პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს და შიმშილობას წყვეტს
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს და შიმშილობას წყვეტს

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე თა­ნახ­მაა. ამის შე­სა­ხებ გლ­და­ნის მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და.

„იგი თა­ნახ­მაა გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე და შე­წყვეტს შიმ­ში­ლო­ბას გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში გან­თავ­სე­ბის­თა­ნა­ვე. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ და­ზუს­ტე­ბით, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგო­მი პრო­ტო­კო­ლი გა­ი­წე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ და იყოს ყო­ველ­დღი­უ­რი ან­გა­რი­ში. ეს ეხე­ბა ყვე­ლა კონ­სი­ლი­უმს, რაც კი აქამ­დე შექ­მნი­ლა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შექ­მნი­ლი, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის ჯგუ­ფი და ნინო ლომ­ჯა­რი­ას სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფი, ყვე­ლა მათ­გა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იმე­დია ყვე­ლა მათ­გა­ნის თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში დღეს­ვე გა­და­იყ­ვა­ნენ. რო­გორც გვა­რა­მი­ამ გან­მარ­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა "მოგ­ვი­ა­ნე­ბით" გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ დროს უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ და­ა­სა­ხე­ლებს.

"მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლი დღეს იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში და ხვა­ლი­დან უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვად­გი­ნოთ მისი სა­მე­დი­ცი­ნო დღის წეს­რი­გი პუნ­ქტობ­რი­ვად. მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არ ვამ­ბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლას, შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ შექ­მნას აქ დგო­მით, უბ­რა­ლოდ არ გა­მო­ვა რე­ა­ნო­მო­ბი­ლი თუ აქ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­რავ­ლე. მისი პი­რა­დი ექი­მი, ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი, რო­მე­ლიც ახლა მოვა, დარ­ჩე­ბა მას­თან, ვიდ­რე მას გა­და­იყ­ვა­ნენ და ჩვენ წა­ვალთ გორ­ში, მო­ვახ­დენთ ინ­სპექ­ტი­რე­ბას. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით უკე­თე­სია, კონ­ტაქ­ტუ­რია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, რამე მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმოზა
3

და რომ გამოჯანმრთელდება და ციხეში დააბრუნებენ, მერე ნეტავ ისევ შიმშილობას დაიწყებს🤔

გიორგი
2

მოშივდა,ძალიან მოშივდა სააკიანს.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს და შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს და შიმშილობას წყვეტს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია ყველა მათგანის თანხმობა იქნება", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება "მოგვიანებით" განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

"მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.