მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება
რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება

"მკურ­ნალ და პი­რად ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით გავ­წე­რეთ 5 ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბის და დი­აგ­ნოს­ტი­კის გეგ­მას გა­წე­რენ - თუ მათი რა­ღაც ნა­წი­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გილ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ვიცე-სპი­კერ­მა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ნევ­რო­ლო­გის და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნევ­რო­ლოგ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, მას მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გიც.

"პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია უკვე გა­ვუ­ზი­ა­რე მის პი­რად ექიმს და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებს, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში სრულ­დე­ბა კი­დეც და და­მე­თან­ხმნენ, ეს იყო გა­და­უ­დე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტის, რომ­ლებ­მაც უახ­ლო­ე­სი სა­ა­თე­ბის სა­მოქ­მე­დი გეგ­მა უნდა გა­წე­რონ. ეს არის ჩემი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია. გეგ­მაა ასე­თი, რომ მკურ­ნალ და პი­რად ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით, გავ­წე­რეთ და და­ვა­სა­ბუ­თეთ 5 ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა. აქე­დან ორი - ნერ­ვო­ლო­გი და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ნერ­ვო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია იყო უკვე, როცა მე წა­მო­ვე­დი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თან ღამე ჩა­ტარ­დე­ბო­და. ამო­ცა­ნაა ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის გეგ­მას გა­წე­რენ. თუკი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გილ­ზე, გა­კეთ­დე­ბა ად­გილ­ზე, თუ მათი რა­ღაც ნა­წი­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა იქ პა­ცი­ენ­ტი, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას წყვეტს და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ხოშ­ტა­რია მო­ი­ნა­ხუ­ლა, მისი სო­მა­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა უკვე დამ­ძი­მე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ ურ­ჩევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­დოს.

"მარ­თლა ძა­ლი­ან მა­დარ­დებს ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. როცა ვნა­ხე, მა­შინ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო შერ­ყე­უ­ლი მისი სო­მა­ტუ­რი ჯამ­რთე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რად მინ­და ვთხო­ვო, გა­და­ხე­დოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და თუნ­დაც, ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­ნა­მა­ტე­ბი მი­ი­ღოს,"- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალასა
0

კი ბატონო, წარმოვიდგინოთ, რომ ყიფიანის კლინიკაში გადაიყვანეს. ჭამაც დაიწყო. ხაბეიშვილმა და წითლიძემ ხმა ჩაკმინდეს. ხოშტარიამ ბავშვების აღზრდას მიყო ხელი, ნაცი დედეპუტატები სახინკლეში წავიდნენ. გაივლის რეაბილიტაციის ერთი თვე, მიშა წამოჩიტდება და დაბრუნდება რუსთავის ციხეში. გჯერათ თქვენ ამის?

კარენოი ხალხი
2

ვაიმე, ხალხს (ანუ ქოცობას) ძალიან გვაქვს ნერვები მოშლილი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება

რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება

"მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით გავწერეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა, რომლებიც მკურნალობის და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ - თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება ადგილზე, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება" - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში აუცილებელი იყო ნევროლოგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. სერგეენკოს ინფორმაციით, ნევროლოგმა სააკაშვილი უკვე მოინახულა ღამის განმავლობაში, ასევე სავარაუდოდ, მას მოინახულებდა გასტროენტეროლოგიც.

"პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც და დამეთანხმნენ, ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედი გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია. გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი - ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება იქ პაციენტი, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,"- განაცხადა სერგეენკომ.

ის ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ მედიკამენტების მიღებას წყვეტს და აღნიშნა, რომ როცა ხოშტარია მოინახულა, მისი სომატური ჯანმრთელობა უკვე დამძიმებული იყო, ამიტომ ურჩევს გადაწყვეტილებას გადახედოს.

"მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯამრთელობა, ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს,"- განაცხადა სერგეენკომ.