კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა" - საქსტატი
"2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა" - საქსტატი

2021 წლის III კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 2.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით გა­ი­ზარ­და და 19.5 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"საქსტა­ტის“ ცნო­ბით, 2021 წლის III კვარ­ტალ­ში სა­მუ­შაო ძა­ლამ (ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­ურ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ) შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის (15 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა) 52.8 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 2.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით მე­ტია, ხოლო და­საქ­მე­ბის დონე გაზ­რდი­ლია 0.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და 42.5 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

"სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე (აქ­ტი­უ­რო­ბის დონე) ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში გა­ი­ზარ­და 2.2 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში - 2.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით. და­საქ­მე­ბის დონე ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში გა­ი­ზარ­და 0.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში - 0.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით.

2021 წლის III კვარ­ტალ­ში და­ქი­რა­ვე­ბულ­თა წილი და­საქ­მე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 67.3 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და, რაც 0.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით მე­ტია წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით.

2021 წლის III კვარ­ტალ­ში უმუ­შევ­რო­ბის დონე სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია 1.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო სა­სოფ­ლო და­სახ­ლე­ბებ­ში - 3.5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით.

უმუ­შევ­რო­ბის დონე ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ღა­ლია კა­ცებ­ში, ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით. 2021 წლის III კვარ­ტალ­ში, წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლებ­ში გაზ­რდი­ლია 2.1 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო კა­ცებ­ში - 2.9 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით.

სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე (აქ­ტი­უ­რო­ბის დონე) ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია კა­ცებ­ში. 2021 წლის III კვარ­ტალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლებ­ში 42.4 პრო­ცენტს, ხოლო კა­ცებ­ში 64.7 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და. წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით სა­მუ­შაო ძა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დონე (აქ­ტი­უ­რო­ბის დონე) ქა­ლებ­ში გაზ­რდი­ლია 2.2 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით, ხოლო კა­ცებ­ში - 2.8 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით.

2021 წლის III კვარ­ტალ­ში და­საქ­მე­ბის დონე რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე კა­ცებ­ში გაზ­რდი­ლია წინა წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად 1.0 და 0.4 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რატი
0

ნაძირალა მთავრობას რომ ჰკითხო, ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეკონომიკურ ზრდას დასაქმებულ მოქალაქეთა რაოდენობა, ძლიერი შიდაწარმოება და სოფლის მეურნეობა განსაზღვრავს, მავნებლებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა" - საქსტატი

"2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა" - საქსტატი

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს.

"სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.9 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.0 და 0.4 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.