ცნობილი ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა გაეწიოს.
"არ შეიძლება მოგწონდეს ის, რაც ხდება და წარმოუდგენელია ადამიანს ერქვას ადამიანი, რომელიც მსგავს ფაქტს იწონებს, დიდი ხანი ვსაუბრობთ იმაზე, რომ 34 დღის შემდეგ მეტად კრიტიკული მდგომარეობა იწყება და წარმოუდგენელია გააკეთო პროგნოზი რა გართულება დაიწყება, სწორედ ამიტომ ყველა პროტოკოლით და გაიდლაინით ის უნდა იყოს და ყოფილიყო C კატეგორიის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც კონსილიუმმა დიდი ხნის წინ თქვა.
ამიტომ ახლა დროა და დიდი ხანია დროა მიეცეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობის მიღება, სრული ნდობა და პატივისცემა კონსილიუმის და სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს.
ვემიჯნები ყოველგვარ პოლიტიკას, ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ექიმის პოზიცია, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არის უპირველესი საზრუნავი და ფასეულობა" - წერს ლაშა უჩავა.