სპორტი
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიკას ქმარი ვერაფრით წყნარდებოდა. ამ დროს ჩვენ გათოშილები ვიყავით, რა დროს სიყვარული იყო?!" - რას ჰყვებიან "არგონავტებზე", რომელშიც მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე და ზურა ყიფშიძე ასრულებენ
"ლიკას ქმარი ვერაფრით წყნარდებოდა. ამ დროს ჩვენ გათოშილები ვიყავით, რა დროს სიყვარული იყო?!" - რას ჰყვებიან "არგონავტებზე", რომელშიც მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე და ზურა ყიფშიძე ასრულებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის მი­უ­ზიკლ "არ­გო­ნავ­ტე­ბის" შე­სა­ხებ...

მი­უ­ზიკ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ევ­გე­ნი გინზბურ­გი, სცე­ნა­რის­ტე­ბი - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი, ევ­გე­ნი გინზბურ­გი, დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი - ირაკ­ლი ყიფ­ში­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი - ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია... მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე (ია­ზო­ნი), ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე (მე­დეა), სერ­გეი შა­კუ­რო­ვი (დი­ო­გე­ნე, მო­ხუ­ცი, ჩიტი), ალექ­სან­დრ აბ­დუ­ლო­ვი (შა­ლო­მი), თე­ი­მუ­რაზ წიკ­ლა­უ­რი (აეტი), რო­მან რცხი­ლა­ძე (ჰე­რაკ­ლე), ნუგ­ზარ კვა­შა­ლი (ორ­ფე­ო­სი), ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი (ლა­ერ­ტი), იგორ რუხი (კას­ტო­რი), ლე­ო­ნიდ იარ­მოლ­ნი­კი (ტი­ფი­სი), ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი (არგი), ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია (ამი­კი), ანრი ბა­სი­ლა­ია (გი­ლა­სი)...

ფილ­მად გა­და­ღე­ბუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სია ინ­ტერ­ნეტ­შიც იძებ­ნე­ბა.

ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი:

- "არ­გო­ნავ­ტე­ბი" ჩვე­ნი მე­ო­რე მი­უ­ზიკ­ლი იყო, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის სურ­ვი­ლით გა­და­ვი­ღეთ... პირ­ვე­ლი მი­უ­ზიკ­ლი იყო "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი", რო­მელ­საც უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად და დღე­საც დიდი წარ­მა­ტე­ბით აჩ­ვე­ნე­ბენ.

"არ­გო­ნავ­ტე­ბი" ცნო­ბილ­მა რუს­მა რე­ჟი­სორ­მა, ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, ევ­გე­ნი გინზბურ­გმა გა­და­ი­ღო. რად­გან მი­უ­ზიკ­ლი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ არხზე გა­დი­ო­და და მათ შო­რის სა­ზღვარ­გა­რე­თაც, გა­და­წყდა, რომ წამ­ყვან რო­ლებ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლიყ­ვნენ. ასე­თი იყო ია­სო­ნის როლ­ზე ზურა ყიფ­ში­ძე და, რაღა თქმა უნდა, მე­დე­ას როლ­ზე, ვინ, თუ არა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე?! ლიკა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო და მის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ხომ აღარ არის სა­უ­ბა­რი. ლი­კას თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მოს­წონ­და მე­დე­ას როლი და სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბას.

ლიკა პირ­ვე­ლად ეკ­რან­ზე სწო­რედ ჩვენს ტე­ლე­ფილმში, "ივე­რია, სიყ­ვა­რუ­ლი და..." გა­მოჩ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი შვი­ლო­ბი­ლი­ვით იყო, ვგიჟ­დე­ბო­დით ყვე­ლა, იმ­დე­ნად გვიყ­ვარ­და. ღვთა­ებ­რი­ვად ლა­მა­ზი იყო. დიდი წარ­მა­ტე­ბაც ხვდა წი­ლად, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და მის გან­სა­ხი­ე­რე­ბულ მე­დე­ას! ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მე­ო­რე ლიკა არ არ­სე­ბობ­და, ერ­თა­დერ­თი იყო და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა წყვი­ლი იქ­ნე­ბო­და ზურა ყიფ­ში­ძე და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე!

- რა­ტომ ვერ მო­ი­პო­ვა ასე კარ­გმა ფილმმა სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა? დღეს ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის ამ მი­უ­ზიკ­ლის შე­სა­ხებ.

- ამა­ში თა­ვად ივე­რი­ე­ლებს მიგ­ვი­ძღვის "შეგ­ნე­ბუ­ლი" ბრა­ლი. ამ მი­უ­ზიკლს უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად უდი­დე­სი ტრა­გე­დია და­ემ­თხვა. ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში თე­მურ წიკ­ლა­ურს ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ­მო­ცი არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც თე­მურს სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა მო­უხ­და.

ყვე­ლას ძა­ლი­ან მძი­მე მო­გო­ნე­ბე­ბი გვა­კავ­ში­რებ­და ამ მი­უ­ზიკლთან, თო­რემ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა და ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და იმის­თვის, რომ სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. გა­პი­ა­რე­ბა, მი­უ­ზიკ­ლის ხში­რად წარ­მოდ­გე­ნა იყო სა­ჭი­რო და ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თე­მუ­რის ვაჟ­თან ერ­თად და­ვა­სა­მა­რეთ ეს მი­უ­ზიკ­ლი.რც ჩვენ შეგ­ვეძ­ლო გვე­თა­მა­შა და მით უფრო თე­მუ­რის­თვის დაგ­ვე­ძა­ლე­ბი­ნა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ruska
12

უსასრულოდ შემიძლია ვწერო ლიკაზე, მის განუმეორებელ სილამაზეზე.

ასეთი სილამაზე მართლაც იშვიათია, სხვანაირად ანათებდა ცხონებული ლიკა...

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასე მალე წავიდა და რაც მთავარია, სათანადოდ არ და ვერ დაფასდა..... 

nanka2002
4

რა ლამაზი იყო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ლიკას ქმარი ვერაფრით წყნარდებოდა. ამ დროს ჩვენ გათოშილები ვიყავით, რა დროს სიყვარული იყო?!" - რას ჰყვებიან "არგონავტებზე", რომელშიც მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე და ზურა ყიფშიძე ასრულებენ

"ლიკას ქმარი ვერაფრით წყნარდებოდა. ამ დროს ჩვენ გათოშილები ვიყავით, რა დროს სიყვარული იყო?!" - რას ჰყვებიან "არგონავტებზე", რომელშიც მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე და ზურა ყიფშიძე ასრულებენ

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის მიუზიკლ "არგონავტების" შესახებ...

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორია ევგენი გინზბურგი, სცენარისტები - ჯემალ ბაღაშვილი, ევგენი გინზბურგი, დამდგმელი მხატვარი - ირაკლი ყიფშიძე, კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია... მონაწილეობდნენ: ზურაბ ყიფშიძე (იაზონი), ლიკა ქავჟარაძე (მედეა), სერგეი შაკუროვი (დიოგენე, მოხუცი, ჩიტი), ალექსანდრ აბდულოვი (შალომი), თეიმურაზ წიკლაური (აეტი), რომან რცხილაძე (ჰერაკლე), ნუგზარ კვაშალი (ორფეოსი), ჯემალ ბაღაშვილი (ლაერტი), იგორ რუხი (კასტორი), ლეონიდ იარმოლნიკი (ტიფისი), ვახტანგ ტატიშვილი (არგი), ალექსანდრე ბასილაია (ამიკი), ანრი ბასილაია (გილასი)...

ფილმად გადაღებული მიუზიკლის რუსულენოვანი ვერსია ინტერნეტშიც იძებნება.

ჯემალ ბაღაშვილი:

- "არგონავტები" ჩვენი მეორე მიუზიკლი იყო, რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის სურვილით გადავიღეთ... პირველი მიუზიკლი იყო "ჩხიკვთა ქორწილი", რომელსაც უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად და დღესაც დიდი წარმატებით აჩვენებენ.

"არგონავტები" ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ჩვენმა მეგობარმა, ევგენი გინზბურგმა გადაიღო. რადგან მიუზიკლი რუსეთის ცენტრალურ არხზე გადიოდა და მათ შორის საზღვარგარეთაც, გადაწყდა, რომ წამყვან როლებზე გამორჩეული მსახიობები შერჩეულიყვნენ. ასეთი იყო იასონის როლზე ზურა ყიფშიძე და, რაღა თქმა უნდა, მედეას როლზე, ვინ, თუ არა ლიკა ქავჟარაძე?! ლიკა უკვე ჩამოყალიბებული მსახიობი იყო და მის გარეგნობაზე ხომ აღარ არის საუბარი. ლიკას თვითონაც ძალიან მოსწონდა მედეას როლი და სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას.

ლიკა პირველად ეკრანზე სწორედ ჩვენს ტელეფილმში, "ივერია, სიყვარული და..." გამოჩნდა. შესაბამისად, ჩვენი შვილობილივით იყო, ვგიჟდებოდით ყველა, იმდენად გვიყვარდა. ღვთაებრივად ლამაზი იყო. დიდი წარმატებაც ხვდა წილად, ყველა აღნიშნავდა მის განსახიერებულ მედეას! ასეც უნდა ყოფილიყო, მეორე ლიკა არ არსებობდა, ერთადერთი იყო და განუმეორებელი! წარმოიდგინეთ, რა წყვილი იქნებოდა ზურა ყიფშიძე და ლიკა ქავჟარაძე!

- რატომ ვერ მოიპოვა ასე კარგმა ფილმმა საყოველთაო აღიარება? დღეს ძალიან ცოტამ თუ იცის ამ მიუზიკლის შესახებ.

- ამაში თავად ივერიელებს მიგვიძღვის "შეგნებული" ბრალი. ამ მიუზიკლს უდიდეს წარმატებასთან ერთად უდიდესი ტრაგედია დაემთხვა. ზუსტად იმ პერიოდში თემურ წიკლაურს ვაჟი გარდაეცვალა. ფაქტობრივად, ორმოცი არ იყო გასული, როდესაც თემურს სცენაზე გამოსვლა მოუხდა.

ყველას ძალიან მძიმე მოგონებები გვაკავშირებდა ამ მიუზიკლთან, თორემ შესანიშნავი მუსიკა და ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ საყოველთაოდ აღიარებული გამხდარიყო. გაპიარება, მიუზიკლის ხშირად წარმოდგენა იყო საჭირო და ჩვენ შეიძლება ითქვას, თემურის ვაჟთან ერთად დავასამარეთ ეს მიუზიკლი.რც ჩვენ შეგვეძლო გვეთამაშა და მით უფრო თემურისთვის დაგვეძალებინა. გააგრძელეთ კითხვა