საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პირველ რიგში, მის პასუხზეა დამოკიდებული.
როგორც კობახიძემ განაცხადა, გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მის პასუხს წარმოადგენენ.
"შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად არის დაცული სწორედ გორის ჰოსპიტალი.
"როდესაც საუბარი იყო სამოქალაქო კლინიკაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ჰოსპიტალი ციხის გარეთ, რომელიც იქნებოდა აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით, ასევე მედპერსონალით, ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოთხოვნა იყო, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოფრთხილება იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ექიმთა ასოციაციამ შემოგთავაზათ ხელისუფლებას ,მაგრამ არ გაითვალისწინეთ,კერძოდ, თქვეს რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ მოახერებდა ვერც შიმშილობის პროცესის მართვას და ვერც შიმშილობის შემდგომ სარეაბლიტაციო პროცესს გამოუცდელობის გამო, ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა მისი გერმანიაში გადაყვანა, ახლა დაიწყება მიშას მონაწილეობით სერიალის ახალი მეორე სეზონი სახელწოდებით " მიშას ჯანმრთელობის რეაბლიტაცია" , წავა ვაჭრობა,პროტესტი, პირადი ექიმისა და გვარამიას მოთქმა და ჩივილი,რომ სააკაშვილის რეაბლიტაცია რთულად მიმდინარეობს და გამოწერა ნაადრევია, შეიძლება ხოშტარიამ შიმშილობა ისევ დაიწყოს , მიშას კლინიკაში ხანგრძლივად დარჩენის მოთხოვნით და მთელი ქვეყანა მხოლოდ მიშათი უნდა ვიყოთ დაკავებული, გერმანიასთან ამგვარი ნომერი არ გავიდოდა, უმკურნალებდნენ მაქსიმუმ ორი კვირა და მერე გერმანიიდან პიდაპირი რეისით გაგეშვათ კიევში, არ ქენით და ვუყუროთ ახალ ცირკს,თითქოს სხვა პრობლემები არ გვქონდეს.
ისეთი რა ცოდვა ჩავიდინეთ ქართველმა ერმა რომ ამას ვუსმინოთ ყოველი დღე!!! როგორ უძლებთ ამის უტიფრობას, კამეჩის ტყავი აქვს გადაკერებული შუბლზე!!!!