მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ" - პაატა ბურჭულაძე
"მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ" - პაატა ბურჭულაძე

ჩავ­თვა­ლოთ, რომ მთავ­რო­ბამ უკვე მოკ­ლა მიშა, მაგ­რამ ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა და გვაქვს შან­სი, რომ უკან მო­ვაბ­რუ­ნოთ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გო­ნე­ბის და­კარ­გვის ფაქტს მსოფ­ლიო ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში უკვე სამი დღეა შიმ­ში­ლობს.

რო­გორც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „მი­შას გა­დარ­ჩე­ნით გა­დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო“ და პი­რა­დად ის სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად შიმ­ში­ლობს.

„მი­შამ დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­ა­ში­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი მაქვს მო­თხოვ­ნა, რომ სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნონ ის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კლი­ნი­კა­ში, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მისი სი­ცო­ცხლე - მას­ზე გა­დის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა თუ არა. გა­და­ვარ­ჩენთ მი­შას, გა­და­ვარ­ჩენთ სა­ქარ­თვე­ლოს - არ გა­და­ვარ­ჩენთ მი­შას და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ღუ­პე­ბა, წავა ძა­ლი­ან ცუდი გზით. არც მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, მისი და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღეს იღუ­პე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია მი­შა­ზე კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ამი­ტო­მაც ვუ­ერ­თდე­ბი ყვე­ლას, ვინც მო­შიმ­ში­ლეა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლით ჩვენ ვკარ­გავთ იმ 9 წე­ლი­წადს, რო­მელ­შიც მთავ­რო­ბამ კი მიგ­ვაჩ­ვია, რომ იყო სის­ხლი­ა­ნი, მაგ­რამ სის­ხლის გარ­და იყო ბევ­რი და­დე­ბი­თი რამ, იმ 9 წელ­ში ქვე­ყა­ნა დად­გა ფეხ­ზე. კი ბა­ტო­ნო, იყო შეც­დო­მე­ბი და არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც პი­რა­დად შე­ე­ხო და მათ მარ­თლა შე­იძ­ლე­ბა ვერ აპა­ტი­ონ მი­შას, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს რა გვჭირს? - ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვი­წყეთ და ახლა ვე­ლო­დე­ბით რას? - რომ შური ვი­ძი­ოთ იმ ადა­მი­ან­ზე, ვინც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მოგ­ვცა? ამათ­მა ხომ ბოლო 9 წე­ლი­წად­ში ჩა­მო­ან­გრი­ეს ყვე­ლა­ფე­რი და მი­ვი­ღეთ ისევ ნე­პო­ტიზ­მი, ისევ კო­რუფ­ცია, ისევ შიმ­ში­ლი, ხალ­ხის გას­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­დან. ეს არა­ფე­რია? - ეს ისაა, რაც ყო­ველ­დღე იმა­ტებს და იმა­ტებს.

ნა­ბი­ჯი ორი­ვე მხრი­დან უნდა იყოს გა­დად­გმუ­ლი, მაგ­რამ მე ვერ ვხე­დავ მთავ­რო­ბა­ში სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ვერ­ცერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც რამე ნა­ბიჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნახ­მა. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იქ არი­ან რო­ბო­ტე­ბი.

ახლა ვიბ­რძვით იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მოკ­ვდეს და ამა­თი ხე­ლი­დან პრინ­ციპ­ში, უკვე მკვდა­რია მიშა, რად­გან 50 დღე არ გა­უძ­ლია რამ­დენ ადა­მი­ანს. ჩავ­თვა­ლოთ, რომ მთავ­რო­ბამ უკვე მოკ­ლა მიშა, მაგ­რამ ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა და კი­დევ გვაქვს შან­სი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უკან მო­ვაბ­რუ­ნოთ. მე რამ­დე­ნი­მე ღვაწლ­მო­სილ ექიმ­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი და მათ თქვეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა რომ მო­ვი­დეს, ჩვენ მო­ვაბ­რუ­ნებთ, მაგ­რამ ბევ­რი ავად­მყო­ფო­ბა დარ­ჩე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლია. უკვე ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. იმის მერე, რომ დღეს წა­იქ­ცა და გო­ნე­ბა და­კარ­გა, კი­დევ იძა­ხი­ან, რომ უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ, რა მოხ­და. რაღა გა­მოკ­ვლე­ვა უნდა? - ერ­თმა კონ­სი­ლი­უმ­მა თქვა, მე­ო­რემ თქვა - ერთი და იგი­ვეს იძა­ხი­ან ექი­მე­ბი - გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ესე­ნი ხელს აწე­რენ მის სიკ­ვდილს და ბო­ლოს იცით რა მოხ­დე­ბა? - და­აბ­რა­ლე­ბენ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ცი­ხე­ში, იმათ­მა ვერ მი­ხე­დე­სო.

მი­შას გარ­და ელე­ნეც გვყავს სა­ფიქ­რა­ლი, რომ რო­გორ­მე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა მის მიერ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზე­ბიც და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მის­თვის მი­მარ­თვა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვი­დან გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რებს უყუ­რა.

„სა­ქარ­თვე­ლო და­პა­ტა­რავ­და ყვე­ლას თვალ­ში, ვინც ეს კად­რე­ბი ნახა - რო­გორ ათ­რი­ეს პრე­ზი­დენ­ტი. ჩემ­ზე ამან იმოქ­მე­და. მივ­ხვდი, რომ ესე­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი არი­ან და მივ­ხვდი, რომ ესე­ნი მი­იყ­ვა­ნენ მი­შას სიკ­ვდი­ლამ­დე და ჩემი იქ ყოფ­ნა იქ­ნე­ბო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­შას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში, ამი­ტო­მაც მე არ მინ­და ამის მო­ნა­წი­ლე ვიყო“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაახ
2

ხალხნო მკვდრეთით აღდგა ვერ ხვდებით? ვაი ამათ პატრონს!

ალექს
1

თავო ჩემო უმმღერე , მოპუხდება ! ხუსეინ ბიძიას თვითონ იმღერებს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ" - პაატა ბურჭულაძე

"მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ" - პაატა ბურჭულაძე

ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და გვაქვს შანსი, რომ უკან მოვაბრუნოთ, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გონების დაკარგვის ფაქტს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში უკვე სამი დღეა შიმშილობს.

როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, „მიშას გადარჩენით გადარჩება საქართველო“ და პირადად ის სწორედ საქართველოს გადასარჩენად შიმშილობს.

„მიშამ დღეს მთელი საქართველო შეაშინა. ხელისუფლებისადმი მაქვს მოთხოვნა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანონ ის მულტიფუნქციურ კლინიკაში, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე - მასზე გადის, დღეს საქართველო გადარჩება თუ არა. გადავარჩენთ მიშას, გადავარჩენთ საქართველოს - არ გადავარჩენთ მიშას და საქართველო დაიღუპება, წავა ძალიან ცუდი გზით. არც მინდა წარმოვიდგინო, მისი დაღუპვის შემთხვევაში, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში.

დღეს იღუპება საქართველო. შიმშილობა გამოცხადებულია მიშაზე კი არა, საქართველოზე. ამიტომაც ვუერთდები ყველას, ვინც მოშიმშილეა.

მიხეილ სააკაშვილით ჩვენ ვკარგავთ იმ 9 წელიწადს, რომელშიც მთავრობამ კი მიგვაჩვია, რომ იყო სისხლიანი, მაგრამ სისხლის გარდა იყო ბევრი დადებითი რამ, იმ 9 წელში ქვეყანა დადგა ფეხზე. კი ბატონო, იყო შეცდომები და არიან ადამიანები, ვისაც პირადად შეეხო და მათ მართლა შეიძლება ვერ აპატიონ მიშას, მაგრამ დანარჩენ ადამიანებს რა გვჭირს? - ყველაფერი დავივიწყეთ და ახლა ველოდებით რას? - რომ შური ვიძიოთ იმ ადამიანზე, ვინც ყველაფერი კარგი მოგვცა? ამათმა ხომ ბოლო 9 წელიწადში ჩამოანგრიეს ყველაფერი და მივიღეთ ისევ ნეპოტიზმი, ისევ კორუფცია, ისევ შიმშილი, ხალხის გასვლა საქართველოდან. ეს არაფერია? - ეს ისაა, რაც ყოველდღე იმატებს და იმატებს.

ნაბიჯი ორივე მხრიდან უნდა იყოს გადადგმული, მაგრამ მე ვერ ვხედავ მთავრობაში საღად მოაზროვნე ვერცერთ ადამიანს, რომელიც რამე ნაბიჯზე შეიძლება იყოს თანახმა. ეს წარმოუდგენელია, იქ არიან რობოტები.

ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდეს და ამათი ხელიდან პრინციპში, უკვე მკვდარია მიშა, რადგან 50 დღე არ გაუძლია რამდენ ადამიანს. ჩავთვალოთ, რომ მთავრობამ უკვე მოკლა მიშა, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა და კიდევ გვაქვს შანსი, რომ რაღაცნაირად უკან მოვაბრუნოთ. მე რამდენიმე ღვაწლმოსილ ექიმთან მქონდა საუბარი და მათ თქვეს, რომ სააკაშვილი ახლა რომ მოვიდეს, ჩვენ მოვაბრუნებთ, მაგრამ ბევრი ავადმყოფობა დარჩება, რომელიც განუკურნებელია. უკვე ასეთ მდგომარეობაშია. იმის მერე, რომ დღეს წაიქცა და გონება დაკარგა, კიდევ იძახიან, რომ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მოხდა. რაღა გამოკვლევა უნდა? - ერთმა კონსილიუმმა თქვა, მეორემ თქვა - ერთი და იგივეს იძახიან ექიმები - გამოუვალი მდგომარეობაა. ესენი ხელს აწერენ მის სიკვდილს და ბოლოს იცით რა მოხდება? - დააბრალებენ ექიმებს, რომლებიც არიან ციხეში, იმათმა ვერ მიხედესო.

მიშას გარდა ელენეც გვყავს საფიქრალი, რომ როგორმე გადავარჩინოთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საოპერო მომღერალმა კიდევ ერთხელ განმარტა მის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზებიც და აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნება და პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს უყურა.

„საქართველო დაპატარავდა ყველას თვალში, ვინც ეს კადრები ნახა - როგორ ათრიეს პრეზიდენტი. ჩემზე ამან იმოქმედა. მივხვდი, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან და მივხვდი, რომ ესენი მიიყვანენ მიშას სიკვდილამდე და ჩემი იქ ყოფნა იქნებოდა მონაწილეობა მიშას გარდაცვალებაში, ამიტომაც მე არ მინდა ამის მონაწილე ვიყო“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.