პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს
ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

1980-იან წლე­ბამ­დე, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, პირი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მო­ინ­დო­მებ­და სპეც­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას (არ შეგ­ვე­შა­ლოს სპეც­სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ანუ აგენტ-ინ­ფორ­მა­ტო­რო­ბა­ში) და პი­რად ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ი­ჩენ­და, ყო­ველ­თვის დიდ და­ეჭ­ვე­ბას იწ­ვევ­და და ვე­რას­დროს ეღირ­სე­ბო­და ამ პა­ტივს. რა მიზ­ნე­ბი აქვს? მტრის შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ხომ არ არის? - ამ­გვა­რი კი­თხვე­ბი არ ას­ვე­ნებ­დათ სპეც­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. მაგ­რამ დრო იც­ვლე­ბა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მაც შეც­ვა­ლეს კად­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის ძვე­ლი მე­თო­დე­ბი. პი­ო­ნე­რე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის, აქაც ამე­რი­კე­ლე­ბი იყ­ვნენ. ად­ვი­ლად წარ­მო­სად­გე­ნია ის გა­ო­ცე­ბა, რაც რი­გით ამე­რი­კე­ლებს და­ე­მარ­თათ, როცა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ორა­სამ­დე გა­ზეთ­სა და ჟურ­ნალ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (ცსს) სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხეს: "დაზ­ვერ­ვა­ში სა­მუ­შა­ოდ ვიწ­ვევთ". დღეს კი უკვე პირ­და­პირ ცსს-ს ვებგ­ვერ­დი ეპა­ტი­ჟე­ბა და სთა­ვა­ზობს აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლად გახ­დო­მას. "და­ი­წყე შენი კა­რი­ე­რა: და­ეხ­მა­რე და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ერი ერ­თობ­ლი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბით; თქვენ ეხ­მა­რე­ბით ჩვე­ნი ერის უსაფრ­თხო­ე­ბას; შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი ერი უსაფრ­თხოდ; ყო­ვე­ლი დღე არის აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა" - კი­დევ სხვა, ამ­გვარ მო­წო­დე­ბას წა­ი­კი­თხავთ ცსს-ს ვებგ­ვერ­დზე. ერ­თად გა­ვეც­ნოთ იქ გა­მო­ცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ებს და გა­ვი­გოთ, თუ რა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ეძებს და რა გა­სამ­რჯე­ლოს ჰპირ­დე­ბა მათ ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის ფლაგ­მა­ნი დღეს, 2021 წლის 19 ნო­ემ­ბერს:

1. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ოფი­ცე­რი ("აი­ტიშ­ნი­კი"). ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე - სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­წყი­სი წლი­უ­რი ხელ­ფა­სია (სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი): 64,137 -დან - 113,362 - მდე აშშ დო­ლა­რი.

2. ოპე­რა­ტი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ოფი­ცე­რი ("ოპე­რა­ტივ­ნი­კი") - უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მარ­თვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ცსს-ს შტაბ-ბი­ნა­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ მდე­ბა­რე (ე.წ. სა­ვე­ლე) ოფი­სებს შო­რის. წლი­უ­რი ხელ­ფა­სია (სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი): 62,133 -დან - 94,581- მდე აშშ დო­ლა­რი, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო მა­ღა­ლი სა­წყი­სი ხელ­ფა­სი, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და­ნა­მა­ტი უცხო ენის ცოდ­ნა­ზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნაა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინკვიზიტორი
1

("ოპე­რა­ტივ­ნი­კი") ???????????? რუსკი გავარიტ??? მე მგონი აქაც კი კგბ შემოიპარა :DDDDDDDDDDD

მარი ხუანა
1

მიდი, მოვდივარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს

ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

1980-იან წლებამდე, მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, პირი, რომელიც საკუთარი სურვილით მოინდომებდა სპეცსამსახურში მუშაობის დაწყებას (არ შეგვეშალოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობაში ანუ აგენტ-ინფორმატორობაში) და პირად ინიციატივას გამოიჩენდა, ყოველთვის დიდ დაეჭვებას იწვევდა და ვერასდროს ეღირსებოდა ამ პატივს. რა მიზნები აქვს? მტრის შემოგზავნილი ხომ არ არის? - ამგვარი კითხვები არ ასვენებდათ სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს. მაგრამ დრო იცვლება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც შეცვალეს კადრების შერჩევისა და მომზადების ძველი მეთოდები. პიონერები, როგორც ყოველთვის, აქაც ამერიკელები იყვნენ. ადვილად წარმოსადგენია ის გაოცება, რაც რიგით ამერიკელებს დაემართათ, როცა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორასამდე გაზეთსა და ჟურნალში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სარეკლამო განცხადება წაიკითხეს: "დაზვერვაში სამუშაოდ ვიწვევთ". დღეს კი უკვე პირდაპირ ცსს-ს ვებგვერდი ეპატიჟება და სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეებს ამერიკის დაზვერვის თანამშრომლად გახდომას. "დაიწყე შენი კარიერა: დაეხმარე დავიცვათ ჩვენი ერი ერთობლივი შესაძლებლობით; თქვენ ეხმარებით ჩვენი ერის უსაფრთხოებას; შევინარჩუნოთ ჩვენი ერი უსაფრთხოდ; ყოველი დღე არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობა" - კიდევ სხვა, ამგვარ მოწოდებას წაიკითხავთ ცსს-ს ვებგვერდზე. ერთად გავეცნოთ იქ გამოცხადებულ ვაკანსიებს და გავიგოთ, თუ რა დარგის სპეციალისტებს ეძებს და რა გასამრჯელოს ჰპირდება მათ ამერიკის დაზვერვის ფლაგმანი დღეს, 2021 წლის 19 ნოემბერს:

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფიცერი ("აიტიშნიკი"). ისინი მუშაობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ. საწყისი წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 64,137 -დან - 113,362 - მდე აშშ დოლარი.

2. ოპერატიული ოპერაციების ოფიცერი ("ოპერატივნიკი") - უზრუნველყოფენ საიდუმლო ოპერაციების წარმართვის კოორდინაციას ცსს-ს შტაბ-ბინასა და ოპერაციების დირექტორატის საზღვარგარეთ მდებარე (ე.წ. საველე) ოფისებს შორის. წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 62,133 -დან - 94,581- მდე აშშ დოლარი, თუმცა შესაძლებელია უფრო მაღალი საწყისი ხელფასი, გამოცდილების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულია დანამატი უცხო ენის ცოდნაზე. აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის ხარისხი. გააგრძელეთ კითხვა