კურ­ნა­ლოს ნორ­მა­ლუ­რად",- აღ­ნიშ­ნა ყიფ­ში­ძემ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მისი თქმით, ის კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნას იზი­ა­რებს.

"კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და უკვე გი­თხრეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ვე­თან­ხმე­ბი მათ დას­კვნებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი სუს­ტად არის, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოხ­და დი­ლას ბად­რაგ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ მის­ცეს ფან­ჯრის გახ­სნის უფ­ლე­ბა და აშ. ეს მოგ­ვარ­და, მაგ­რამ მა­ინც, რა­ღაც, ეს სი­ტუ­ა­ცია გრძელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ დღეს, მის ნევ­რო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ სან­დრო ცის­კა­რი­ძემ უკვე მო­გახ­სე­ნათ და ალ­ბათ, შემ­დეგ დღე­ებ­ში შევ­ხე­დავთ რო­გორ იქ­ნე­ბა საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, უკვე და­ი­წყო კვე­ბა, ეს პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად წა­ვი­და, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ უნდა იყოს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი“.- აცხა­დებს ყიფ­ში­ძე,

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბსურდის თეატრი.
0

კარგად მოუარეთ, რომ მომჯობინდება, ისევ მეორე ზახოდზე უნდა წავიდეს. აბა რისთვის შიმშილობს.

.
1

ასანთი დაუმალეთ აუცილებლივ. რაიცით, რა ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი

"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ექიმებს, რომლებიც ახლა ექსპრეზიდენტს მკურნალობენ, პაციენტის სრულყოფილად რეაბილიტაციის უნარი შესწევთ.

ამის შესახებ პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ, ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს მკურნალობის აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - წერს გიორგი პაპიაშვილი.

  • ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

"მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად",- აღნიშნა ყიფშიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, ის კონსილიუმის დასკვნას იზიარებს.

"კონსილიუმის წევრები გამოვიდნენ და უკვე გითხრეს მისი მდგომარეობის შესახებ. ვეთანხმები მათ დასკვნებს. რასაკვირველია, თვითონ პრეზიდენტი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წნევის პრობლემები. ასევე, გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც, ეს სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს, მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ამის შესახებ სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ და ალბათ, შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ეს პროცესი ნორმალურად წავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.- აცხადებს ყიფშიძე,