მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 შვილის დედამ, ელენე ხოშტარიამ სიცოცხლე გადადო, მსოფლიო ბანი შიმშილობს! "ოცნებავ", გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან" - ანზორ მელია
"4 შვილის დედამ, ელენე ხოშტარიამ სიცოცხლე გადადო, მსოფლიო ბანი შიმშილობს! "ოცნებავ", გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან" - ანზორ მელია

"მო­გე­სალ­მე­ბათ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის ბე­ბე­რი კან­დი­და­ტი", - ასე მი­მარ­თა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზუგ­დი­დის მე­რო­ბის ყო­ფილ­მა კან­დი­დატ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

რო­გორც ან­ზორ მე­ლია აღ­ნიშ­ნავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ყვე­ლა ზღვარს გა­და­ა­ბი­ჯა". მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „კა­ლო­შე­ბით“ მო­ვი­და და სა­სახ­ლე­ე­ბი აა­შე­ნეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხარ­ჯზე!“

"მო­გე­სალ­მე­ბით ქარ­თვე­ლო ხალ­ხო. მო­გე­სალ­მე­ბათ ზუგ­დი­დის მე­რო­ბის ბე­ბე­რი კან­დი­და­ტი. მო­გე­სალ­მე­ბით ჩემო ზუგ­დი­დე­ლე­ბო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ! დღეს მინ­და მივ­მარ­თო მთავ­რო­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­ნა­რა­ძეს, რო­მე­ლიც წერ­და: "ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს 41-ე დღეს რა დღე­ში იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­ვის ემახ­სოვ­რე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“. ნახე, რა ზღვა ხალ­ხია, ნახე ეს რო­გორ გა­ათ­მაგ­დე­ბა და გა­ას­მაგ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სამ­შობ­ლოს არა­ვის და­უთ­მობს! მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბო, არ გიყ­ვართ თქვენ სამ­შობ­ლო, სა­ქარ­თვე­ლო. თქვენ გინ­დათ მი­ლი­ო­ნე­ბი, მი­ლი­არ­დე­ბი. „კა­ლო­შე­ბით“ მოხ­ვე­დით და სა­სახ­ლე­ე­ბი აა­შე­ნეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხარ­ჯზე!

არ გე­გო­ნათ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავ­და, არ გე­გო­ნათ რომ თქვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი, მათ შო­რის, მე დავ­დგე­ბო­დი ამ ხალ­ხის გვერ­დით და ვიბ­რძო­ლებ­დი ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე. ყვე­ლა ზღვარს გა­და­ა­ბი­ჯეთ, არ გვინ­და რუ­სე­თი, ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა!“- აღ­ნიშ­ნავს ან­ზორ მე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხალ­ხი და­ა­პი­რის­პი­რა.

"თქვენ ხალ­ხი და­ა­პი­რის­პი­რეთ, გა­ჩე­ხეთ, და­ა­შო­რეთ. შური, სი­სა­ძაგ­ლე, ზი­ზღი ჩა­ნერ­გეთ ქარ­თვე­ლებ­ში. ქარ­თველს ვე­ღარ ვცნობ. თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა! ვერ გა­ძე­ხით იმ­დე­ნი ფული იშო­ვეთ. მინ­და, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მად­ლო­ბა ვუ­თხრა თქვე­ნი სა­ხე­ლით. 4 შვი­ლის დე­დამ სი­ცო­ცხლე გა­და­დო, რა­ღაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჩა­ი­დი­ნა. გმი­რი შვი­ლის გამ­ზრდელ­მა დე­დამ რა და­წე­რა დღეს, ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა იმ მო­შიმ­ში­ლეს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­ა­მა­ყო მსოფ­ლიო ბანს, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა, ჩა­მო­ვი­და და შიმ­ში­ლობს. ეს არის ქარ­თვე­ლი კა­ცის გენი! ამ გენს „ოც­ნე­ბავ“ ვერ და­ა­მარ­ცხებ.

გთხოვთ, შე­უ­რიგ­დით ხალ­ხს. გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა ოპო­ზი­ცი­ას­თან. იცით, ოპო­ზი­ცია რა მშვე­ნი­ე­რი ხალ­ხით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ეძა­ხით კრი­მი­ნა­ლებს, მაგ­რამ თქვენ თავ­ში ჩა­ი­ხე­დეთ და შემ­დეგ ამათ შე­ხე­დეთ. მო­დით სა­ქარ­თვე­ლო ვა­შე­ნოთ!“- აღ­ნიშ­ნავს ან­ზორ მე­ლია.

ქართველი
5

ჩვენც და შენც კარგად ვიცით ვისთვის და რისთვის გადადეს თავი ან ერთმა და ან მეორემ . ნუ იშტერებ თავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"4 შვილის დედამ, ელენე ხოშტარიამ სიცოცხლე გადადო, მსოფლიო ბანი შიმშილობს! "ოცნებავ", გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან" - ანზორ მელია

"4 შვილის დედამ, ელენე ხოშტარიამ სიცოცხლე გადადო, მსოფლიო ბანი შიმშილობს! "ოცნებავ", გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან" - ანზორ მელია

"მოგესალმებათ ზუგდიდის მერობის ბებერი კანდიდატი", - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ანზორ მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებს.

როგორც ანზორ მელია აღნიშნავს, ხელისუფლებამ "ყველა ზღვარს გადააბიჯა". მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხელისუფლებაში „კალოშებით“ მოვიდა და სასახლეები ააშენეს ქართველი ხალხის ხარჯზე!“

"მოგესალმებით ქართველო ხალხო. მოგესალმებათ ზუგდიდის მერობის ბებერი კანდიდატი. მოგესალმებით ჩემო ზუგდიდელებო, ძალიან მიყვარხართ! დღეს მინდა მივმართო მთავრობას და განსაკუთრებით მდინარაძეს, რომელიც წერდა: "ძალიან მაინტერესებს 41-ე დღეს რა დღეში იქნება მიხეილ სააკაშვილი, არავის ემახსოვრება მიხეილ სააკაშვილი“. ნახე, რა ზღვა ხალხია, ნახე ეს როგორ გაათმაგდება და გაასმაგდება. ქართველი ხალხი სამშობლოს არავის დაუთმობს! მთავრობა, პარლამენტარებო, არ გიყვართ თქვენ სამშობლო, საქართველო. თქვენ გინდათ მილიონები, მილიარდები. „კალოშებით“ მოხვედით და სასახლეები ააშენეთ ქართველი ხალხის ხარჯზე!

არ გეგონათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა, არ გეგონათ რომ თქვენი მომხრეები, მათ შორის, მე დავდგებოდი ამ ხალხის გვერდით და ვიბრძოლებდი ფრონტის წინა ხაზზე. ყველა ზღვარს გადააბიჯეთ, არ გვინდა რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა!“- აღნიშნავს ანზორ მელია.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი დააპირისპირა.

"თქვენ ხალხი დააპირისპირეთ, გაჩეხეთ, დააშორეთ. შური, სისაძაგლე, ზიზღი ჩანერგეთ ქართველებში. ქართველს ვეღარ ვცნობ. თქვენი დამსახურებაა! ვერ გაძეხით იმდენი ფული იშოვეთ. მინდა, ელენე ხოშტარიას მადლობა ვუთხრა თქვენი სახელით. 4 შვილის დედამ სიცოცხლე გადადო, რაღაც არაჩვეულებრივი ჩაიდინა. გმირი შვილის გამზრდელმა დედამ რა დაწერა დღეს, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მოშიმშილეს, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. განსაკუთრებული მადლობა საამაყო მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც უზრუნველყოფილი ცხოვრება დატოვა, ჩამოვიდა და შიმშილობს. ეს არის ქართველი კაცის გენი! ამ გენს „ოცნებავ“ ვერ დაამარცხებ.

გთხოვთ, შეურიგდით ხალხს. გამონახეთ საერთო ენა ოპოზიციასთან. იცით, ოპოზიცია რა მშვენიერი ხალხით არის დაკომპლექტებული. ეძახით კრიმინალებს, მაგრამ თქვენ თავში ჩაიხედეთ და შემდეგ ამათ შეხედეთ. მოდით საქართველო ვაშენოთ!“- აღნიშნავს ანზორ მელია.